ფარისებრი ჯირკვალი – პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია

პათოლოგიური ანატომია და ფიზიოლოგია. ფარისებრი ჯირკვალი

თირეოიდული ჰორმონების ფიზიოლოგიური შემცველობა აუცილებელია სხვადასხვა ორგანოებში და ქსოვილებში (ცნს–დან დაწყებული ძვლის ქსოვილით დამთავრებული) ცილის ნორმალური სინთეზისთვის; მათი სიჭარბე იწვევს უჯრედების მიტოქონდრიებში ქსოვილოვანი სუნთქვის და ჟანგვითი ფოსფორილირების დათრგუნვას ორგანიზმის ენერგეტიკული მარაგის შემდგომი მკვეთრი დაქვეითებით.

გარდა ამისა, განაპირობებენ რა კატექოლამინების მიმართ რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებას, თირეიდული ჰორმონები იწვევენ ვეგეტაციური ნერვული სისტემის აგზნებადობის გაძლიერებას, რაც ვლინდება ტაქიკარდიით, არითმიით, სისტოლური არტერიული წნევის მომატებით, კუჭ–ნაწლავის მოტორიკის და საჭმლის მომნელებელის წვენების სეკრეციის გაძლიერებით; ისინი აგრეთვე აძლიერებენ გლიკოგენის დაშლას, ამუხრუჭებენ მის სინთეზს ღვიძლში, გავლენას ახდენენ ლიპიდურ ცვლაზე. თირეოდული ჰორმონების უკმარისობა განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ჟანგვითი პროცესის სიჩქარის მკვეთრ დაქვეითებას და გლიკოზამინოგლიკანების დაგროვებას. აღნიშნული ცვლილებების მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან ცნს–ის, მიოკარდიუმის, ენდოკრინული ჯირკვლების უჯრედები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.