მოსწავლე ვარ და მინდა სასწავლებლად უცხოეთში წასვლა

ძალიან ბევრი ვარიანტია. თავდაპირველად გაეცანით თქვენი სკოლის გაცვლით პროგრამებს. თუ შესაძლებელია მათი რეალიზება, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი. თუ ეს ვარიანტი გამოირიცხება, უფროსკლასელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აკადემიურ გაცვლით პროგრამებში – FLEX – ამერიკულ სკოლებში. აქ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ მონაწილეობის პირობებს, განაცხადის შეტანის ვადებს და სხვ. (http://flex-exchange.ru/).

მე-9, 10 და 11 კლასელები წერენ განაცხადს, შემდეგ ხდება საბუთების მიხედვით შერჩევა და გასაუბრება, ბოლოს კი ფინალში გასულებს ანაწილებენ ამერიკულ სკოლებში. ყველა დანახარჯს ანაზღაურებს ამერიკის საელჩო; ბავშვები აკადემიური წლით მიდიან სასწავლებლად. სირთულე არის ის, რომ საჭიროა ექსტერნად ყველა საგნის ჩაბარება ან დაბრუნების შემდეგ გაცდენილი წლის ანაზღაურება.

აგრეთვე, არის გაცვლითი პროგრამა გერმანიაში (http://www.partnerschulnetz.de/). მასში მონაწილეობის მისაღებად უნდა იცოდეთ გერმანული ენა კარგად. თუ დაინტერესებული ხართ მსგავსი პროგრამებით, პირველ რიგში მიმართეთ შესაბამისი ქვეყნების საელჩოებს უფრო დეტალური ინფორმაციისთვის.

კიდევ ერთი ვარიანტია – მონაწილეობა მიიღეთ საერთაშორისო ოლიმპიადაში. ოლიმპიადები ბევრია, ტარდება სხვადასხვა საგანში და უმეტესად ინგლისურ ენაზე. შეგიძლიათ ინტერნეტში დამოუკიდებლად მოძებნოთ „საერთაშორისო ოლიმპიადა …“ ან „საერთაშორისო … ოლიმპიადა“ და ჩაამატოთ სასურველი თემატიკა.

ამ საკითხებზე ჯობია აიყვანოთ პირადი კონსულტანტი. თქვენ მას ჩამოუყალიბებთ რა მოთხოვნები
და შესაძლებლობები გაქვთ და კონსულტანტი ააგებს თქვენს პირად გეგმას და შეგირჩევთ შესაბამის გაცვლით პროგრამას  . პირადი კონსულტანტის აყვანის საკითხზე მოგვწერეთ ელფოსტაზე: sadchavabarot@gmail.com