სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორიამდელი პერიოდი

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>>

ამ პერიოდის შესახებ წერილობითი დოკუმენტების სიმწირის გამო, ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ  შემონახული მასალები ირიბად ადასტურებს მედიცინის განვითარების მაღალ დონეს, რაც შეუძლებელი იქნებოდა სამედიცინო ლექსიკის განვითარების გარეშე.
პირველი ცნობები უძველეს ცივილიზაციებში მედიცინის განვითარების შესახებ შემონახულია ბაბილონის, ძველინდურ და ჩინურ ხელნაწერებში.
უძველეს ჩინელ მკურნალს და მითიურ იმპერატორს შენ ნუნს  (5000 წლის წინ) ეკუთვნის  სამკურნალწამლო  ნაშრომი „კანონები ფესვებსა და ბალახებზე“. მასში შესულია სიმბოლური რაოდებობა – 365 სამკურნალო მცენარე. სუნ ვენ ჩჟშის (ძვ. წ. აღ. IV ს) ეკუთვნის უძველესი ჩინური სამედიცინო ნაშრომი „კანონი შინაგანზე“ (ძვ. წ. აღ. II ს); აღსანიშნავია  ხუა ტოს (ახ. წ. აღ. II-III ს) სამედიცინო ნაშრომებიც.
ინდოეთი. ძველი ინდური სამედიცინო ნაშრომებია: ვედები (II-I ათასწლეული) აიურვედა-„მოძღვრება უბერებლობაზე“, პოემა „მახაბხარატა“’პანჩანატრი“, “იოგა-სუტრა“ პატანდჯალის წიგნი (ძვ. წ. აღ. III ს); ,,ჰათჰა-იოგა“ გამაჯანსაღებელი ვარჯიშების კრებული. მანუს კანონები (ძვ. წ. აღ. 2 ს), სამედიცინო ტრაქტატები, უდიდესი ექიმის ჩარაკეს ნაშრომი “ჩარაკა-სამხიტა“-შინაგან სნეულებებზე (I-II სს) სუშრუტას წიგნი – “სუშრუტა-სამხიტა“- ქირურგიაზე;  (IV ს) ჯივაკას სამედიცინო ტექსტები, ინდური ნაშრომები, “რასაიანა“(“ვერცხლისწყლის გზა“)
ტიბეტი.  „ხუთი პატარა ნაუიუ“, ,,ჩჟუდ-ში“(ერთ-ერთი ვარაუდით დაწერილია ბუდას კარნახით) ეგვიპტე.  10 სამედიცინო პაპირუსი – ებერსის პაპირუსი (XVI ს ძვ. წ. აღ.); შესდგება 108 ფურცლისაგან და ეწოდება “წიგნი სხეულის ყველა ნაწილისთვის წამლის მომზადებაზე“; სმიტის პაპირუსი (XVI ს ძვ. წ. აღ.). აქ პირველად ვხვდებით ჩანაწერებს ტვინის აღწერილობასა და ქირურგიულ   ოპერაციებზე.      უძველეს პერიოდში განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ძველ ბერძნულმა მედიცინამ, რაშიც დიდი როლი ითამაშეს ბაბილონ-ასირიულმა და ეგვიპტურმა კულტურებმა. სავარაუდოა  ფართო ყოფილიყო ბერძნული მედიცინის კავშირი ეგვიპტისა და მესოპოტამიის კულტურებთან და მათ გავლენა მოეხდინათ ბერძნული მედიცინის განვითარებაზეც.
აღსანიშნავია შუამდინარეთის უძველესი სამედიცინო კულტურა; ჩვენამდე შემორჩენილია ნიპურის ლუსმნული სამედიცინო რეცეპტების ჩანაწერები, რომელიც თარიღდება ძვ. წ. აღ. III ათასწლეულით. ნაპოვნია ძვ. წ. აღ.  XIV-ში მოღვაწე მკურნალის მუკალიმის წერილებიც, რომელშიც აღწერილია სამკურნალო მცენარეებით წამლების მომზადების მეთოდები.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე

 

სამედიცინო ტერმინოლოგიის  განვითარების ისტორიამდელი პერიოდი