Category Archives: ნორმალური ანატომია

კუდუსუნი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კუდუსუნი  Os coccygis  Coccyx კუდუსუნის მალები (4 – 5, იშვიათად 3 – 6 მალა) vertebrae coccygeae, შეზრდილია ერთმანეთთან და ქმნის ერთ მთლიან კუდუსუნის ძვალს. კუდუსუნს – os coccygis აქვს მოხრილი  პირამიდის ფორმა, რომლის ფუძე  მიმართულია ზემოთ; კუდუსუნის მალებს  აქვთ მხოლოდ სხეული; კუდუსუნის  პირველი მალას შერჩენილი აქვს  განუვითარებელი სასახსრე მორჩები, ე.

Read More

წელის მალები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. წელის მალები  Vertebrae lumbales  Lumbar vertebrae წელის მალები (წელის 5 მალა) – vertebrae lumbales, გამოირჩევიან მასიურობითა და სიმტკიცით. მათ სხეულს აქვთ მარცვლის ფორმა, რკალები ძლიერადაა განვითარებული, ხვრელები დიდი ზომისაა და აქვთ სამკუთხა ფორმა. თითოეული განივი მორჩი მიმართულია ლატერალურად და რამდენადმე უკან. მისი უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ნეკნის რუდიმენტს და ეწოდება სანეკნე

Read More

გულმკერდის მალები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის მალები  Vertebrae thoracicae   Thoracic vertebrae გულმკერდის მალები (12 მალა) – vertebrae thoracicae გაცილებით დიდია კისრის მალებთან შედარებით; მათი სხეულების ზომები თანდათანობით მატულობს დაწყებული 1-დან მე-12 მალამდე. გულმკერდის I – IX მალის სხეულის ზედა და ქვედა კიდესთან შეიმჩნევა ზემო სანეკნე ღრმული – fovea costalis superior, და ქვემო სანეკნე ღრმული

Read More

კისრის მალები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის მალები   Vertebrae cervicales   Cervical vertebrae კისრის მალები – Vertebrae cervicales შედარებით პატარებია; მალის ხვრელი – foramen vertebrale ფორმით სამკუთხოვანია. სასახსრე მორჩები – processus articulares, მოკლე და ირიბია, ხოლო მათი სასახსრე ზედაპირები გლუვი ან მცირედ გამობურცულია. წვეტიანი მორჩები – processus spinosus გაშვერილია უკან და მათ თითქმის ჰორიზონტალური მიმართულება

Read More

ხერხემლის სვეტი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის სვეტი   Columna vertebralis   Vertebral column მოზრდილი ადამიანის ხერხემლის სვეტი – columna vertebralis შედგება 33 – 34 მალისაგან. ხერხემლის სვეტი იყოფა შემდეგ ნაწილებად: კისრის ნაწილი – pars cervicalis გულმკერდის ნაწილი – pars thoracica წელის ნაწილი – pars lumbalis გავის ნაწილი – sacrales კუდუსუნის ნაწილი – pars coccygea. შესაბამისად,

Read More

ადამიანის ჩონჩხი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ადამიანის ჩონჩხი  Skeleton hominis Human skeleton

,,ადამიანის სხეულში არჩევენ თავს – caput, ტორსს – truncus და კიდურებს – membrum.
თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა – cranium, რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად: ტვინის ქალა – cranium cerebrales და სახის ქალა – cranium viscerales s. splanchnocranium.

ადამიანის ჩონჩხი

Read More

სახის ქალას ძვლები

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. სახის ქალა ზედა ყბა ცხვირის ძვალი სასის ძვალი ცხვირის ქვემო ნიჟარა სახნისი ყვრიმალის ძვალი ქვედა ყბა ინის ანუ ენისქვეშა ძვალი  

სოლისებრი ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. სოლისებრი ძვალი  (Os sphenoidale;   Sphenoid bone) სოლისებრი ძვალი – os sphenoidale, ქალას ფუძის ცენტრალური ნაწილია. იგი შედგება სხეულისა და მისგან გამომავალი სამი წყვილი ფრთისაგან. სოლისებრი ძვლის სხეული კუბის ფორმისაა და აქვს 6 ზედაპირი. სხეულის ზედა ზედაპირი ქალას ღრუსკენაა მიქცეული, ფორმით უნაგირს ჰგავს და თურქული კეხი – sella turcica ეწოდება.

Read More

გავის ძვალი

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. გავის ძვალი  Os sacrum  Sacral bone გავის მალები (გავის 5 მალა) – vertebrae sacrales, ყრმობის ხანაში ერთმანეთს უერთდებიან და ქმნიან ერთ მთლიან ძვალს. გავა – os sacrum, სამკუთხედის მოყვანილობის მოხრილი ძვალია, რომლის განიერი ნაწილი – გავის ფუძე – basis sacri – ზევითაა მიქცეული, გავის მწვერვალი – apex sacri – ქვემოთ

Read More

ოსტეოლოგია

ლალი დათეშიძე ადამიანის ნორმალური ანატომია. ოსტეოლოგია ანატომიის ნაწილს, რომელიც ძვლებს შეისწავლის ოსტეოლოგია ეწოდება. ძვლები – ossa – წარმოადგენენ  სხეულის რბილი ქსოვილების საყრდენს, რომლებიც კუნთებს მოჰყავთ მოძრაობაში; ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან სხვადასხვა სახის შეერთებებით და ქმნიან ერთ მთლიან სისტემას – ძვლოვან ჩონჩხს – skeletum s. skeleton. გარედან ძვალი დაფარულია ძვლისაზრდელათი – periosteum-ით. მასში განასხვავებენ ორ შრეს –

Read More