ჯავახიშვილი ნინო

ჯავახიშვილი ნინო ალექსანდრეს ასული – დაიბადა 1914 წელს, ქ. მოსკოვში. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  (1935) მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ადამიანის ანატომიის კათედრის ასისტენტად (1935–48), დოცენტად (1948-49), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1946-51), განყოფილების გამგედ (1951-58), დირექტორის მოადგილედ (1958-59), დირექტორად (1959- დღემდე).
ერთდროულად კითხულობდა ლექციებს თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მუშაობდა გ. მუხაძის სახ. სისხლის გადასხმის ინსტიტუტში (1937-39). 1941 წელს დაიცვა საკანდიდატო დისეტრაცია თემაზე ,,წინა ჯვარედინი ხვეულის ანგიოარქიტექტონიკის ცვლილებები საძილე არტერიის გადაკვანძვის შემდეგ, 1948 წ. სადოქტორო დისერტაცია – ,,ზურგის ტვინის ნერვული წნულები, სიმპათიკური წველი და მათი ურთიერთკავშირები. პროფესორი (1953), არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად (1961), ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) 1979 წ. 1965 წ. მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 270 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 8 მონოგრაფია. მისი პირადი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია 44 დისერტაცია (24 საკანდიდატო, 20 სადოქტორო). მონაწილეა როგორც მომხსენებელი და ორგანიზატორი მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმისა ყოფილ საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთ (ნიუ-იორკი 1960, ვისბადენი 1965, სოფია 1969, ვენა 1972, ბრიუსელი 1976, ნიუ-იორკი 1986, ალიკანტე 1995, დიუსელდორფი 1997, თურქეთი 1999, 2000). აგრეთვე ცალკეული ქეყნების სამეცნიერო კონგრესების და  კონფერენციებისა (ბულგარეთი 1959, 1969, 1978; ჩეხოსლოვაკია 1961, 1969, 1975, 1982, 1985, 1986, 1988; იაპონია 1968; იუგოსლავია 1977, 1979; გერმანია 1989; დიდი ბრიტანეთი 2989). არჩეულია ანატომთა, ჰისტოლოგთა, ემბრიოლოგთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად (1959), გერონტოლოგთა და გერიარტთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად (1974), ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მედიცინის მეციერებათა აკადემიის პრეზიდიუმში შემავალ პრობლემურ კომისიებს ,,გული და სისხლძარღვები და ,,დღეგრძელობის სოციალური და კლინიკური ასპექტები. არჩეულია თბილისის მორფოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავჯმდომარედ (1959). არჩეულია მრავალი სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად (რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, უნგრეთის ანატომთა, ჰისტოლოგთა, ემბრიოლოგთა საზოგადოებებისა და ჩეხოსლოვაკიის პურკინიეს სამეცნიერო საზოგადოებისა). ჟურნალების Acta Anatomica (შვეიცარია), Морфология (Архив АГЭ),  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნეს (ბიოლოგიური სერია) სარედაქციო საბჭოს და კოლეგიის წევრად, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის – მთავარი რედაქტორი. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საატესტაციო კომისიის წევრი (1965-75). საბჭოთა კავშირის ქალთა კომიტეტის წევრი (1945-1996), საქართველოს ქალთა კომიტეტის, ქალთა საბჭოს თავმჯდომარე (1946-2002), ამჟამად საპატიო თავმჯდომარე. ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის წევრი და მისი დამფუძნებელი კონგრესის მონაწილე (პარიზი 1945) და შემდგომი კონგრესების მონაწილე (ბუდაპეშტი 1948, კოპენჰაგენი 1953, ბერლინი 1975, პრაღა 1981). აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში საბჭოთა კავშირის ქალთა დელეგაციის წევრი (იტალია 1947, ალბანეთი 1950, ინგლისი 1950, აშშ 1957, ეთიოპია 1959, კვიპროსი 1962, ურუგვაი და ჩილე 1965, იტალია 1966, გერმანია 1976, 1983, 1991; გვადალუპა 1978; რეუნიონი 1978). მივლინებული იყო საბჭოთა კავშირ-უცხოეთის ქვეყნებთან მეგობრობის საზოგადების მიერ შვეციაში (1952), ბელგიასა და ლუქსემბურგში (1962), საზოგადოება ,,Знание- ს მიერ  – საფრანგეთში (1970), ავსტრიაში (1984),მშვიდობის დაცვის მსოფლიო კონგრესზე ვენაში (1952), დორტმუნდის კონფერენციაზე (აშშ 1974). როგორც საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპაუტატი მონაწილეობდა სამთავრობო დელეგაციაში თურქეთში (1976) და როგორც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი ბელგიაში (1990). არჩეული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად (II, III, IV, V მოწვევა, 1974-63) და პრეზიდიუმის წევრად (1953-63), თბილისის პირველი მაისის რაიონული საბჭოს დეპუტატად (1973-75), სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად (IX და X მოწვევა, 1974-84), საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990). დაჯილდოებულია ორდენებით: ლენინის (1960), შრომის წითელი დროშის (1984), ხალხთა მეგობრობის (1981), საპატიო ნიშნის (1964), ღირსების ორდენით (1994) და მედლებით. არჩეულია 2003 წლის ქალად ,,Who is who და ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მრჩევლად, 2005 წ. 25. 11 დასახელებულია XXI საუკუნის დიდ მოაზროვნედ. რევაზ გუჯაბიძე.

ჯავახიშვილი ნინო