ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის წანამძღვრები

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>>

ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა. ქართული კავშირები ბერძნულ, რომაულ, არაბულ სამყაროსთან, კერძოდ კი, სამედიცინო სკოლებთან ბუნებრივია ხელს უწყობდა მედიცინისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებას. ქართულ ლექსიკაში  დალექილია ამ დროინდელი სამედიცინო ტერმინები. მრავალი სამედიცინო ტერმინი,  დღეს აღარ გამოიყენება, მაგრამ  ფიქსირებულია ძველ ხელნაწერებში ან ხალხურ მეტყველებაში. შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიას  აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ცხადია, ტერმინოლოგიის შექმნის პრინციპები და ლექსიკური ფონდი დინამიურად იცვლებოდა.
სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია, პირობითად,  შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ:

  • ძველი პერიოდი. მე-19 საუკუნის ბოლომდე
  • ახალი პერიოდი. მე-19 საუკუნის ბოლოდან ვიდრე მე-20 საუკუნის  ბოლო ათწლეულამდე
  • უახლესი პერიოდი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან)

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის  წანამძღვრები