Category Archives: კერძო ფარმაკოლოგია

მ-ქოლინორეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” მ-ქოლინომაბლოკირებელ საშუალებებს მიეკუთვნებიან ნივთიერებები, რომლებიც პარასიმპათიკური ნერვული ბოჭკოების დაბოლოებებში ახდენენ მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკირებას, რის შედეგიცაა თვალის გუგების გაფართოება, აკომოდაციის დამბლა, ტაქიკარდია, AV-გამტარობის გაუმჯობესება, ბრონქების, შარდის ბუშტის ტონუსის დაქვეითება, ნაწლავთა პერისტალტიკის შესუსტება, ჯირკვალთა სეკრეციის (ბრონქიალური და საჭმლის მომნელებელი) დაქვეითება. მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობა ახასიათებთ ზოგიერთ ალკალოიდებს (ატროპინი, სკოპოლამინი), მთელ რიგ

Read More

ქოლინოლიზური ნივთიერებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ქოლინოლიზური ნივთიერებები (ქოლინ + ბერძ. lysis გამონთავისუფლება, თავიდან მოშორება; სინ.: ქოლინომაბლოკირებელი ნივთიერებები, ქოლინონეგატიური ნივთიერებები) _ ბუნებრივი და სინთეზური ნაერთები, რომელთაც გააჩნიათ პერიფერიული და ცენტრალური ქოლინორეცეპტორების ბლოკირების უნარი. ქოლინოლიზური ნივთიერებები აქვეითებენ აცეტილქოლინის და სხვა ქოლინომიმეტიკების ზემოქმედების მიმართ აღნიშნული რეცეპტორების მგრძნობელობას. ქოლინოლიზური ნივთიერებების კლასიფიკაცია ეფუძნება წარმოდგენას ორი სახის

Read More

მ- და ნ-ქოლინორეცეპტორების მაბლოკირებელი  საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ქოლინომაბლოკირებელ (ანტიქოლინერგულ) საშუალებებს მიეკუთვნებიან პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან აცეტილქოლინის ურთიერთქმედებას ქოლინორეცეპტორებთან. არსებობს ქოლინორეცეპტორების ორი ძირითადი ტიპი: მუსკარინის მიმართ მგრძნობიარე (მ-ტიპი) და ნიკოტინის მიმართ მგრძნობიარე (ნ-ტიპი). შესაბამისად გამოყოფენ პრეპარატებს უპირატესი მ- ან ნ-ქოლინომაბლოკირებელი მოქმედებით. ზოგიერთი ქოლინომაბლოკირებელი საშუალება ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და უკავშირდება ცენტრალურ ქოლინორეცეპტორებს (ბენაქტიზინი, აპროფენი,

Read More

მ- და ნ-ქოლინორეცეპტორების მასტიმულირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” აცეტილქოლინის ქლორიდი, კარბაქოლი – ე.წ. პირდაპირი ქოლინომიმეტიკებია, რომლებიც მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენენ ქოლინერგიულ გადაცემაზე. ისინი უშუალოდ ურთიერთქმედებენ მ- და ნ-ქოლინორეცეპტორებთან. მაგრამ უფრო ხშირად ამ მიზნისთვის იყენებენ ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებს (ფიზოსტიგმინი, გალანტამინი, ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინის ბრომიდი, ამინოსტიგმინი, რივასტიგმინი, ამირიდინი და სხვა).  ისინი ახდენენ ფერმენტ ქოლინესთერაზას ინჰიბირებას. ეს ფერმენტი შლის ენდოგენურ

Read More

ნ-ქოლინორეცეპტორების მასტიმულირებელი საშუალებები (ნ-ქოლინომიმეტიკები)

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ამ ჯგუფის სამკურნალო საშუალებები ურთიერთქმედებენ ვეგეტატიურ განგლიებში (სიმპათიკურში და პარასიმპათიკურში) და განგლიონარული ქსოვილის ეგრეთ წოდებულ ანალოგებში (სინოკაროტიდული ზონა და თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება) განლაგებულ ნ-ქოლინორეცეპტორებთან. გარდა ამისა, მათ აქვთ უნარი აღაგზნონ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული ნ-ქოლინორეცეპტორები. ამ ჯგუფის სამკურნალო საშუალებების ძირითადი ეფექტები მდგომარეობს სუნთქვის ცენტრის რეფლექტორულ

Read More

მ-ქოლინო რეცეპტორების მასტიმულირებელი საშუალებები (მ-ქოლინომიმეტიკები)

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ამ ჯგუფის პრეპარატები ავლენენ პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მედიატორის – აცეტილქოლინის ეფექტებს, რაც განპირობებულია მათი ურთიერთქმედებით მ-ქოლინორეცეპტორებთან. მ-ქოლინორეცეპტორები ლოკალიზებულია ყველა ორგანოში, რომლებიც პარასიმპათიკურ ინერვაციას იღებენ პოსტგანგლიური პარასიმპათიკური ბოჭკოების დაბოლოებებში. მ-ქოლინორეცეპტორები არაერთგვაროვანნი არიან. ცენტრალური ნერვული სისტემის მ1-ქოლინორეცეპტორებთან ურთიერთქმედებას მოსდევს აგზნება, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინტრამურალური (კედლისშიდა) პარასიმპათიკური წნულის მ1-რეცეპტორებთან

Read More

ქოლინომიმეტური ნივთიერებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ქოლინომიმეტური ნივთიერებები (ქოლინ + ბერძ. mimetikos მიმგვანების უნარის მქონე, ამსახველი; სინ.: ქოლინოპოზიტიური ნივთიერებები, ქოლინომიმეტიკები) _ ნივთიერებები, რომელთა მოქმედება განაპირობებს ქოლინერგული ნერვების ან აცეტილქოლინის მედიატორის აგზნების ეფექტის განვითარებას. მ- და ნ-ქოლინორეცეპტორებზე მოქმედების მიხედვით, ქოლინომიმეტური ნივთიერებები იყოფიან სამ ჯგუფად: მ-ქოლინომიმეტური ნივთიერებები (მ-ქოლინომიმეტიკები) _ მუსკარინი, პილოკარპინი, აცეკლიდინი, ალექოლინი და

Read More

დამარბილებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” დამარბილებელი საშუალებები – ნივთიერებები, რომლებიც გარედან გამოყენების შემთხვევაში ზრდიან კანის და ლორწოვანი გარსების ელასტიურობას, აგრეთვე ამცირებენ მათ მგრძნობელობას გარეგანი ზემოქმედების მიმართ. დამარბილებელი თვისებები გააჩნიათ ცხოველურ ცხიმებს (ღორის, საქონლის, ზვიგენის); მცენარეული წარმოშობის ცხიმოვან ზეთებს (მზესუმზირის, ზეითუნის, ნუშის და სხ.); ე.წ. მინერალურ ზეთებს _ ვაზელინის ზეთი, ვაზელინი და

Read More

კანისა და ლორწოვანი გარსების გამაღიზიანებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ადგილობრივად გამაღიზიანებელი პრეპარატები აღაგზნებენ კანში მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებებს, იწვევენ ადგილობრივ და რეფლექსურ რეაქციებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქსოვილების სისხლმომარაგების და ტროფიკის გაუმჯობესებას, ტკივილის შესუსტებას და სხვა. მოქმედების მექანიზმში დიდ როლს თამაშობს აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება – აუტაკოიდების – კინინების, ჰისტამინის, პროსტაგლანდინების და სხვა – ლოკალური გამოთავისუფლება. ლორწოვანი

Read More

ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები  უშუალო კონტაქტის დროს აქვეითებენ ან მთლიანად თრგუნავენ მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების აგზნებადობას ლორწოვან გარსებში, კანში და სხვა ქსოვილებში. გამოყენების  წესიდან  გამომდინარე არჩევენ ტერმინალურ ანესთეზიას (ანესთეზიის საშუალება დაიტანება ზედაპირზე, სადაც იგი ახდენს მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებების ბლოკირებას), ინფილტრაციულ ანესთეზიას (ანესთზიის საშუალებიან ხსნარით თანმიმდევრობით “ჟღენთავენ” კანს და

Read More