სტიპენდიის მოძებნა საზღვარგარეთ

აკადემიური პროგრამები სტიპენდიებით საზღვარგარეთ-  არჩევანი დიდია . მაგ: თუ გსურთ კომუნიკაციების შესწავლა, ინგლისურ ეკვივალენტში არის ამ სპეციალობის რამოდენიმე დასახელება: Communications, Media and Communications, Media Studies, Communication Studies, Mass Communications და სხვ. შესაბამისად კურსების ნაკრებიც, რომელსაც შეისწავლით ამ პროგრამებში სხვადასხვაა. მაგ: შემოგთავაზებენ გლობალურ კომუნიკაციებს, კორპორატიულ კომუნიკაციებს, კომუნიკაციების ისტორიას და გამოკვლევის მათემატიკურ მეთოდებს და სხვ.

ჩვენ ვარჩევთ პროგრამას თითოეული სტუდენტისათვის ინდივიდუალურად; იმისათვის, რომ მოვძებნოთ თქვენი ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამისი პროგრამა, ჩვენ დაგვჭირდება 20-25  სამუშაო დღე. ამ დროის განმავლობაში ჩვენ თქვენს მიერ შევსებული ანკეტის და თქვენთან ურთიერთობის საშუალებით, განვსაზღვრავთ იმ უნივერსიტეტებს, სადაც რეალურია რომ მოეწყოთ.

ჩვენ შეგვიძლია:

  1. შეგირჩიოთ 5-10 აკადემიური პროგრამა უცხოურ უნივერსიტეტებში, სადაც მოწყობის მეტი შანსი გაქვთ.
  2. შეგირჩიოთ პროგრამები ევროპის, ჩრდილოეთი და ლათინური ამერიკის, აღმოსავლური აზიის და ინდოეთის, ინდონეზიის, სინგაპურის და ავსტრალიის ქვეყნებში.
  3. შეგირჩიოთ საბაკალავრო, სამაგისტრატურო, MBA, PhD და Postdoc პროგრამები.
  4. შერჩეული პროგრამისთვის სტიპენდიების და გრანტების მოძებნა.

თუ გსურთ საზღვარგარეთ სწავლებისთვის სტიპენდიების და გრანტების შერჩევა, მიმართეთ ჩვენს კონსულტანტებს დაფინანსების შანსების შესაფასებლად.

სასურველი დაფარვის (სრული, ნაწილობრივი) შესახებ მიუთითებთ ანკეტის შერჩევის დროს. ჩვენი  კონსულტანტები შეეცდებიან ისეთი სტიპენდიების და გრანტების მოძებნას, რომელიც თქვენი სურვილისამებრ დაფარავენ ხარჯებს; თუმცა არ გპირდებიან 100% შედეგს ყველა აკადემიურ პროგრამასა და უნივერსიტეტში. ჩვეულებრივ, ჩვენ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნების 90%-ს.

სამუშაოს განრიგი:

  1. მოთხოვნის შემდეგ ელ.ფოსტით გიგზავნით ხელშეკრულებას მომსახურეობის შესახებ.
  2. ხელმოწერილი ხელშეკრულების გამოგზავნის და თანხის გადახდის შემდეგ, გიგზავნით ანკეტას უცხოეთში აკადემიური პროგრამის შესარჩევად.
  3. თუ დაგვჭირდება დამატებითი ინფორმაცია, დაგიკავშირდებათ ჩვენი კონსულტანტი.
  4. შევსებული ანკეტის მიღების შემდეგ ვიწყებთ აკადემიური პროგრამის შერჩევას. საშუალოდ გვჭირდება 20-25 სამუშაო დღე, რათა შევარჩიოთ 5-10 აკადემიური პროგრამა უცხოეთში.
  5. პროგრამის შერჩევის შემდეგ გიგზავნით შედეგს.

რას არ ვაკეთებთ ჩვენ:

  1. ჩვენ  არ ვაგზავნით საბუთებს უნივერსიტეტში თქვენს მაგივრად, ამას აკეთებთ თქვენ ჩვენი დახმარებით.
  2. არ ვთანამშრომლობთ შუამავლებთან და უნივერსიტეტის არჩევაც დამოკიდებულია თქვენს მიღწევებზე, შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებზე.
  3. ჩვენ არ ვარჩევთ მოსამზადებელ ან ენის კურსებს და არ ვამბობთ რომ ისინი მაგისტრატურის პროგრამებია.

თუ დაინტერესებული ხართ ხარისხიანი მუშაობით და თქვენი განათლების და მომავლის გაუმჯობესებით, მოგვმართეთ და დაგეხმარებით პროგრამის შერჩევაში.

დაგვიკავშირდით sadchavabarot@gmail.com , 599 69 77 03  .