ანონა (გუანაბანა)

ანონა (გუანაბანა)

გრავიოლას პროდუქცია გირჩევთ გამოიწეროთ უშუალოდ ამერიკელი მწარმოებლისაგან. გამოსაწერად დააკლიკეთ ქვემოთ, ცხრილში, შესაბამის პროდუქციას. ასეთ შემთხვევაში მიიღებთ უკვე გაფილტრულ ინფორმაციას:

გრავიოლას კაფსულები გრავიოლას ნაყოფი
გრავიოლას კაფსულები კიბოს დროს გრავიოლას ექსტრაქტი
გრავიოლას ჩაი გრავიოლას ფხვნილი
გრავიოლას ფოთლები გრავიოლას ნერგი caumednet@gmail.com

ანონასებრთა ოჯახი

ანონასებრთა ოჯახი (Annonaceae) აერთიანებს 120-მდე სახეს ტროპიკულ ამერიკაში და ათს აფრიკაში. თანდათანობით ხდებოდა მათი გავრცელება დედამიწის ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში, ყველა რაიონში. ანონას ძირითადი კულტურული სახეობებია: ანონა ჩერიმოია (A. сherimola Mill.), ეკლებიანი ანონა (A. muricata), ბადისებრი ანონა (A. reticulata), ქერცლიანი ანონა (A. Squamosa), მეწამული ანონა (A. purpurea). გამოყენებამდე აუცილებელია ნაყოფს მოსცილდეს ქერქი და თესლი. ანონა  გამოიყენება ნედლი სახით, შესაძლებელია დაემატოს დესერტს, ნაყინს, რძიან კოქტეილს. შეძენისას უნდა შეირჩეს დაუზიანებელი ნაყოფი ლაქებისა და ნახეთქების გარეშე, ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ოდნავ არ შეყვითლდება და დარბილდება.

ანონა ჩერიმოია (A. сherimola Mill., პერუს ოქროსფერი ვაშლი) – არცთუ დიდი ზომის ტოტებგაშლილი 6-7 მ. სიმაღლის ხეა, წარმოშობით ეკვადორის, პერუს, კოლუმბიისა და ბოლივიის მთიანი რაიონიდან. ანონასებრთა ოჯახიდან ყველაზე ფასეულ მცენარეს წარმოადგენს და ამასთან გამოირჩევა ერთერთი ყველაზე გემრიელი ნაყოფით. ნაყოფი არის კონუსისებრი, მრგვალი ან გულის ფორმის, წონით 300-600გრ. (2.7კგ-მდე), დაფარულია მაგარი ქერქით და შედგება თეთრი, წვნიანი რბილობის სეგმენტებისაგან საუცხოო არომატითა და გემოთი. ნაყოფს აქვს მსხვილი, მუქი თესლი, რომელიც ფორმითა და ზომით ლობიოს მარცვალს წააგავს. ჩერიმოია გამოიყენება სხვადასხვა სალათებსა და დესერტებში, სასმელებში და ნაყინში. ხშირად ნაყოფს ჭრიან შუაზე და მიირთმევენ უბრალოდ გაცივებულს.

ეკლებიანი ანონა (A. Muricata, გუანაბანა), 6 მ. სიმაღლის ხეა,  ნაყოფი აღწევს 4.5 – 7 კგ-ს და დაფარულია მოკლე, სქელი ეკლებიანი ქერქით, რომლის ქვეშაც თეთრი ბოწკოვანი, წვნიანი სეგმენტებია, მუსკატის მომჟავო-მოტკბო გემოთი და დიდი რაოდენობით მსხვილი თესლით. არომატით წააგავს ანანასს. ისევე როგორც ჩერიმოია, ეკლებიანი ანონაც კულტივირდება ტროპიკულ რაიონებში. რბილობი გამოიყენება სასმელების, ხილის სალათებისა და ნაყინის მოსამზადებლად.

ბადისებრი ანონა (A. Reticulata, კრემიანი ვაშლი) წარმოშობით ცენტრალური ამერიკიდან და ანტილიის კუნძულებიდანაა. ოპტიმალურ პირობებში მისი სიმაღლე 10 მეტრს აღწევს. ნაყოფი 8-15 სმ დიამეტრის გულის ფორმის ყვითელი ან მოყავისფრო შეფერილობისაა. რბილობი ტკბილი, კრემის მსგავსია და სხვადასხვა დესერტების მოსამზადებლად გამოიყენება.

ქერცლიანი ანონა  (A. Squamosa, შაქრის ვაშლი), შედარებით ფართოდ კულტივირებული სახეა.  წარმოადგენს მცირე ზომის, 3-6 მეტრი სიმაღლის ხეს, კონუსისებრი ნაყოფით, რომელიც დაფარულია ნაცრისფერი ან მოცისფრო-მომწვანო მაგარი ქერცლებით, ნაყოფის რბილობი კი მოთეთრო, კრემისფერია დარიჩინის სურნელით.

მეწამული ანონა (A. purpurea) მცირე ზომის ხეა, ცენტრალური ამერიკიდან და მექსიკიდან. 15 სმ დიამეტრის მოყავისფრო ნაყოფი დაფარულია მოკაუჭებული წანაზარდებით. რბილობი მკვეთრი ნარინჯისფერი, კრემის კონსისტენციისა და გემოთი მანგოს მსგავსია.

ანონა (გუანაბანა)

Annona muricata (ეკლებიანი ანონა). გავრცელებული დასახელებებია: გუანაბანა, გრავიოლა, soursop, prickly custard apple. წარმოშობა: სამხრეთ ამერიკა.

ეკლებიანი ანონა (გუანაბანა) ტროპიკებში ერთერთი ყველაზე პოპულარული ხილია. ამასთან ანონასებრთა ოჯახიდან ყველაზე მარტივად კულტივირებადია. მისი ნაყოფი უფრო მეტად გამოსადეგია ტრანსპორტირებისათვის და გადამუშავებისათვის. ბუნებრივ პირობებში გუანაბანას სიმაღლე 6 მეტრს აღწევს, ოთახში  შედარებით დაბალია. სხვა ანონებისაგან განსხვავებით გუანაბანას მარადმწვანე ხეა, მისი ფოთლები  ოვალური ან მოგრძო ფორმისაა, პრიალა, მუქი მწვანე შეფერილობის, სიგრძით 15 სმ-მდე. გუანაბანას ფოთლებისაგან მომზადებული ჩაის გამოყენება შესაძლებელია როგორც საძილე და დამამშვიდებელი საშუალება. ყვავილი არომატული, 4.5 სმ დიამეტრის ზომისაა, შედგება სამი მოყვითალო-მომწვანო ხორციანი გარეთა და სამი მკრთალი ყვითელი შიგნითა ფურცლებისაგან, გვხვდება სხვადასხვა ადგილას: ღეროზე, მსხვილ და წვრილ ტოტებზე. ყვავილი ბოლომდე არასოდეს იშლება. ნაყოფი ხშირად არასწორი ოვალური ან გულის ფორმისაა, 30 სმ სიგრძის, 15 სმ დიამეტრისა და 3 კგ-მდე წონით, მუქი მწვანე ფერის, მომწიფების შემდეგ ხდება მოყვითალო-მომწვანო ფერის. ნაყოფის კანი თხელი, მაგრამ მკვრივია ბადისებრი ზედაპირით. წვნიანი ღია კრემისფერი რბილობი დაყოფილია სეგმენტებად, რომელთაგან თითოეული შეიცავს თითო პრიალა ოვალურ მუქი ფერის თესლს. რბილობი ძალზედ არომატულია, მცირედ წააგავს ანანასს. ნაყოფი რამდენიმე ათეულ გუანაბანას ყველაზე დიდი ნაყოფი აქვს ყველა სხვა ანონებს შორის.

გუანაბანა შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ფოლის მჟავას, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, ვიტამინ C, B ჯგუფის ვიტამინებს, ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, უზრუნველყოფს წონის კლებას, ახდენს კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, განაპირობებს შარდმჟავას გამოყოფას ორგანიზმიდან, რის გამოც რეკომენდებულია რევმატიზმიტ, ართრიტითა და პოდაგრით დაავადებული პირებისათვის.

ნაყოფის შეგროვება ხდება მანამ სანამ ჯერ კიდევ მაგარია, თუმცა შეცვლილი აქვს ფერი მუქი მწვანიდან ოდნავ მოყვითალო-მომწვანო ფერისაკენ. თუ ნაყოფს ვაცლით ხეზე დამწიფებას, შესაძლოა ჩამოვარდეს მიწაზე და დაზიანდეს. შეგროვების შემდეგ რამდენიმე დღე კვლავ რჩება მაგარი ოთახის ტემპერატურაზე. დამწიფებული ნაყოფი საკმარისად რბილია, რაც იგრძნობა თითით ზეწოლისას. მწიფე ნაყოფის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-3 დღე. კანი შეიძლება გაშავდეს, თუმცა ნაყოფი საკვებად ვარგისია.

რბილობი შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ გუანაბანას ნაყოფიდან, შესაძლებელია მისი დაკონსერვება შემდგომი გამოყენებისათვის. მექანიკური დამუშავების წინ რბილობს უნდა მოაცილოთ თესლი, რადგან გარკვეულწილად შხამიანია. რბილობი გამოიყენება წვენის, კოკტეილების და სხვა სასმელების, ნაყინისა და ხილის პიურეს  დასამზადებლად. ინდონეზიაში უმწიფარ ნაყოფს იყენებენ  როგორც ბოსტნეულს.

ანონას (გუანაბანა) გამოზრდა ოთახის პირობებში

ანონამ უკვე მოიპოვა ტროპიკული ეგზოტიკის მოყვარულთა ინტერესი მისი არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის წყალობით, ამასთან ეს ტროპიკული ხილის ხე ყველასათვის მოხერხებულია: უპრეტენზიო, იოლად იტანს მცირე დაჩრდილვას, არ საჭიროებს დიდ კონტეინერს, კომპაქტურია და ნაყოფს ისხამს დათესვიდან უკვე მესამე წელს. გუანაბანას გაზრდისათვის არ არის აუცილებელი ორანჟერეა, სავსებით საკმარისია მზიანი ადგილი ფანჯრის სიახლოვეს, ზაფხულში კი შეგიძლიათ მოათავსოთ  მზიან აივანზე, ვერანდაზე და ბაღში.

ანონა (გუანაბანა) ფოთლოვანი მცენარეა, რის გამოც მისი თესლი სასურველია დაითესოს გვიან ზამთარში ან გაზახფულზე, უკიდურეს შემთხვევაში ადრე ზაფხულში, მთავარია – ყლორტებმა უნდა მოასწრონ გაზრდა, წინააღდმეგ შემთხვევაში შემდეგ გაზაფხულამდე ვერ მიაღწევს. თესლი დაახლოებით 1 სმ სიღრმეზე, რბილ, კარგად დრენირებულ ნიადაგზე. იმისათვის, რომ თესლი უფრო მალე აღმოცენდეს, რეკომენდებულია წინასწარ დაალბოთ თბილ წყალში ერთი დღე-ღამის განმავლობაში. თესლის აღმოცენების დრო 15-30 დღეა, რისთვისაც აუცილებელი პირობაა მაღალი ტემპერატურა (25-30C). ბინის პირობებში ეს არცთუ ისე ძნელია. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა არ გამოშრეს და თესლი არ გადახურდეს. თუმცა ზამთარში უნდა შეზღუდოთ მორწყვა, თუ ნაწილობრივ ან სრულად დასცვივდა ფოთლები, სანამ ახალ ყლორტები არ აღმოცენდება.

კარგი მოვლის პირობებში ნაყოფს დათესვიდან სამ წელიწადში მოისხამს, თუმცა ნაყოფი არ იქნება ისეთი ზომის, გემოსი და ხარისხის, როგორც პლანტაციაში გაზრდის შემთხვევაში.

ანონას (გუანაბანა) – დამტვერვა

ყველაზე რთული მომენტი ანონას დამტვერვაა. საქმე იმაშია, რომ ყვავილის ფიზიოლოგია ძალზედ თავისებურია. ყვავილის მტვრის მომწიფება ხდება დილის საათებში, ბუტკო კი მზადაა მტვრის მისაღებად მხოლოდ დღის მეორე ნახევარში, როდესაც მტვერი უკვე დაცვენილია. სახლის პირობებში პრობლემის გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია. დილით პატარა ფუნჯის მეშვეობით მტვერი უნდა გადმობერტყოთ ქაღალდის პაკეტში და შეინახოთ მაცივარში. დღის მეორე ნახევარში ისევე ფუნჯით დააყაროთ ბუტკოს.

ანონა (გუანაბანა) – გამოყენება

იამაიკაზე და ჰაიტის კუნძულებზე, ასევე სურინამის რესპუბლიკაში ქერქსა და ფოთლებს იყენებენ როგორც ანტისპაზმურ და დამამშვიდებელ საშუალებას, ასევე ხველის, გრიპის, ასთმის, ასთენიისა და ჰიპერტონიის დროს. უძილობის დროს ფოთლებს ათავსებენ ბალიშის პირში ან თავთან ახლოს.

კვლევების თანახმად ნივთიერებებს, რომელსაც ეს გუანაბანა შეიცავს გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება. ქიმიოთერაპიისაგან განსხვავებით, რომელიც ანადგურებს ყველა უჯრედს, ეს ნივთიერებები შერჩევითად მოქმედებს მხოლოდ უცხო უჯრედებზე.

დამამშვიდებელი ჩაი გუანაბანას ფოთლებისაგან

ინგრედიენტები:

  • გუანაბანას ფოთლები
  • შაქარი
  • წყალი

მომზადების წესი:

  1. მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე
  2. კარგად გარეცხეთ გუანაბანას ფოთლები და მოათავსეთ ჩაიდანში ან ფინჯანში (ერთ ფინჯანზე დაახლოებით სამი ცალი ფოთოლო)
  3. დაასხით ადუღებული წყალი
  4. დააფარეთ და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში
  5. მოაცილეთ ფოთლები
  6. დაამატეთ შაქარი და ლიმნის ნაჭერი გემოვნებით

გუანაბანას ფოთლებისაგან მომზადებული ჩაი სასიამოვნო დამამშვიდებელი სასმელი, დაეხმარება თქვენს ბავშვებს იოლად და ღრმად დაძინებაში.

 წყარო: http://nature-home.ru/annona.html

________________________________

გადასვლა >>> ,,სამკურნალო მცენარეები”; გრავიოლა

..