ორგანიზმის მდგომარეობა

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

პრეპარატების მოქმედება შეიძლება დამოკიდებული იყოს ორგანიზმის მდგომარეობაზე, კერძოდ იმ პათოლოგიაზე, რომლის ფონზეც ხდება მათი დანიშვნა. ასე მაგალითად, სიცხის დამწევი საშუალებები ტემპერატურას აქვეითებენ მხოლოდ ცხელების დროს (ნორმოთერმიის შემთხვევაში ისინი არ მოქმედებენ).

საგულე გლიკოზიდების მოქმედება სისხლის მიმოქცევაზე ვლინდება მხოლოდ გულის უკმარისობის ფონზე. რაც უფრო მეტია სიმპათიკური ინერვაციის ტონუსი, მით უფრო ძლიერია განგლიობლოკატორების ჰიპოტენზიური მოქმედება. ჰიპერთირეოიდინის შემთხვევაში მატულობს მიოკარდიუმის მგრძნობელობა ადრენალინის მიმართ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.