მიზანთა იერარქია

ლალი დათეშიძე

დასაწყისი იხ. ,,კლინიკური ფარმაცია. კლინიკურ-ფარმაცევტული გადაწყვეტილებების მიღების  თეორიული საფუძვლები” >>>

წინა პარაგრაფებშიში ჩვენ ზოგადად ვახსენეთ პრეპარატის შერჩევის ამოცანა:
სამედიცინო პრაქტიკაში გვაქვს კონკრეტული  კლინიკური სურათი. გვაქვს რამდენიმე ასეული პრეპარატი, რომელიც ამ კლინიკური სურათის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ. “რაციონალურ გამოყენების” ქვეშ იგულისხმება მრავალ ალტერნატივათაგან (შესაძლებლობებიდან) იმ რამდენიმე პრეპარატის შერჩევა, რომლებსაც, ერთდროულად:

  • ექნება  მინიმალური დანახარჯი (ან ღირებულება)
  • მაქსიმალურ თერაპიული ეფექტი
  • მინიმალური რისკები (მინიმალური გვერდითი მოვლენები და მინიმალური უკუჩვენებები)
  • სწრაფი თერაპიული ეფექტი

განვიხილოთ უფრო დეტალურად ეს მაგალითი. რაა მიზნები და რაა კრიტერიუმები.
აქ ძირითადი მიზანია:

  • მაქსიმალური ფარმაკოთერაპიული ეფექტი,
  • მინიმალური დანახარჯების პირობებში

თავის მხრივ, მიზანი: მაქსიმალური ფარმაკოთერაპიული ეფექტი, იყოფა ქვემიზნებად:

  • მაქსიმალური ეფექტი, კონკრეტული კლინიკური სურათისათვის
  • მინიმალური რისკები

მინიმალური დანახარჯებიც რთული მიზანია და შეიძლება ორ ქვემიზნად დავტოთ:

  • მინიმალური თანხა
  • გამოჯანმრთელების მინიმალური დრო

რისკები, თავის მხრივ იყოფა:

  • მინიმალურ უკუჩვენებები
  • მინიმალური  გვერდითი მოვლენები

ამდენად, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ჩვენი მიზანი იერარქიულად იშლება სხვადასხვა ქვემიზნებად. ჩვენი მიზანიც უფრო დიდი მიზანის ქვემიზანია და ა.შ. ამდენად, საუბრობენ მიზანთა იერარქიაზე. მიზანთა იერარქიას შესაბამება კრიტერიუმთა იერარქია.

იერარქიული ხის აგებას, გარკვეულაწილად შემოქმედებითი პროცესია, მაგრამ არსებობს მისი აგების პრინციპიც: ქვედა დონეზე წარმოდგენილი მიზნები  უნდა ემსახურებოდეს ზედა დონეზე მითითებული მიზნის მიღწევას.
არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენს მიერ შერჩეული მიზნები და შედგენილი იერარქიული ხე ერთადერთია. თითქმის ყველა შემთხვევაში შეიძლება  მოინახოს სხვა მიდგომები.

გაგრძელება იხ. >>>

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.