წინამძღვრიშვილი მიხეილ

წინამძღვრიშვილი მიხეილ დოროთეს ძე (1882-1956)-ქართველი თერაპევტ-კარდიოლოგი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი; 1914-1919 წწ. ხელმძღვანელობდა  თბილისის ლაზარეთის თერაპიულ განყოფილებას, შემდეგში კი თბილისის ქალაქის პირველ საავადმყოფოს; წინამძღვრიშვილი ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის რამოდენიმე მონოგრაფიისა, რომლებიც ეძღვნება შინაგანი დაავადებების პრობლემებს. მისი ძირითადი ინტერესი მიმართული იყო მიოკარდიოდისტროფიის, გულის თანდაყოლილი მანკების კლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხებისადმი. წინამძღვრიშვილის თაოსნობით შეიქმნა კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ერთ – ერთი პირველი ინსტიტუტი მაშინდელ სსრკ-ში. ცნობილია მისი ნაშრომები ჰიპერტონული დაავადების პათოგენეზისა და დიაგნოსტიკის საკითხებში; შექმნა ჰიპერტონული დაავადების კლასიფიკაცია. (გ. გ. არაბიძე, Большая медицинская энциклопедия; 1986)

წინამძღვრიშვილი მიხეილ