Category Archives: ნორმალური ანატომია

ლავიწქვეშა არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. ლავიწქვეშა არტერია Arteria subclavia Subclavian [subclavicular] artery ლალი დათეშიძე ლავიწქვეშა არტერია – a. subclavia, წყვილი სისხლძარღვია; იწყება წინა შუასაყარში: მარჯვენა ლავიწქვეშა არტერია  – მხარ – თავის ღეროდან – truncus brachiocephalicus; მარცხენა ლავიწქვეშა არტერია – აორტის რკალიდან – arcus aortae. მარცხენა ლავიწქვეშა არტერია მარჯვენაზე უფრო გრძელია: მისი მკერდშიგა ნაწილი მოთავსებულია მარცხენა მხარ – თავის

Read More

შიგნითა საძილე არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. შიგნითა საძილე არტერია Arteria  carotis interna Internal carotid artery ლალი დათეშიძე შიგნითა საძილე არტერია – a. carotis interna, საერთო საძილე არტერიის მეორე ტოტია. მასში არჩევენ ორ ნაწილს: კისრისა და ქალაშიგა (თავის) ნაწილს. დასაწყისში იგი მოთავსებულია გარეთა საძილე არტერიის უკან და ლატერალურად. შემდეგ მიემართება მედიალურად და ზევით, აღწევს ქალას ფუძეს და შედის საძილე არხში

Read More

გარეთა საძილე არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. გარეთა საძილე არტერია Arteria carotis externa;  External carotid artery ლალი დათეშიძე გარეთა საძილე არტერია – a. carotis externa გამოეყოფა რა საერთო საძილე არტერიას, მიემართება ზემოთ, შიგნითა საძილე არტერიის წინ და მედიალურად, შემდეგ წვება მის წინ. თავდაპირველად ის ზედაპირულად მდებარეობს, შემდეგ მას ფარავს პლატიზმა (კანქვეშა კუნთი) – platysma და კისრის ფასციის ზედაპირული ფირფიტა. იგი

Read More

საერთო საძილე არტერია

ადამიანის ნორმალური ანატომია. საერთო საძილე არტერია A. carotis communis Common carotid artery ლალი დათეშიძე საერთო საძილე არტერია – a. carotis communis, წყვილი სისხლძარღვია; მარცხენა საერთო საძილე არტერია გამოდის აორტის რკალიდან, მარჯვენა კი – მხარ – თავის ღეროდან. ამიტომ, მარცხენა საერთო საძილე არტერია რამდენიმე სანტიმეტრით გრძელია მარჯვენაზე. საერთო საძილე არტერია მიემართება თითქმის ვერტიკალურად ზემოთ და გულმკერდის ზემო

Read More

მხარ – თავის ღერო

ადამიანის ნორმალური ანატომია. მხარ – თავის ღერო Truncus brachiocephalicus Brachiocephalic trunk ლალი დათეშიძე მხარ – თავის ღერო – truncus brachiocephalicus, გამოდის აორტის რკალის საწყისი ნაწილიდან. იგი წარმოადგენს მსხვილ, კუნთოვან – ელასტიკური ტიპის სისხლძარღვს, სიგრძით 4 სმ-მდე; მიემართება ზემოთ და მარჯვნივ და მარჯვენა მკერდ – ლავიწის სახსრის დონეზე იყოფა ორ ტოტად: მარჯვენა საერთო საძილე არტერიად – a.

Read More

აორტის რკალი და მისი ტოტები

ადამიანის ნორმალური ანატომია. აორტის რკალი და მისი ტოტები Arcus aortae Arch of aorta ლალი დათეშიძე საზღვარი ასწვრივ აორტასა – aorta ascendes და აორტის რკალს – arcus aortae შორის მდებარეობს მხარ-თავის ღეროს გამოსვლის დონეზე. აქვე აღინიშნება შევიწროება, რომელსაც აორტის ყელი – isthmus aortae ეწოდება. აქედან აორტას უკავია თითქმის ჰორიზონტალური მდებარეობა,  შემდეგ უხვევს მარცხნივ და უკან, გაივლის ფილტვის

Read More

აორტა

ადამიანის ნორმალური ანატომია. აორტა Aorta ლალი დათეშიძე აორტა – aorta, სხეულის ყველაზე მსხვილი სისხლძარღვია. აორტა გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან; მისი საწყისი მდებარეობს ფილტვის ღეროს უკან და შეესაბამება მესამე მარცხენა ნეკნთაშუა დონეს. აორტა იწყება შედარებით გაგანიერებული ნაწილით, რომელსაც აორტის ბოლქვი – bulbus aortae ეწოდება. აორტაში არჩევენ შემდეგ ნაწილებს: ასწვრივი აორტა – aorta ascendes, აორტის რკალი – arcus

Read More

სისხლის მიმოქცევის მცირე წრე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვები ლალი დათეშიძე სისხლის მიმოქცევის მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, საიდანაც სისხლი ფილტვის ღეროთი – truncus pulmonalis მიიმართება ფილტვებისაკენ; შემდეგ სისხლი ფილტვის ვენების – vv. pulmonales საშუალებით ბრუნდება მარცხენა წინაგულში. ფილტვის ღერო – truncus pulmonalis, 5 – 6 სმ სიგრძისა და 3 სმ დიამეტრის ძარღვია; ფილტვის ღერო წარმოადგენს მარჯვენა

Read More

გულის სისხლძარღვები

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულის სისხლძარღვები ლალი დათეშიძე გულის კედელს კვებავს ორი არტერია: მარჯვენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria dextra, და მარცხენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria sinistra; ორივე არტერია წარმოადგენს აორტის პირველ ტოტებს. მარჯვენა გვირგვინოვანი არტერია – a. coronaria dextra, გამოდის აორტიდან, მარჯვენა სინუსის დონეზე, გაივლის მარჯვენა ყურის ქვეშ, წვება გვირგვინოვან ღარში, შემოუხვევს უკან, აღწევს უკანა

Read More

გულის ტოპოგრაფია

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულის ტოპოგრაფია Topography of heart ლალი დათეშიძე გული მოთავსებულია პერიკარდში (გულის პერანგი) და მდებარეობს წინა შუასაყრის ქვემო ნაწილში. გულზე არჩევენ: ორ ზედაპირს – მკერდ – სანეკნე ზედაპირი და შუასაძგიდისმხრივი ზედაპირი, ორ კიდეს – მარჯვენა და მარცხენა კიდეებს, ფუძესა და მწვერვალს. გულის მკერდ – სანეკნე ზედაპირი გამოდრეკილია და ნაწილობრივ მიქცეულია მკერდისა და ნეკნის ხრტილებისაკენ,

Read More