შარდის ბუშტი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. შარდის ბუშტი

შარდის ბუშტი (vesica urinaria) – ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელიც ასრულებს შარდსაწვეთებიდან შემომავალი შარდისთვის რეზერვუარის და შარდსადენი მილის საშუალებით მისი გადინების უზრუნველყოფის ფუნქციებს. შარდის ბუშტი მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში ბოქვენის სიმფიზის უკან, რომლისგანაც გამოყოფილია სიმფიზის უკანა ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისგან.

ჰისტოლოგია

შარდის ბუშტის კედელი შედგება ლორწოვანი გარსისგან, ლორწქვეშა ქსოვილისგან, კუნთოვანი გარსისგან და ნაწილობრივ მფარავი სეროზული გარსისგან. შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი ვარდისფერია, დაფარულია გარდამავალი ეპითელიუმით, შეიცავს ჯირკვლებს და ლიმფურ ფოლიკულებს, წარმოქმნის შარდსაწვეთებსშორის ნაოჭს, რომელიც წინიდან საზღვრავს შარდსაწვეთის უკანა ფოსოს. კუნთოვან გარსში გამოყოფენ სამ

შრეს, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის შედეგად ქმნიან შარდის განდევნის უზრუნველმყოფ ერთიან კუნთს – დეტრუზორს. შარდსადენის შიგნითა ხვრელთან ყველაზე მეტად განვითარებულია დეტრუზორის ბეჭდისებრი შრე, რომელიც წარმოქმნის შარდის ბუშტის სფინქტერს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.