Category Archives: ორგანოთა პათოლოგიები

თვალი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები თვალი (oculus) – მხედველობის ორგანო, რომელიც აღიქვამს სინათლის გაღიზიანებას; წარმოადგენს მხედველობის ანალიზატორის ნაწილს, რომელიც გარდა თვალისა, მოიცავს მხედველობის ნერვს და თავის ტვინის ქერქში განლაგებულ მხედველობის ცენტრებს. თვალი შედგება თვალის კაკლისგან და დამხმარე აპარატისგან – წამწამებისგან, საცრემლე აპარატისგან და თვალის კაკლის კუნთებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მოძრაობას. გამოკვლევის მეთოდები. დათვალიერებისას ყურადღებას იქცევს ქუთუთოების

Read More

თირკმელზედა ჯირკვალი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები თირკმელზედა ჯირკვლები (glandulae suprarenalis; სინ.: სუპრარენალური ჯირკვლები, ადრენალური ჯირკვლები) – შინაგანი სეკრეციის წყვილი ჯირკვალი, რომლებიც მდებარეობენ რეტროპერიტონეალურ სივრცეში თირკმლების ზემოთა პოლუსებზე გულმკერდის XI-XII მალების დონეზე. თითოეული თირკმელზედა ჯირკვალი შედგება შიგნითა ტვინოვანი და გარეთა ქერქოვანი ნივთიერებებისგან და თავიანთი წარმოშობით, აგებულებით და ფუნქციებით წარმოადგენენ ორ სხვადასხვა ჯირკვალს, რომლებიც ფილოგენეზის პროცესში ჩამოყალიბდა ერთიან ორგანოდ.

Read More

ფარისებრი ჯირკვალი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები ფარისებრი ჯირკვალი (glandula thyroidea) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ჰორმონებს. ფარისებრი ჯირკვალი – გამოკვლევის მეთოდები. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით დაავადებულთა გამოკვლევა მოიცავს მისი (ჯირკვლის) ფუნქციური აქტივობის შეფასების კლინიკურ და ლაბორატორიულ მეთოდებს, აგრეთვე ჯირკვლის სტრუქტურის გამოკვლევის ოპერაციამდელ მეთოდებს. ფარისებრი ჯირკვლის პალპაციით ხდება მისი ზომის, კონსისტენციის და კვანძოვანი ჩანართების არსებობა–არარსებობის

Read More

სათესლე – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები სათესლე (testis) – მამაკაცის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელშიც ხორციელდება სასქესო უჯრედების (სპერმატოზოიდების) და მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნა. სათესლეებს გააჩნიათ ოვალური ფორმა და მკვრივი კონსისტენცია, განლაგებულნი არიან სათესლე პარკში. გამოკვლევის მეთოდები. სათესლის პათოლოგიით ავადმყოფის გამოკვლევა მოიცავს ანამნეზის შეკრებას, დათვალიერებას, გამოკვლევის ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ მეთოდებს. სათესლეს ჰორმონულ ფუნქციაზე ზოგადი წარმოდგენა შეიძლება შეგვექმნეს ავადმყოფის

Read More

პროსტატა – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >>> სიმსივნეები წინამდებარე ჯირკვალში გვხვდება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები. კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, რომელიც გამოდის ჯირკვლის კრანიალური ნაწილიდან. ავთვისებიანი სიმსივნეებიდან უხშირესად გვხვდება წინამდებარე ჯირკვლის კიბო, იშვიათად სარკომა. წინამდებარე ჯირკვლის კიბო ჩვეულებრივ გვხვდება 50 წელს გადაცილებულ პირებში და შეადგენს მამაკაცებში ყველა ავთვისებიანი წარმონაქმნების დაახლოებით 5%-ს. ეტიოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა

Read More

პროსტატა – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >>> პათოლოგია. განვითარების მანკები. წინამდებარე ჯირკვლის აგენეზია – ორგანოს თანდაყოლილი არარსებობა ძალიან იშვიათია და, როგოც წესი, თან ერწყმის საშარდე და სასქესო ორგანოების ანომალიას. შედარებით უფრო ხშირად გვხვდება ჰიპოპლაზია – წინამდებარე ჯირკვლის თანდაყოლილი განუვითარებლობა, რომელიც ჩვეულებრივ თან ერწყმის სათესლეების, სასქესო ასოს, სათესლე ბუშტუკების განუვითარებლობას. ისეთი ანომალიები, როგორებიცაა დამატებითი წინამდებარე ჯირკვლის

Read More

პროსტატა – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები წინამდებარე ჯირკვალი [prostata (PNA, JNA, BNA)] – მამაკაცის სასქესო სისტემის კენტი ორგანოა, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის წინა ნაწილში, შარდის ბუშტის ქვეშ. გამოკვლევის მეთოდები. წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების დროს ავადმყოფის გამოკვლევა მოიცავს გარეთა სასქესო ორგანოების, ბოქვენისა და შორისის მიდამოების დათვალიერებას, რექტალურ გამოკვლევას, ლაბორატორიულ, ინსტრუმენტულ, ულტრაბგერით, რენტგენოლოგიურ, რადიოლოგიურ და მორფოლოგიურ გამოკვლევებს. თითით რექტალური გამოკვლევა

Read More

საშვილოსნო – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> საშვილოსნოს სხეულის პრესიმსივნურ დაავადებებს მიეკუთვნება რეციდიული ჯირკვლოვან–კისტოზური ჰიპერპლაზია, ატიპიური ჰიპერპლაზია და ენდომეტრიუმის ადენომატოზი. ზოგიერთი ავტორი დაავადებათა აღნიშნულ ჯგუფს მიაკუთნებს ენდომეტრიუმის პოლიპებსაც. რეპროდუქციული ასაკის ქალებში აღნიშნული პათოლოგია გამოიხატება მენსტრუალური ციკლის დარღვევებით: ხანგრძლივი, სისხლსავსე და გახშირებული მენსტრუაციები, სისხლიანი გამონადენების გაჩენა მენსტრუაციამდე საკმაოდ ადრე; პოსტმენოპაუზის პერიოდში სასქესო გზებიდან აღინიშნება უმნიშვნელო სისხლიანი

Read More

საშვილოსნო – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები ანამნეზის შეგროვების დროს ხდება მენსტრუალური ციკლის, შობადობის ფუნქციებს შესახებ მონაცემების შეგროვება. ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ჩივილებზე: ტკივილები მუცლის ქვედა მიდამოში ან გავა–წელის მიდამოში, სისხლდენების არსებობა საშვილოსნოდან, უნაყოფობა და სხ. საშვილოსნოს მდგომარეობის შეფასება ხდება სპეციალური საშოსმხრივი სარკეებით, საშოსმხრივი, მუცლის ზედაპირის და სწორი ნაწლავის მხრიდან მისი გამოკვლევის შედეგად. ჩვენების მიხედვით ხდება საშვილოსნოს ზონდირების

Read More

შარდის ბუშტი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები დასაწყისი იხ. >> დაავადებები. შარდის ბუშტის ყველაზე ხშირი დაავადებაა ცისტიტი. ცისტალგია, რომელიც უპირატესად აღენიშნებათ ქალებს, ხასიათდება გაძნელებული და მტკივნეული შარდვით, ამასთან შარდში შარდის ბუშტის ანთების ნიშნები და ცვლილებები არ ვლინდება. შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევის ერთ–ერთ ფორმას წარმოადგენს შარდის შეუკავებლობა. შარდის ბუშტის ტუბერკულოზი ყოველთვის ორმხრივი პროცესია, რომელიც უხშირესად ვითარდება თირკმლების ტუბერკულოზის, იშვიათად

Read More