Category Archives: ჰისტოლოგია

წინამდებარე ჯირკვალი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. წინამდებარე ჯირკვალი წინამდებარე ჯირკვალი [prostata (PNA, JNA, BNA)] – მამაკაცის სასქესო სისტემის კენტი ორგანოა, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის წინა ნაწილში, შარდის ბუშტის ქვეშ. ემბრიოლოგია წინამდებარე ჯირკვალი ჩასახვას იწყებს მუცლადყოფნის პერიოდის მე-3 თვიდან. ამ პერიოდისთვის, მამრობითი სქესის ემბრიონში ხდება პარამეზონეფრული (მიულერის) სადინრების რედუცირება, დისტალური ბოლოების გარდა, რომლებიც ერწყმიან რა ერთმანეთს, რჩებიან მომავალი წინამდებარე

Read More

სათესლე ჯირკვალი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. სათესლე ჯირკვალი  სათესლე (testis) – მამაკაცის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელშიც ხორციელდება სასქესო უჯრედების (სპერმატოზოიდების) და მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნა. სათესლეებს გააჩნიათ ოვალური ფორმა და მკვრივი კონსისტენცია, განლაგებულნი არიან სათესლე პარკში. ჰისტოლოგია, ციტოლოგია სათესლის შუასაყარში და სეპტებში მიემართებიან სისხლის და ლიმფური ძარღვები, განლაგებულნი არიან ენდოკრინული ჯირკვლები (ლეიდიგის უჯრედები). კლაკნილ სათესლე მილაკებში (თითოეული სიგრძით

Read More

ასო – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ასო  ასო (penis) – მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანო. ის წარმოქმნილია ორი მღვიმოვანი და ერთი ღრუბლისებრი სხეულისგან. ჰისტოლოგია მღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულების საფუძველს წარმოადგენენ კოლაგენური ბოჭკოების კონების ცილოვანი გარსიდან გამომავალი განშტოებები, რომლებიც წარმოქმნიან ძგიდეებს – ტრაბეკულებს. ტრაბეკულების მეშვეობით ხორციელდება ენდოთელიუმით ამოფენილი ღრუების – კავერნების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სისტემის შემოსაზღვრა. კავერნების სისხლით ავსების შედეგად ხდება

Read More

შარდის ბუშტი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. შარდის ბუშტი შარდის ბუშტი (vesica urinaria) – ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელიც ასრულებს შარდსაწვეთებიდან შემომავალი შარდისთვის რეზერვუარის და შარდსადენი მილის საშუალებით მისი გადინების უზრუნველყოფის ფუნქციებს. შარდის ბუშტი მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში ბოქვენის სიმფიზის უკან, რომლისგანაც გამოყოფილია სიმფიზის უკანა ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისგან. ჰისტოლოგია შარდის ბუშტის კედელი შედგება ლორწოვანი გარსისგან, ლორწქვეშა ქსოვილისგან, კუნთოვანი გარსისგან და

Read More

შარდსაწვეთი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. შარდსაწვეთი  შარდსაწვეთი (ureter) – გამომტანი სადინარი, რომლის მეშვეობითაც შარდი თირკმლის მენჯიდან მიედინება შარდის ბუშტში. ჰისტოლოგია შარდსაწვეთის საწყის ნაწილს წარმოადგენს თირკმლის მენჯის შევიწროებული მონაკვეთი, მისი ბოლო კი გადის შარდის ბუშტის კედელში და შარდსაწვეთის ნაპრალისებური ხვრელით – შარდსაწვეთის შესართავით – იხსნება ამ უკანასკნელის ლორწოვან გარსში. ერთვის რა შარდის ბუშტს, შარდსაწვეთის კედლის ზედა ნაწილისგან ყალიბდება

Read More

თირკმელები – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. თირკმელები  თირკმლები (renes) – წყვილი ექსკრეტორული და ინკრეტორული ორგანო, რომელიც, შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით, არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს. ჰისტოლოგია თირკმლის ძირითად სტრუქტურულ–ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენს ნეფრონი, რომელიც შედგება სხვადასხვა ფუნქციის მქონე რამდენიმე ნაწილისგან. ნეფრონი შედგება კაპილარული მარყუჟების გორგლისგან, რომელიც მდებარეობს შუმლიანსკ–ბაუმენის კაფსულაში, მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის; პროქსიმალური მილაკისგან; ჰენლის მარყუჟისგან; შემკრებ მილაკში

Read More

ნაწლავები – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია.

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ნაწლავები  ნაწლავები (intestina) – საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი, რომელიც იწყება კუჭის პილორუსის ნაწილიდან და მთავრდება უკანა გასავლით. ნაწლავებში ხდება საკვების გადამუშავება და მონელება, ამ დროს წარმოქმნილი შლაკების მოცილება, ხორციელდება ზოგიერთი ინტესტინალური ჰორმონის სინთეზი; იგი აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნურ პროცესებში. ჰისტოლოგია. წვრილი და მსხვილი ნაწლავის კედლები შედგებიან ლორწოვანი გარსისგან, ლორწქვეშა შრისგან, კუნთოვანი

Read More

პანკრეასი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. პანკრეასი  კუჭქვეშა ჯირკვალი იგივე პანკრეასი (pancreas) – საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვალი, რომელსაც გააჩნია ეგზოკრინული და ენდოკრინული ფუნქციები.  ჰისტოლოგია პანკრეასი დაფარულია თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით, საიდანაც გამოდიან ძგიდეები, რომლებიც ორგანოს ყოფენ წილაკებად მათში განლაგებული სისხლძარღვებით, ნერვებით და წილაკთაშორის გამომტანი სადინრებით. პანკრეასის უდიდესი ნაწილი, რომელიც ასრულებს ეგზოკრინულ ფუნქციას, წარმოდგენილია დაბოლოებითი, სეკრეტორული ნაწილებით (პანკრეასის აცინუსები) და

Read More

ნაღვლის ბუშტი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ნაღვლის ბუშტი  ნაღვლის ბუშტი (vesica fellea) – ღრუ ორგანო, რომელშიც გროვდება და კონცეტრირდება ნაღველი; ეს უკანასკნელი პერიოდულად ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის საერთო სადინრის მეშვეობით. ჰისტოლოგია ნაღვლის ბუშტის კედელი შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და შეამერთებელქსოვილოვანი გარსებისგან; ნაღვლის ბუშტის ქვედა ზედაპირი დაფარულია სეროზული გარსით. ნაღვლის ბუშტის ლორწოვან გარსს გააჩნია მრავლობითი ნაოჭები. ერთ–ერთ

Read More

ღვიძლი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ღვიძლი  ღვიძლი (hepar) – მუცლის ღრუს კენტი ორგანო, ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალი, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს. ღვიძლში ხდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან სისხლის მეშვეობით მასში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფა; მასში ხორციელდება სისხლის მნიშვნელოვანი ცილოვანი ნივთიერებების სინთეზი, წარმოიქმნება გლიკოგენი, ნაღველი; ღვიძლი მონაწილეობს ლიმფის წარმოქმნის პროცესში, არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლაში.  ჰისტოლოგია ღვიძლის პარენქიმის ძირითად შემადგენელ

Read More