Category Archives: ზოგადი ფარმაკოლოგია

სამკურნალო საშუალებებით მწვავე მოწამვლების მკურნალობის ზოგადი პრიციპები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” ქიმიური ნივთიერებებით, მათ შორის სამკურნალო საშუალებებით, მწვავე მოწამვლები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ინტოქსიკაციები შეიძლება იყოს შემთხვევითი, წინასწარ განზრახული (სუიციდური) და პროფესიის თავისებურებებთან დაკავშირებული. ყველაზე ხშირად გვხვდება ეთილის სპირტით, საძილე საშუალებებით, ფსიქოტროპული პრეპარატებით, ნარკოტიკული და არანარკოტიკული ანალგეტიკებით, ფოსფოორგანული ინსექტიციდებით და სხვა ნაერთებით მწვავე მოწამვლები. ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაციების მკურნალობის

Read More

სადღეღამისო რიტმების მნიშვნელობა

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” სადღეღამისო რიტმებს დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციებისთვის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიფხიზლის და ძილის მონაცვლეობა არსებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის და ენდოკრინული ჯირკვლების აქტიურობაზე და, შესაბამისად, სხვა ორგანოების და სისტემების მდგომარეობაზე. თავის მხრივ, ეს აისახება სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობაზე. დღე–ღამურ პერიოდიზმზე ფარმაკოლოგიური ეფექტის დამოკიდებულების გამოკვლევა

Read More

წამლები და გერიატრია

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” სამკურნალწამლო საშუალებები და გერიატრია ხანშიშესულ და მოხუცებულობითი ასაკის პაციენტების შემთხვევებში ხშირად აღინიშნება ატიპიური, პარადოქსული რეაქციები სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე. აღნიშნულ შემთხვევებში, არც თუ იშვიათია, მედიკამენტური ალერგიის განვითარებაც: გულისრევა, ქავილი, შეშუპება, გამონაყარი კანზე, დისპეფსიური მოვლენები. დადასტურებულია, რომ 30–40 წლის ადამიანებთან შედარებით, 60 წელს გადაცილებულ პირებში სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე

Read More

საკვების გავლენა სამკურნალო საშუალებებზე

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” კუჭ–ნაწლავის ტრაქტში მიმდინარე პროცესები საკვების მიღებიდან 4 საათის შემდეგ ან მომდევნო ჭამამდე 30 წთ–ით ადრე (აღნიშნულ პერიოდს უწოდებენ ”უზმოს”) კუჭი ცარიელია, მასში კუჭის წვენის რაოდენობა მინიმალურია (რამდენიმე სუფრის კოვზი). აღნიშნულ პერიოდში კუჭის წვენი (საჭმლის მონელების პროცესში კუჭის ჯირკვლების მიერ გამომუშავებული პროდუქტი) შეიცავს მცირე რაოდენობით მარილმჟავას. საუზმის,

Read More

სამკურნალო საშუალებების ურთიერთდამოკიდებულება თამბაქოს კვამლის კომპონენტებთან

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” თამბაქოს კვამლი შეიცავს 100–ზე მეტ სხვადასხვა ქიმიურ ნაერთს, რომლებსაც გააჩნიათ ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შეცვლის უნარი. ამ ფაქტორის გათვალისწინება, აუცილებელია მწეველ პაციენტებში ფარმაკოთერაპიის ჩატარების შემთხვევაში. – სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ თამბაქოს კვამლის პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები (პან), რომლებიც წარმოადგენენ ციტოქრომ P450 1A1 (ფილტვებში)

Read More

სამკურნალო საშუალებები და ალკოჰოლი

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” სამკურნალო საშუალებებთან ალკოჰოლის ურთიერთქმედებას მივყავართ სხვადასხვა შედეგებამდე, რომელთა წინასწარ გათვლა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. აღნიშნული ურთიერთქმედების შედეგად, რიგ შემთხვევებში, იცვლება ალკოჰოლის მოქმედება, ზოგჯერ ძლიერდება ან სუსტდება პრეპარატის მოქმედება, ასევე შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ორგანიზმის რეაქციაც. სამივე შემთხვევაში შედეგი ერთია – მკურნალობა გართულებულია. ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი შეიცავს

Read More

კლინიკური ფარმაკოლოგიის თავისებურებები ახალშობილებში

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” შეწოვა. ახალშობილებში სამკურნალო საშუალებების შეწოვის პროცესზე გავლენას ახდენენ ფიზიოლოგიური ფაქტორები, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები, ქსოვილების სისხლმომარაგების პირობები, სამკურნალო საშუალებების შეყვანის გზები. • ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულებში, მარილმჟავას სეკრეცია მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვეულებრივ დაქვეითებულია კუჭის დაცლის სიჩქარე. უმრავლეს შემთხვევაში, პერისტალტიკის ინტენსივობა და, შესაბამისად, ნაწლავებში საკვების გავლის სიჩქარე, გაუთვალისწინებელია და ახალშობილების

Read More

ორსულობა და სამკურნალო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” დასაწყისი იხ. >>> სამკურნალო საშუალებებს, რომელთა დანიშვნა შესაძლებელია მეძუძური დედებისთვის, მიეკუთვნებიან: პენიცილები, ცეფალოსპორინები, ერითრომიცინი, ოლეანდომიცინი, ლინკომიცინი, ფურადონინი, სალბუტამოლი, ფენოტეროლი, ორციპრენალინი, დიკუმარინი, ჰეპარინი, დიგოქსინი, სტროფანტინი, ანაპრილინი, ოქტადინი, ინსულინი, კოფეინი, ვიტამინები, დიურეტიკები, კალციუმის საწინააღმდეგო პრეპარატები. ვ. ა. შილეიკო აღნიშნავს, რომ სამკურნალო საშუალებები გავლენას ახდენენ არა მარტო ბავშვის ორგანიზმზე,

Read More

ორსულობა და სამკურნალო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” 1. სამკურნალო ნივთიერებების მოქმედების მექანიზმი ნაყოფზე და ახალშობილზე ამჟამად დაგროვილია მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ადასტურებს, რომ მრავალმა სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს არასასურველი გავლენა განვითარებად ნაყოფზე და ახალშობილზე. პრეპარატების დანიშვნიდან გამომდინარე, პოტენციურ სარგებელთან რისკის ხარისხის შეფარდება წარმოადგენს ფარმაკოთერაპიის ძირითად პრობლემას ორსულობის დროს. პრეპარატების უმეტესობა საკმაოდ სწრაფად აღწევს ნაყოფში.

Read More

ორგანიზმის მდგომარეობა

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია” პრეპარატების მოქმედება შეიძლება დამოკიდებული იყოს ორგანიზმის მდგომარეობაზე, კერძოდ იმ პათოლოგიაზე, რომლის ფონზეც ხდება მათი დანიშვნა. ასე მაგალითად, სიცხის დამწევი საშუალებები ტემპერატურას აქვეითებენ მხოლოდ ცხელების დროს (ნორმოთერმიის შემთხვევაში ისინი არ მოქმედებენ). საგულე გლიკოზიდების მოქმედება სისხლის მიმოქცევაზე ვლინდება მხოლოდ გულის უკმარისობის ფონზე. რაც უფრო მეტია სიმპათიკური ინერვაციის ტონუსი,

Read More