ქალები და წამლები

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

მყიფე ბალანსის დარღვევა

სამედიცინო დახმარების გამოყენებასა და შეთავაზებაში ქალებს ორმაგი მდგომარეობა უკავიათ. ქალები უფრო მეტად სარგებლობენ ჯანდაცვის მომსახურებით და მამაკაცებთან შედარებით უფრო მეტ მედიკამენტებსაც იღებენ [1]. ინდივიდუალურ ასპექტში, ქალებს უფრო მეტი და გამოკვეთილი სამედიცინო მოთხოვნილებანი გააჩნიათ, რაც, ნაწილობრივ დაკავშირებულია  რეპროდუქციულ ფუნქციასთან. „შუამავლის“ სახით ოჯახში ისინი სამედიცინო დახმარების არაოფიციალურ მიმწოდებლებად, და ასევე მოსახლეობაში  პროფესიონალი სამედიცინო მუშაკების უმრავლესობად გვევლინებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები წარმოადგენენ სამედიცინო მომსახურების ძირითად მომხმარებლებს, და ასევე ძირითად მიმწოდებლებს, მათი სტატუსი იშვიათად აძლევს მათ პრიორიტეტების დამყარების საშუალებას [3]. სამედიცინო დახმარების უმეტეს სისტემებში პოლიტიკის განსაზღვრასა და გადაწყვეტილებების მიღებაში გადამწყვეტ როლს მამაკაცები ასრულებენ, რომლებიც თანმიმდევრულად არ აძლევენ ქალებს ძალაუფლების მქონე პოსტების დაკავების საშუალებას [4]. პოლიტიკოსები და ხელმძღვანელები სამედიცინო დახმარების სისტემას იმგვარად ამუშავებენ, რომ ყველაზე მეტად ის მოხერხებული იყოს ექიმებისათვის (ძირითადად მამაკაცებით წარმოდგენილი), საავადმყოფოებისა და სამედიცინო მრეწველობისათვის [5].
მამაკაცების ცხოვრების ციკლის მოდელი ხშირდ ნორმად არის მიღებული. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ როდესაც ამ მოდელს ქალებს უსადაგებენ, ბუნებრივი და ნორმალური პროცესების უმრავლესობა „ანომალურის“ დიაგნოზს ღებულობს, და შედეგად ქალებს წამლებით „ბომბავენ“ [6]. ფარმაცევტულ მრეწველობას თავისი კერძო ინტერესები გააჩნია, რომლებიც ხელს უწყობენ ასეთი წარმოდგენის შენარჩუნებას, თავისი მარკეტინგის სტრატეგიას იმისათვის იყენებენ, რომ გზა გაუხსნან წამლებს, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული „პრობლემების“ გადაჭრის საშუალებებს [7].

წამლების ზემოქმედება ქალებზე

ასევე შეშფოთების საგნად გვევლინება უხარისხო ინფორმაცია ქალებზე ფარმაკოთერაპიის ზემოქმედების შესახებ. სქესთან დაკავშირებული ანდა გენდერული ცრურწმენები თან ახლავს კვლევების პოლიტიკის ჩამოყალიბებას, და ზოგიერთი შედეგი არაობიექტურ ასახვას ღებულობს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, როდესაც იკვლევდნენ მაღალი წნევის დროს მისაღები წამლების გვერდით მოვლენებს, 17 800 გამოკითხულიდან მხოლოდ მამაკაცებს ეკითხებოდენ, თუ როგორ შესაძლო გავლენას ახდენდნენ ეს წამლები სქესობრივ ლტოლვაზე [8].
წამლების მეტაბოლიზმი ქალებში, მამაკაცებისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. ეს ნაწილობრივ აიხსნება ქალებისა და მამაკაცების სხეულების მასის, და ნაწილობრივ – ჰორმონალური განსხვავებებით [9].

წამლების უსაფრთხოება

უკანასკნელ 3 ათწლეულის განმავლობაში, ქალებისათვის წამლების უსაფრთხოება  შეშფოთების მთავარ ფაქტორად გვევლინებოდა. 60-იან წლებში თალიდომიდის ტრაგედიამ ნათლად დაგვანახა ორსულობის პერიოდში წამლების გამოყენების მაღალი რისკი. ამის შედეგი კი ის იყო, რომ ინდუსტრიულ ქვეყნებში შეიქმნა ან გამყარდა ძირითადი მარეგლამენტირებელი ორგანიზაციების გავლენა. ახლა მიმდინარეობს ფართოდ გაშლილი სამუშაოები იმ წამლების გამოსავლენად, რომლებსაც ყველაზე დიდი ალბათობით შეუძლიათ ნაყოფის მანკიერი განვითარების გამოწვევა. და მიუხედავად ამისა, როგორც ეს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ აღნიშნა, არ არსებობს ან არსებობს ძალზე მწირი რაოდენობით ინფორმაცია, ორსულობის პერიოდში მათი გამოყენების შესახებ [12].
დიეთილსტილბესტროლი (დეს), სინთეზური ესტროგენური პრეპარატი, გამოიყენებოდა მუცლის მოშლის (აბორტის) პროფილაქტიკისათვის, მაგრამ ცნობილ იქნა არაეფექტურად და სახიფათოდ. დეს-ის პრენატალურ გამოყენებას უკავშირებდნენ როგორც ქალების, ისე მამაკაცების რეპროდუქციული ორგანოების განვითარების დარღვევებს; ამ დარღვევებმა შესაძლოა გამოიწვიონ პრობლემები ორსულობის დროს ან უნაყოფობა. ვაგინალური კიბოს იშვიათი სახეობა – ნათელუჯრედოვანი ადენოკარცინომა – წამოიქმნება დეს-ის პრენატალურად მიმღები ყოველი 1 000 ქალიდან ერთში. ქალებს, რომლებიც დეს-ს იღებდნენ ორსულობის პერიოდში, გააჩნიათ სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების მომატებული რისკი. ამჟამად ექსპერტები გამოთქვამენ ერთიან აზრს იმის თაობაზე, რომ არ არსებობს ორსულობის დროს დეს-ის ანდ სხვა ესტროგენული პრეპარატების გამოყენების ჩვენებები [13].
ესტროგენ-პროგესტაგენური (ეპ) წამლების მაღალი დოზები მრავალ განვითარებად ქვეყანაში ძალზე პოპურალური იყო ორსულობის ტესტირებისათვის. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ორსულობის ტესტირებისათვის ეპ პრეპარატები არასაიმედოა, და ორსულობის დროს მათმა გამოყენებამ შესაძლოა განვითარების დარღვევები გამოიწვიოს [14].
წარსულის გაკვეთილების მიუხედავად, კვლავინდებურად არსებობს მონაცემები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ორსული ქალები ძალზე ბევრს არასაჭირო წამლებს იღებენ. ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ქალებმა არ იციან ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომლებიც მოაქვს ორსულობის დროს წამლების მიღებას; ხოლო ნაწილობრივ – სამედიცინო პრაქტიკის დადგენილი წესით.

ცხოვრებისეული სიტუაციების მედიკალიზაცია

ახლა მთლიანობაში შეიმჩნევა ქალის ცხოვრების მედიკალიზების (ე. ი. სამედიცინო ხასიათის პრობლემის მინიჭება – მთარგმ. შენ.) სულ უფრო მზარდი ტენდენცია. ქალებისაგან სულ უფრო მეტად ელიან, რომ ნორმალური ცხოვრებისეული  ასპექტების გადასაჭრელად სულ უფრო ხშირად მიაკითხავენ ექიმს, მაგალითად, კონტრაცეფციისათვის, ორსულობისა თუ ბავშვის გაჩენისათვის. „მენსტრუაციის დაწყებიდან მენოპაუზამდე პერიოდსაც კი ახლა როგორც ავამდყოფობას, ისე განიხილავენ“ [16]. ფარმაკოთერაპიას სთავაზობენ მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ისეთი ჰორმონალური ცვლილებებისათვის, როგორიცაა პრემენსტრუალური სინდრომი. მენოპაუზაც კი განიხილება როგორც უკმარისობის მდგომარეობა.
საერთოდ, ქალების  მამაკაცებზე უფრო დიდი უმეტესობა, ცხოვრობს სიღარიბეში, ეკონომიურ დამოკიდებულებაში, ცუდ ყოფით პირობებში და ცხოვრების დაბალ დონეზე, ასევე ქალების უფრო მეტი რაოდენობა უზრუნველყოფს პატარა ასაკის ბავშვებისა და ხანიშესულების პირველად მზრუნველობას [16ა], რასაც მივყავართ მძიმე გადატვირთვებამდე და მნიშვნელოვან სტრესამდე. თუმცა ეს პრობლემები სოციალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტას მოითხოვენ, არ იწვევს გაკვირვებას ის ფაქტი, რომ სწორედ ქალებზეა გამიზნული ანქსიოლიტიკებისა (განგაშის მოსახსნელი წამლები – მთარგმნ. შენ.) და ანტიდეპრესანტების მარკეტინგი.

ჰორმონები

60-იან წლებში ქალებს დაპირდნენ დახმარებას არასასურველი ორსულობისგან განთავისუფლებაში, მათ მიერ ჰორმონალური ორალური კონტრაცეპტივების (ოკ) გამოყენების პირობით. 1990-იან წლებში ამ ქალებიდან უმეტესობას დაპირდნენ მენოპაუზის შედეგებიდან განთავისუფლებას, თუ ისინი ჰორმონალურ კურსს ყოველდღიურად გააგრძელებდნენ. ეს ჰორმონები უკავშირდებოდნენ გვერდითი მოვლენების მთელ რიგს, რომლებსაც შეეძლოთ ქალების დისკომფორტისა და ცხოვრების ხარისხის დარღვევა. მაგრამ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ის ვარაუდი, რომ ჰორმონებს შეუძლიათ კიბოს ზოგიერთი ფორმის ან კიდევ სხვა ხანგრძლივი უარყოფითი ზემოქმედების გამოწვევა.  ამერიკელი ბიოლოგი ისე აღწერს ჰორმონების მიღებას, რომ უფრო ექსპერიმენტს წააგავს. ის წერს, რომ „მეან/გინეკოლოგი წარმოადგენს ემპირიკს უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სპეციალისტი; ე. ი. გინეკოლოგი  იყენებს ჰორმონებს თერაპიული სახით, რადგანაც ისინი გარკევულ ეფექტს იძლევიან, და არა იმიტომ, რომ არსებობს ორგანიზმში მათი მოქმედების ნათელი გაგება“ [19]. უეჭველია, რომ ძალზე ცოტა რამ არის ცნობილი მათი ხანგრძლივი ზემოქმედების შესახებ.

კონრაცეფტული საშუალებები

ქალებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ხელი მიუწვდებოდეთ კონტრაცეფციის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებზე. ინდონეზიის ერთ-ერთ სოფელში ქალებმა ასეთი სახით ახსნეს ოჯახის დაგეგმვის თავისი ხედვა: „ჩვენ სიხარულით მივიღებდით ოჯახის დაგეგმვის მეთოდებს, ისინი მუშაობაში ხელს რომ არ გვიშლიდნენ, არ მოჰქონდეთ ჩვენთვის გამოუსწორებელი შეუქცევადი ზიანი და არ მოდიოდნენ წინააღმდეგობაში ჩვენს რელიგიურ რწმენასთან. ეს მეთოდი ისეთმა ქალმა უნდა აგვიხსნას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გაგვსინჯავს, და ყველაფერს საიდუმლოდ შეინახავს. ამასთან ეს მეთოდი ძალზე იაფი უნდა იყოს“ [20]. ეს უბრალო და ნათლად ჩამოყალიბებული ფორმულირებები იშვიათად სრულდება.
ქალები, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, ცუდად არიან ინფორმირებულნი კონტრაცეფციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. ადეკვატური ინფორმაციის არარსებობისას, ქალებში ჩნდება ეჭვები, რომ ხდება მათით მანიპურილირება. სხვა მიზეზი, რის გამოც ქალები უარყოფენ კონტრაცეფციის მეთოდების თანამედროვე სპექტრს, იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ეს მეთოდი შექმნილია მათი მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლად. ქალები, მაგალითად, არ შეუძლიათ დაეთანხმონ იმას, რომ ეფექტურობის მცირედ გაზრდის საფასურად უნდა „ზღონ“ მენსტრუალური ციკლის უფრო ხშირი დარღვევებითა და სხვა გვერდითი მოვლენებით. დემოგრაფებსა და ოჯახის დაგეგმვის  სპეციალისტებს შეუძლიათ იყვნენ უფრო კატეგორიულები, ვიდრე ცალკეული ქალები, თავის რეკომენდაციებში იმ მეთოდების უარყოფის შესახებ, რომლებიც „მომხმარებლის ბრალით“ შესაძლოა წარუმატებლად შებრუნდეს [21].

მენოპაუზა და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია

„მენოპაუზა – ეს ავადმყოფობა კი არა, არამედ ცხოვრების ციკლში გარდამავალი პერიოდია“ – ამბობს სამედიცინო ანთროპოლოგი მარგარეტ ლოკი [22. ეს არის ქალის ცხოვრებაში ცვლილებების პერიოდი, ქალების უმრავლესობაში ის მინიმალური დისკომფორტით მიმდინარეობს და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას [23].
სხვა აზრისაა ფარმაცევტული ინდუსტრია. ის ბაზარზე  წინ უშვებს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის საშუალებას – ესტროგენს (ხშირად პროგესტაგენთან ერთად) მენოპაუზის სიმპტომების რეგულირებისათვის. როგორც ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების შემთხვევაში, მცირე რამ არის ცნობილი მენოპაუზისა და მის შემდეგ ჰორმონების ხანგრძლივი გამოყენების შესახებ. იმ ქალებს, რომლებიც იყენებდნენ ესტროგენულ თერაპიას, უფრო ხშირად აღენიშნებათ ენდომეტრიუმის კიბო.  ასევე ეჭვს იწვევს ჰორმონალური თერაპიის სარგებლიანობა. ეს ყველაფერი ერთად, ალტერნატიული მეთოდების კარგი გამოკვლევების არარსებობასთან ერთად, მედიკოსებსა და აგრეთვე ქალებს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სანდო ინფორმაციის მცირე რაოდენობას უტოვებს: საჭიროებს თუ არა თერაპიას, და თუ საჭიროებს, როგორს

წამლების წინ წამოწევა

რამდენადაც ქალები ოჯახში წარმოადგენენ წამლების „გამცილებლებს“ და უმეტესად ისინი წყვეტენ, თუ რომელი წამალი შეიძინონ [25], სწორედ მათზეა მიმართული ბაზარზე რეცეპტის გარეშე გასაცემ წამლებზე წარმოებული კამპანია. ასეთი წამლების დიდი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მათი  რეკლამა მშობლების, განსაკუთრებით კი დედების, გრძნობებზე თამაშობს. ვიტამინების, მატონიზირებელი საშუალებების, მადის აღმძვრელი პრეპარატების, სურდოსა და ხველების საწინააღმდეგო  და ანტისაფაღარათო  წამლების რეკლამა, ხშირად ასახავს ქალს მზრუნველი დედის როლში, რომელიც უვლის თავისი მიცემული წამლების გამოისობით  სწრაფად გამოჯანმრთელებულ ბავშვს. ზოგიერთი სარეკლამო კამპანია კი რეკლამას უკეთებს  ქალებისათვის განკუთვნილ პროდუქტებს, რათა მათ მიაღწიონ ამ რეკლამაში აღწერილი სილამაზის, ახალგაზრდობისა და სიცოცხლის სიყვარულის იდეალს. ვიტამინები, გახდომისა და კანის მოვლის საშუალებები – ისინი ყველა ბევრს ჰპირდებიან. მაგრამ. თუ პროდუქტი ვერ ასრულებს დანაპირებს, და ქალებიც იტანჯებიან, მაგალითად, მენსტრუალური ტკივილით ან დაღლილობის შეგრძნებით, შეთავაზებულია დამატებითი გადაწყვეტა: ისევ ვიტამინები, სხვადასხვა მატონიზირებელი, ასევე ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.
გარდა თვითმკურნალობისათვის განკუთვნილი პროდუქტებისა, არსებობს აგრეთვე ჰორმონალური პრეპარატები და ანტიდეპრესანტები, რომლებიც ექიმს შეუძლია დაუნიშნოს ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. რადგანაც ქალები – წამლების ძირითადი მომხმარებლებია, ექიმებისადმი დაგზავნილი დიდი რაოდენობით მასალები რეკლამას უკეთებენ  ქალებისათვის განკუთვნილ ისეთ წამლებს, რომლებიც რეცეპტით გაიცემა. ბევრ ამ მასალაში, როგორც გაირკვა, ხაზგასმულია უარყოფითი სტერეოტიპები. მათ შორის ის აზრიც – რომ ქალებს არ ძალუძთ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება, რომ ისინი არ არიან ძალიან ჭკვიანები, რომ ისინი შეიძლება იყვნენ გარშემომყოფთათვის ძლიერი  გამღიზიანებლები, და რომ ბედს ბიოლოგიური ნიშნები წყვეტენ,

სამოქმედო რეკომენდაციები

აუცილებელია უფრო მეტი მეცნიერული გამოკვლევა ქალებზე წამლების ზემოქმედების სფეროში, მათ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე ყურადღების განსაკუთრებული გამახვილებით.
საჭიროა ქალებთან სულ უფრო მეტი კონსულტაცია იმ კონტრაცეფტული საშუალებებისა და პროდუქტების შესახებ, რომლებიც კონკრეტულად ქალებისათვის არის განკუთვნილი.
ქალებს ესაჭიროებათ სულ უფრო მეტი ინფორმაცია წამლების შესახებ, განსაკუთრებით კი მათ ზემოქმედებაზე ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში.
საჭიროა მეტი კონტროლი ქალებისათვის განკუთვნილი წამლების რეკლამაზე, განსაკუთრებით კი – ისეთ რეკლამაზე, რომელიც ხელს უწყობს ქალების ცხოვრების არასაჭირო მედიკალიზაციას, ასევე ქალებისადმი მიმართული ფსიქოტროპული პრეპარატების რეკლამაზე.
აუცილებელია იმის კონტროლი, თუ როგორ  გამოიყენება რეკლამის დროს ქალის ხატი.


ლიტერატურა

Wolffers, I., Harden, A., and Janssen, J., Marketing Fertility: Women, Menstruation and the Pharmaceutical Industry, Amsterdam, WEMOS International Group on Women and Pharmaceuticals, 1989, p9.
Baile, S., «Women and health in developing countries», OECD Observer, No 161, Dec 1989-Jan 1990, pp18-20.
Ibid
Collier, J., The Health Conspiracy, London, Century Hutchinson, 1989, p6-8.
Phillips, A., Rakusen, J. (eds) and the Boston Women’s Health Collective, The New Our Bodies, Ourselves (2nd UK edition), London, Penguin Books, 1989, p608.
Rochon Ford, A., «Hormones: getting out of hand», in: McDonnell, K. (ed.), Adverse Effects: Women and the Pharmaceutical Industry, Penang, IOCU, 1986, pp27-40.
Querubin, M.P. and Tan, M.L., «Old roles, new roles: women, primary health care, and pharmaceuticals in the Philippines», in: McDonnell, op cit, pp175-86.
Collier, op cit, pp9-10.
Grossman, W., «Not in my image». New Scientist, 27 Mar 1993, p37.
JacobsonJ.L., Women’s Reproductive Health: the silent emergency, (Worldwatch Paper 102), Washington, Worldwatch Institute, 1991, pp18-20.
Anon., «GAO study on women in clinical trials», Scrip, No 1769, 10 Nov 1992, p17.
AMA, Drug Evaluations, Philadelphia, W.B. Saunders Co., (6th edn) 1986, p42.
Ibid, p701.
WHO, The Effect of Female Sex Hormones on fetal Development and Infant Health, Technical Report Series, No 657, Geneva, 1981.
Collier, op cit, p15.
Phillips, et al, op cit, pp612-3.
Smyke, P., Women and Health, London, UN Non-Governmental Liaison Service and Zed Books, 1991, pp25-27.
Collier, op cit, p8.
Medawar, C., Power and Dependence, London, Social Audit, 1992, p85.
Biologist Ethel Sloane, quoted by Rochon Ford, op cit, pp27-40.
Warren, M., «Better safe than sorry», New Internationalist, Oct 1987, p22.
Ibid
Lock, M., «Contested meanings of the menopause», Lancet, Vol 337, 25 May 1991, pp1270-2.
National Women’s Health Network, Taking Hormones and Women’s Health: Choices, Risks, Benefits, Washington, 1989, pp 2 and 6.
US Congress, Office of Technology Assessment, The Menopause, Hormone Therapy, and Women’s Health, OTA-BP-BA-88, Washington, US Government Printing Office, May 1992, p71.
McDonnell, op cit, p3.
Querubin and Tan, op cit, pp175-86
Rochon Ford, A., «In poor health», Healthsharing, Winter 1986, pp13-17.
Searle advertisement, PIMS, Dec 1988, p237.
Lopez Linares, and Phang Romero, C., Promoviendo la Salud о Los Negocios? Un análisis de la promotión farmacéutica, Chimbote, Accion para la Salud, 1992, p12.