წამლები ორსულობისას (ნაწილი II)

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

დასაწყისი იხ. >>>

ანტიბიოტიკები. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩატარებულმა მთელმა რიგმა ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ორსული ქალების ½-დან 1/6-მდე რაოდენობა, ყველგან და მუდმივად იღებს ანტიბიოტიკებს [47]. ამ გამოკვლევათა უმრავლესობაში შესწავლილ იქნა წამლების მოხმარების დონე ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, განვითარებად ქვეყნებში, სიღარიბისა და ანტიბიოტიკების არასათანადო გამოყენების ტენდენციის გამო, ინფექციების გავრცელების რისკმა კიდევ უფრო საჭირო გახადა კრიტიკული შეხედეულება და შეფასება ორსულობის პერიოდში ანტიბიოტიკების მოხმარებაზე.
საერთოდ, დიდი ხნის განმავლობაში მოხმარებული, უკვე ცნობილი ანტიბიოტიკები უფრო ეფექტურებია, ხოლო უფრო ახალი წამლები, შესაძლოა, გადადებულ იქნას უფრო მდგრადი ინფექციების სამკურნალოდ. „არ არის მართებული ახალი ტრივიალური მოდიფიკაციების გამოყენება, რომელთა გვერდითი ეფექტები ორსულობის პერიოდში არ არის საკმარისად გაშუქებული“ [48]. ორსულობის პერიოდში ინფექციათა უმრავლესობისათვის, არჩევით ანტიბიოტიკებად პენიცილენი და ცეფალოსპორინები არიან მიჩნეული. ცხრილში 18.3 მოცემულია მონაცემები ორსულობის დროს ანტიბიოტიკების უსფართხოების შესახებ.

ცხრილი 18.3. ანტიბიოტიკების უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სასურველია ნებისმიერი წამლისათვის თავის არიდება, ანტიბიოტიკების ჩათვლით, შესაძლოა, რომ ინფექციების მკურნალობა აუცილებელი გახდეს დედის ან შვილისათვის, ან ორივესთვის ერთად. ასეთი შემთხვევებისათვის ქვემოთ მოყვანილია სქემა მაჩვენებლებით, თუ რომელი ანტიბიოტიკები ითვლებიან ნაკლებად საზიანოდ.

ანტიბიოტიკი

ტრიმესტრი, რომლის დროსაც ანტიბიოტიკი ითვლება უსაფრთხოდ

შენიშვნები

ამინოგლიკოზიდები

მესამე

მეორე ტრიმესტრში მატულობს სმენის ორგანოების დაზიანების რისკი; ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება გენტამიცინი

ცეფალოსპორინები

ყველა

აუცილებელია თავის შეკავება ამ წამლებისაგან:

ცეფამადოლი, მოქსალაქტამი, ცეფოტენანი და ცეფოპერაზონი

ქლორამფენიკოლი

პირველი და მეორე

შეუძლი „ნაცრისფერი ახალშობილის“ სინდრომის გამოწვევა

ერითრომიცინი

ყველა

საჭიროა თავის შეკავება ერითრომიცინის ესტოლატისაგან,  რომელსაც დედაში ჰეპატიტის გამოწვევა შეუძლია

იზონიაზიდი

არც ერთი

მიჩნეულია ყველაზე უსაფრთხოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებიდან, მაგრამ პროფილაქტიკის ჩატარება აუცილებელია მხოლოდ მშობიარობის შემდეგ, ჰეპატიტის გამოწვევის რისკის გამო; ცხოველებზე ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ამ წამალს აქვს ემბრიოციდული ეფექტი

პენიცილინები

ყველა

კლავულანის მჟავასთან კომბინაციის გამოკვლევებმა ვერ გამოავლინეს ტოქსიური ეფექტები

ხინოლონები

არც ერთი

ზრდასრულ ასაკს მიუღწეველ ცხოველებში გამოყენებისას აღნიშნული იყო სახსრების დაავადებები; ნალიდიქსის მჟავა უსაფრთხოდ გამოიყენებოდა მეორე და მესამე ტრიმესტრებში, მაგრამ მისი მიღება უნდა შეწყდეს მშობიარობის დროს

სულფანილამიდები

მეორე

ორსულობის პირბელ ტრიმესტრში შესაძლოა ანტიფოლატური ეფექტები; მესამე ტრიმესტრში – შესაძლოა ღვიძლის პიგმენტის (ბილირუბინის) მიერ გამოწვეული ტვინის დაზიანების რისკი

ტეტრაციკლინები

არც ერთი

შესაძლოა შემდეგი დაავადებების რისკი: ღვიძლის დაავადების; დედის ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვლისა და თირკმელების დაზიანების; ნაყოფისათვის არსებობს კბილების ფერის შეცვლის, ძვლების ანომალური განვითარებისა და ძვლების ზრდის შეფერხების რისკი

ტრიმეტოპრიმი

პირველი და მესამე

ფოლატების ანტაგონისტი

ლიტერატურა:    ადაპტირებულია  Lynch, C.M., Sinnott IV, J.T., et al, «Use of Antibiotics During Pregnancy», American Family Physician, გამ. 43, No 4, აპრ 1991,  გვ. 1367.

მეტრონიდაზოლის მიცემა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდებში, რადგანაც, ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინეს კიბოთი დაავადების რისკი [49]; თუმცა, ცხოველების შესწავლისას მიღებულ იქნა ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები, და საერთო ჯამში ითვლება, რომ უსაფრთხოა მეტრონიდაზოლის გამოყენება ორსულობის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში [50].
იზონიაზიდი მიჩვეულია, როგორც ორსულობის პერიოდში ყველაზე უსაფრთხო ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ არ არის მიზანშეწონილი მისი მიღება პროფილაქტიკის მიზნით. ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს, აუცილებელია რიფამპიცინის მიღებისაგან თავის არიდება [51].
ახლა უკვე აღარ არის რეკომენდებული მალარიის საწინააღმდეგო ისეთი წამლების მოხმარება, როგორებიცაა პირიმეტამინი, როგორც დაფსონთან, ისე სულფადოქსინთან კომბინაციაში. ორსულობის პერიოდში ასევე საჭიროა პრიმახინისგან თავის არიდება [52]. ქინაქინას მაღალ დოზებში შეუძლია სასიკვდილო თანშობილი ანომალიების გამოწვევა. ხლოროხინი წარმოადგენს არჩევის პრეპარატს ორსულობის პერიოდში მალარიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, თუმცა გატარებული იყო კავშირი მის გამოყენებასა და თვალების დაზიანების იშვიათ შემთხვევებს შორის [52]. არსებობს ასევე მიმართ სულ უფრო მზარდი რეზისტენტობის პრობლემა მალარიის საწინააღმდეჰო ამ სტანდარტული საშუალებების მიმართ. მეფლოხინმა აჩვენა გარკევული ეფექტურობა მალარიის ისეთი ფორმების მკურნალობაში, რომლებიც მდგრადია პრიმახინის ან ხლოროხინის მიმართ. ის ასევე შეიძლება იყოს მიღებული ორსულობის პერიოდში, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული საკმაო რაოდენობის გამოკვლევები, რომლებიც საშუალებას მისცემდნენ ორსულობის პერიოდში მისი მოქმედების დადგენას [54]. სავარაუდოა, რომ მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში [55].

სურდოსა და ხველების საწინააღმდეგო წამლები

რამდენადაც ხველებისა და სურდოს საწინააღმდეგო მრავალ პრეპარატს არაეფექტური ინგრედიენტები გააჩნია, რომელთაგან ზოგიერთი პოტენციურად მავნეც კია, მათი გამოყენება საერთოდ არამიზანშეწონილია, და მით უმეტეს – ორსულობის პერიოდში. ხველების საწინააღმდეგო ზოგიერთი დაპატენტებული, ურეცეპტოდ გასაცემი წამალი, შეიცავს იოდს (ან იოდიდს) და მისი შემცველი წამლებს გამოყენება ორსულობის პერიოდში აკრძალულია [56]. ბრაზილიაში ხველებისა და სურდოს  საწინააღმდეგი 315 პრეპარატიდან 50 პრეპარატი (ანუ 16%) რომელიმე იოდს შეიცავდა [57].  1991 წელს ფირმა Vallace აფრიკისა და კარიბის აუზის  ქვეყნებს სთავაზობდა თავის პროდუქტს ბეპრო-ს სახელწოდებით – ეს არის ხველების საწინააღმდეგო სიროფი, რომელიც კალციუმის იოდიდს შეიცავს. ამ პროდუქტის დანიშნულების ინსტრუქციაში არ იყო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ არ შეიძლებოდა ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება [58].

ფსიქოტროპული საშუალებები

ორსულობის პერიოდში ფსიქოტროპული საშუალებების ეფექტების შესახებ ძალზე ცოტა რამაა ცნობილი. თუმცა არ არსებობს პირდაპირი გარკვეული მტკიცებულებები, რომ თანდაყოლილი მანკის ფორმებს დავუკავშიროთ ბენზოდიაზეპინებისა და ბარბიტურატების გამოყენება, „არის ძალიან მცირე რაოდენობის ჩვენებები ორსულობის ადრეულ პერიოდებში ამ წამლების დასაბუთებული გამოყენების აუცილებლობის შესახებ; და არსებობს შესაძლებლობა,  რომ მათი მოხმარება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს თანდაყოფილი დეფექტების რისკის მომატებასთან“ [60]. მაგალითად, ზოგიერთ გამოკვლევაში დიაზეპამის გამოყენება კავშირდებოდა „კურდღლის ტუჩის“-ა და გაპობილი სასის განვითარების მომატებულ რისკთან [61]. თანშობილი  დეფექტების შესახებ მსგავს შეტყობინენებში ასევე აღნიშნული იყო კავშირი მათსა და ბარბიტურატების, ქლორდიაზეპოქსიდისა და მეპრობამატის გამოყენებას შორის [62].
დიაზეპამისა და ბეზნოდიაზეპინების ნებისმიერი სხვა წარმოებულის გრძელვადიან მოხმარებას შეუძლია აბსტინენციის (მიჩვევის) სიმპტომების გამოწვევა. დიაზაპემის მიღებას მშობიარობის წინ შეუძლია ახალშობილში სედატიური ეფექტისა და ცუდად ჭამის თვისების განვითარება. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის აზრით, „იმ ახალშობილებში, რომლებიც გააჩინეს უკანასკნელი ტრიმესტრის განმავლობაში ბენზოდიაზეპინზე დამოკიდებულმა ქალებმა, უნდა ველოდოთ აბსტინენციის სიმპტომებსა და ნიშნებს“ [64].
როგორც ეს დაწერილია ერთ სახელმძღვანელოში ორსულობის პერიოდში წამლების გამოყენების შესახებ, „ არ არსებობს არც ერთი ისეთი სედატიური საშუალება, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ახალშობილზე ზემოქმედების თვისება; და ჭკვიანური იქნებოდა წამლების ამ ჯგუფიდან ნებისმიერის განმეორებული დოზების თავიდან აცილება მოგვიანო ორსულობის პერიოდში, თუ ამისათვის არ არსებობს დასაბუთებული ჩვენებები“ [65].

წამლები ქრონიკული მდგომარეობებისათვის

ზოგიერთი წამალი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ ინიშნება. ასთმით დაადავადებული ქალები ორსულობისას ხშირად იღებენ კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს. თუმცა,  ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა  აჩვენეს ტერატოგენული ეფექტების არსებობა, ამ წამლების გამოყენების გამოცდილება იმ ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ რისკი დიდი არ არის და ის შეიძლება დოზებთნ იყოს დაკავშირებული. შეძლებისდამაგვარად, სასურველი არაა კორტიკოსტეროიდების ორსულობის ადრეულ პერიოდში გამოყენება, ხოლო სხვა დროს საკმარისია მისი მინიმალური ეფექტური დოზებით მიღება [66]. რესპირატორული (სუნთქვითი) დაავადებების დროს საჭიროა ამ წამლების დიდი სიფრთხილით მოხმარებაც. სიმპათომიმეტიკებმა (ისეთებმა, როგორიცაა ნორადრენალინი, ამინოფილინი) შეიძლება ნაყოფს ზიანი მიაყენონ, ხოლო ბეტა-ადრენოსტიმულატორები (მაგალითად, სალბუტამოლი) არ შეიძლება დაინიშნოს ორსულობის მოგვიანო ვადებში. მთლიანობაში კი, არც ერთი ასთმის საწინააღმდეგო წამალი, ნორმალური დოზებით, არ ვნებს არც დედას, არც ნაყოფს [67].
ეპილეფსიით დაავადებულებს. ჩვეულებრივ, ესაჭიროებათ კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი ან ვალპროატის მჟავა), თუმცა, ყველა ეს წამალი პოტენციურად ტერატოგენურია. განსაკუთრებით ესმებოდა ხაზი კავშირს ვალპროატის მჟავასა და spina bifida-ს  (ნაპრალი სერხემალში) აღმატებულ რისკს შორის [68]. მთლიანობაში კი, თუ აუცილებელია კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარება, რისკის შესამცირებლად მიზანშეწონილია მხოლოდ ერთი წამლის გამოყენება, და არა რამდენიმეს კომბინაციისა [69]. ჟურნალ The Lancet-ის თანახმად, დედისა და ნაყოფისთვისაც, ეპილეფსიური კრუნჩხვები უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, მათი სათანადო წესით გამოყენების შემთხვევაში [70].
თუმცა არ არსებოს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ რომ სისხლში პერორალური შაქრის დამწევი საშუალებები ვნებენ ნაყოფს, მათ შეუძლიათ ახალშობილში ჰიპოგლიკემიის განვითარება გამოიწვიონ. აშშ-ში პერორელური შაქრის დამწევი საშუალებების მიცემა ორსულობის პერიოდში აკრძალულია [71]. ორსული დიაბეტით დაავადებული ქალები, რომელთა სნეულების მხოლოდ დიეტით გაკონტროლება შეუძლებელია, აუცილებლად უნდა იღებდნენ ინსულინს.
ყველა წამალმა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მოქმედებს, მცირე რაოდენობის ბავშვებში, შესაძლოა, ჩიყვის განვითარება გამოიწვიოს; ამიტომაც, რეკომენდებულია გულმოდგინე დაკვირვება ახალშობილთა მდგომარეობაზე [72].

ორსულობასთან დაკავშირებული მდგომარეობები

ზოგიერთი წამალი ორსულ ქალებს ენიშნებათ შედარები სწრაფად განვლადი პრობლემების დროს. ასეთი მდგომარეობების დროს, რომლებიც ორსულობასთან ტიპიურად არიან დაკავშირებულნი, მედიკამენტოზური მკურნალობა იშვიათად არის ან საერთოდ არ არის საჭირო. ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებსა და ორსულ ქალებს, წამლების ნაცვლად,  ესაჭიროებათ ინფორმაცია მედიკამენტოზური ღონისძიებების შესახებ.
ისეთი გავრცელებული ჩივილების, როგორებიცაა გულძმარვა, საჭმლის მონელების დარღვევები და კუჭის შეკრულობა, ყველაზე საუკეთესოა მკურნალობა უბრალო მეთოდებით. ცვლილებები კვებაში, სუფთა ჰაერი ან ძილი – ეს ყველაზე უსაფრთხო საშუალებებია [73]. კუჭთან დაკავშირებული პრობლემებისას, რეკომენდებულია ჩვეული კვების შეცვლა და უბრალო ანტაციდური საშუალებების მიღება; ხოლო კუჭის შეკრულობისას, ყველაზე მეტად მოუხდება სითხე ან უხეში უჯრედისი. ნაწლავების მასტიმულირებელი პრეპარატებს, შეუძლიათ, აგრეთვე, საშვილოსნოს შეკუმშვების სტიმულირება, და ორსულობისას მათი მოხმარება არამიზანშეწონილია [74].
დილაობით გულძმარვა აღინიშნება ყველა ორსულობის 50%-ში, პირველი სამი თვის განმავლობაში – ე. ი. იმ დროს, რომელიც ემთხვევა ტერატოგენული ეფექტებით გამოწვეულ მაქსიმალურ რისკს [75]. ხშირად უნიშნავენ ან რეკომენდაცის აძლევენ ანტიჰისტამინებს, თუმცა გამოთქმული იყო გარკვეული შეშფოთებები მათგან მოსალოდნელი ტერატოგენული რისკის შესახებ [76]. თუმცა, ბრიტანეთის ეროვნული ფარმაკოლოგიური ცნობარის თანახმად, “გულძმარვა პირველი ტრიმესტრის დროს წამლებით მკურნალობას არ საჭიროებს” [77].
ორსულობის დროს ცვლილებებს თირკმელებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხშირად ჰიპერტონიის გამოწვევა შეუძლიათ. თუმცა, წამლები არ წარმოადგენენ ორსულობით გამოწვეული ჰიპერტონიის კონტროლისა და მკურნალობის საშუალებებს. ხშირად წოლითი რეჟიმი და დიეტაც სრულიად საკმარისია. “ძირითადი” ანუ ორსულობამდელი არსებული ჰიპერტონიის სამკურნალოდ წამლების ფართო სპექტრი გამოიყენება: სედატიური პრეპარატები, ჰიპოტენზიური საშუალებები, დიურეტიკები, ჰეპარინი ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები. ჩვეულებრივ, უპირატესობა ეძლევა მეთილდოფს [78]. ჰიპერტონიკი ქალები, რომლებიც მკურნალობისათვის აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორებს ხმარობენ, ორსულობის დადგომისთანავე, გადაყვანილ უნდა იქნენ სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებზე, რადგანაც უკვე იყო შეტყობინებები ნაყოფის სიკვდილის შესახებ იმ შემთხვევებში, როდესაც ორსულობის უფრო მოგვიანო სტადიაზე აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორები გამოიყენებოდა.

რკინის პრეპარატები და ვიტამინები

ორსულობის დროს პერიოდულად ინიშნება ან მოიხმარება ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, განსაკუთრებით კი რკინა. მათ ხშირად ღებულობენ იმაში დარწმუნებულები, რომ, რადგანაც ისინი “ბუნებრივი” ნივთიერებებია, ამიტომაც უსაფრთხოა. თუმცა ეს ასე არაა. დიდი ხანია ცნობილია, რომ A ვიტამინი და მისი ანალოგები ცხოველებში ტერატოგენულ ეფექტებს იწვევენ [80]. რკინის ზედმეტად დოზირება, შესაძლოა რომ ძალზე სახიფათო იყოს და შეუძლია სისხლის წნევის ძალზე სახიფათო დონემდე დაგდება და გულის უძრავი უკმარისობა გამოიწვიოს [81]. ქალთა ჯანმრთელობის საკითხების შესახებ  ავტორიტეტული სახლემძღვანელო ხაზს უსვამს, რომ “არ არის გონიერი საქციელი ორსულობის დროს ვიტამინების დიდი დოზების მიღება. ვიტამინები ქიმიურად აქტიური ნივთიერებებია, მათი მიღება შეიძლება მხოლოდ მკვეთრად გამოხატული ავიტამინოზის საკომპენსაციოდ” [82]. არ არსებობს დამამტკიცებელი მონაცემები იმის შესახებ, რომ კარგი ჯანმრთელობის მქონე ქალებისათვის, ვიტამინების სტანდარტულად დანიშვნას, რაიმე სახით სარგებლობის მოტანა შეუძლია [83].  როგორც ამერიკის სამედიცინო ასოციაცია მიუთითებს, “პოლივიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სტანდარტული დანიშვნა ორსული და მეძუძური ქალებისათვის, წარამოადგენს ტიპიურ, მაგრამ არასაჭირო პრაქტიკას. კარგად დაბალანსებული დიეტა, ორსული ქალებისა და მეძუძური დედების მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ამცირებს ამ პრეპარატების მოთხოვნილებას” [84].

საკამათო საკითხად რჩება ორსული ქალებისათვის რკინის პრეპარატების “აუცილებლობა”. ორსული ქალების უმეტესობას სისხლში რკინის დაქვეითებული დონე გააჩნია. ამიტომაც, გამოთქმული იქნა ვარაუდი, რომ საჭიროა მისი დანამატების მიღება.  თუმცა, ორსულობის დროს რკინის დონის დაქვეითება ბუნებრივ პროცესს წარმოადგენს, რადგანაც იმატებს დედისეული სისხლის მოცულობა, ზრდის პროცესში მყოფი ბავშვის სისხლით უკეთ მომარაგებისათის. ადამიანის ორგანიზმს რკინის დიდი რეზერვები გააჩნია ასევე ღვიძლსა და ძვლის ტვინში, და ეს მარაგი გამოიყენება ორსულობის დროს.

არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ორსულობისას რკინის პრეპარატებით ჩატარებულ პროფილაქტიკურ მკურნალობას რაიმე მეტ-ნაკლებად ღირებული ეფექტი ჰქონდეს როგორც დედის, ასევე ბავშვის ჯანმრთელობაზე. ფაქტიურად, რკინის პრეპარატებს უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ, ვიდრე სარგებლობის მოტანა. ხშირად ისინი კუჭ-ნაწლავის დარღვევების მიზეზებად გვევლინებიან. მონაცემების თანახმად, ისინი წარმოადგენენ ორსულებში ღებინების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. მათ ასევე შეუძლიათ კუჭის აშლილობის ან შეკრულობის გამოწვევა, ეს ეს ხშირად აიძულებს ქალებს, უარი თქვან მათ მოხმარებაზე. ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში, ჯანმრთელი ორსული ქალების უმრავლესობისათვის, არ არსებობს პროფილაქტიკის მიზნით, რკინის პრეპარატების პერორალურად მიღების აუცილებლობა. კვების პროდუქტებთან ერთად რკინის ყოველდღიური მიღება, ჩვეულებრივ, სრულიად საკმარისია განვითარებული ქვეყნების ქალების ორგანიზმში რკინის აუცილებელი მარაგის შესანარჩუნებლად, მათი ძალზე მცირე რაოდენობის, 2%-ზე ნაკლების, გამონაკლისით. რკინის პრეპარატების რეგულარული მიღება სჭირდებათ მხოლოდ ანემიურ ქალებს ან იმათ, ვისაც უკვე ორსულობის დაწყებისათვის ორგანიზმში ამოწურული ჰქონდათ რკინის მარაგი; ეს შეიძლება იყოს კვების ქრონიკული უკმარისობის, მენსტრუაციისას ძლიერი სისხლის დენის ან ხშირი დაორსულების მიზეზით [85].

მაგრამ, სულ სხვა სიტუაციაა განვითარებად ქვეყნებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 700 მილიოი ადამიანი იტანჯება ორგანიზმში რკინის უკმარისობით გამოწვეული ანემიით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას იძლევა, რომ რომ განვითარებად ქვეყნებში, ყველა ორსულმა ქალმა უნდა მიიღოს რკინის პრეპარატები ორსულობის უკანასკნელი 4-5 თვის განმავლობაში [86]. თუმცა, რკინის პრეპარატების მოხმარება სამკურნალო ღონისძიებას უფრო წარმოადგენს. უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა,   კვების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ ხალხს შეეძლოს სრულყოფილი  კვებისათვის აუცილებელი პროდუქტების ხელმისაწვდომ ფასებში მიღება [87].

ფოლიუმის უკმარისობა (ფოლიუმის მჟავასდეფიციტი) -ორსულობის დროს ანემიის მნიშვნელობით მეორე მიზეზია, რომელიც განვითარებად ქვეყნებშია ხშირად აღნიშნული. გამოკვლევები აჩვენებენ, რომ განვითარებად ქვეყნებში ან დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში, ფოლიუმის მჟავას პრეპარატები ეფექტურებია ორსულობის შედეგის გაუმჯობესებისათვის [88]. ფოლიუმის მჟავას პრეპარატებს სარგებლობის მოტანა შეუძლიათ როგორც დედისთვის, ასევე შვილისათვის. ფოლიუმის მჟავას დეფიციტმა, შესაძლოა, ქალებში ანემიის მძიმე ფორმა (მეგალობლასტიკური ანემია) და ნაყოფის განვითარების თანშობილი ანომალიები გამოიწვიოს, ისეთები, როგორიცაა spina bifida – ნაპრალი ხერხემალში და ნერვული ღეროს (ქსოვილოვანი სტრუქტურა, რომლისგანაც თავის და ზურგის ტვინები ვითარდება) არასრული დახურვის სხვა მძიმე შედეგები.

რისკის ჯგუფებიდან ქალების გამოვლენამ და მათთვის ორსულობის დაწყებამდე ფოლიუმის მჟავას პრეპარატების პროფილაქტიკური მიზნებით დანიშვნამ, ხელი შეუწყო ნერვული ღეროს დეფექტების შემთხვევების წარმატებით შემცირებას [89]. ეს ახლა რეკომენდებული პრაქტიკაა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ამ ორივე ქვეყანაში ასევე რეკომენდებულია, რომ ყველა ქალმა, ორსულობის დაწყებამდე და მისი პირველი 12 კვირის განმავლობაში,  ყოველდღიურად მიიღოს ფოლიუმის მჟავა მცირე დოზებით (0,4 მგ) [90].

თუმცა, შესაძლებელია ისეთი შემთხვევების არსებობაც, როდესაც აუცილებელია როგორც რკინა, ასევე ფოლიუმის მჟავა; კომბინირებული პრეპარატების გამოყენებას მცირე საფუძველი გააჩნია, და უპირობოდ გაუმართლებელია ვიტამინებისა და რკინის პრეპარატების ერთმანეთთან შეთავსება.

გუდმანისა და გილმანის ფარმაკოლოგიის სახლემძღვანელოში მითითებულია:

“განსაკუთრებით არასასურველია რკინის ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ სხვ შენაერთებსაც, მათთვის დამახასიათებელი თერაპიული თვისებებით, ისეთებს როგორიცაა B12  ვიტამინი, ფოლატი ან კობალტი, რამეთუ ძალზე ძნელია ასეთ კომბინაციაზე პაციენტის რეაქციის განსაზღვრა. მიუხედავად რკინის პრეპარატებით თერაპიის ერთი შეხედვით სიმარტივისა, სინანულს იწვევს არაფრის მაქნისი დამატებებიანი ძვირადღირებული პრეპარატების ხშირი დანიშვნა” [91].

გაგრძელება იხ. >>>