Category Archives: ნორმალური ანატომია

ინის, ანუ ენისქვეშა ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ინის, ანუ ენისქვეშა ძვალი (Os hyoideum; Hyoid bone) ენისქვეშა (ინის) ძვალი – os hyoideum, კენტია, მოთავსებულია ქვედა ყბის ქვემო კიდის დონეზე, ენის სხეულის ქვეშ, აქვს ნალის ფორმა და გამხდარ ადამიანებში ისინჯება კანიდან. სხვა ძვლებს იგი უკავშირდება იოგებით. ინის ძვალი შედგება სხეულისა – corpus,  და ორი წყვილი, დიდი

Read More

ყვრიმალის ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ყვრიმალის ძვალი (Os zygomaticum; Zygomatic bone) ყვრიმალის ძვალი – os zygomaticum წყვილი ძვალია; შედის სახის ქალას გვერდითი ნაწილების შემადგენლობაში. მასზე არჩევენ 3 ზედაპირს: გარეთ მიმართულ ლატერალური ზედაპირს – facies lateralis, შიგნით მიმართულ თვალბუდისმხრივი ზედაპირს – facies orbitalis, რომელიც შედის თვალბუდის გარეთა და ქვემო კედლების შემადგენლობაში, და საფეთქლის

Read More

ქვედა ყბა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ქვედა ყბა (Mandibula; Lower jaw) ქვედა ყბა – mandibula კენტი ძვალია და ქმნის სახის ქალას ქვედა ნაწილს. ქვედა ყბაში არჩევენ: სხეულს – corpus mandibula და ორ მორჩს, ე. წ. ტოტებს – rami mandibulae, რომლებიც მიემართებიან სხეულის უკანა ბოლოდან ზემოთ. სხეული – corpus, თავის მხრივ შედგება ორი ნაწილისაგან,

Read More

სახნისი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. სახნისი Vomer სახნისი – vomer წარმოადგენს კენტ, ოთხკუთხა, თხელ ფირფიტას; იგი წარმოქმნის ცხვირის ძგიდის უკანა ნაწილს. სახნისის ზემო კიდე შედარებით სქელია და გაყოფილია ორ ფრთად, ე. წ. სახნისის ფრთებად – aloe vomeris,  და ეყრდნობა სოლისებრი ძვლის სხეულის ქვემო ზედაპირს. ძვლის უკანა კიდე თავისუფალი, წაწვეტებულია და ცხვირის ღრუს

Read More

ცხვირის ქვემო ნიჟარა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ცხვირის ქვემო ნიჟარა (Concha nasalis inferior Inferior nasal concha) ცხვირის ქვემო ნიჟარა – concha nasalis inferior წყვილი ძვალია; იგი წარმოადგენს თხელ, მოდრეკილ, ფორებიან ძვლოვან ფირფიტას.ნიჟარა მოთავსებულია ცხვირის ღრუში და აქვს სამი მორჩი: ზედაყბისეული მორჩი, საცრემლე მორჩი და ცხავისეული მორჩი. ზედაყბისეული მორჩით – processus maxillaris ქვემო ნიჟარა უმაგრდება

Read More

სასის ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. სასის ძვალი (Os palatium; Palatine bone) სასის ძვალი – os palatinum, წყვილი ძვალია. მდებარეობს ცხვირის ღრუს უკანა ნაწილში და მონაწილეობს მისი ფსკერის ნაწილისა (მაგარი სასა) და გვერდითი კედლის წარმოქმნაში. სასის ძვალი შედგება ორი ფირფიტისაგან: ჰორიზონტალური – lamina horizonlalis  და ვერტიკალური ფირფიტისაგან – lamina perpendicularis. თითოეული სასის ძვლის

Read More

ცხვირის ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ცხვირის ძვალი (Os nasale  Nasal bone) ცხვირის ძვალი – os nasale, ოთხკუთხა ფორმის წყვილი ძვალია. მისი ზედა კიდე ერთვის   შუბლის ძვლის ცხვირის ნაწილს – pars nasalis, ლატერალური კიდე უერთდება ზედა ყბის შუბლისეული მორჩის – processus frontalis maxillae წინა კიდეს. ცხვირის ძვალს აქვს ორი ზედაპირი: წინა ზედაპირი

Read More

ზედა ყბა

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ზედა ყბა  Maxilla Upper jaw ზედა ყბა – maxilla, წყვილი ძვალია, მდებარეობს სახის ქალას წინა ზემო ნაწილში. მიეკუთვნება ჰაეროვან (პნევმატიკურ) ძვლებს – ossa pneumatica, ვინაიდან მასში მდებარეობს ლორწოვანი გარსით ამოფენილი ღრუ – ზედა ყბის (ჰაიმორის)  წიაღი – sinus maxillaris. ზედა ყბის ძვალში არჩევენ სხეულსა და ოთხ მორჩს.

Read More

ზემო კიდურის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო კიდურის ვენები ლალი დათეშიძე ზემო კიდურის ვენები იყოფა ორ ჯგუფად: ზედაპირულ, ანუ კანქვეშა და ღრმა ვენებად. ზედაპირული ვენებს მიეკუთვნება: შევარდენის ვენა – v. cephalica და სალამის ვენა – v. basilica. ორივე მათგანი იწყება მტევნის ვენური წნულიდან. ზედაპირული ვენები კარგადაა განვითარებული მტევნის ზურგზე. თითების ხელგულისმხრივ ზედაპირზე მდებარეობს ვენური სისხლძარღვების ბადე, რომელიც წარმოქმნილია თითების

Read More

ზემო კიდურის ჩონჩხი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო კიდურის ჩონჩხი   Ossa membri superioris    Skeleton (bones) of upper limb ზემო კიდურის სარტყელი ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი