კონტრაცეფციური საშუალებები

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

ვის ხელშია კონტროლი?

გამოანგარიშებულია, რომ განვითარებად ქვეყნებში 381 მილიონი ადამიანი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, რომელიმე სახის კონტრაცეფციით სარგებლობს [2]. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია მეთოდია ქალთა სტერილიზაცია, ხოლო ყველაზე ფართოდ გამოყენებული შექცევადი  მეთოდია საშვილოსნისშიდა საშუალებების გამოყენება.
თუმცა კონტრაცეფციის მრავალი განსხვავებული მეთოდი არსებობს, მათი არჩევანი ქალებისათვის საკმაოდ შეზღუდულია.
ეს არჩევანი კიდევ უფრო მეტად შეიზღუდება, თუ მედიცინის მუშაკი არ უნიშნავს კონტრაცეფციის გარკვეულ სახეებს, ან კიდევ არ თვლის, რომ გარკვეული მეთოდები კონკრეტულ ქალს არ ესადაგებიან.

მეთოდების არჩევანი

კონტრაცეფციის შესატყვისი მეთოდის არჩევისას მხედველობაში მიიღება რამდენიმე ცვლადი პირობა, ასაკის, ჯანმრთელობის, სქესობრივი ცხოვრებისა და კონტრაცეფციის მიზნის ჩათვლით – ორსულობის თავიდან ასაცილებლად და გადასავადებლად. ეს ცვლადი პირობები დროთა განმავლობაში იცვლებიან, ე. ი. აუცილებელია კონტრაცეფციის ფართო სპექტრის მეთოდების არსებობა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი პირობებისათვის. ქვემოთ ჩარჩოში მოყვანილია რამდენიმე საკითხი, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების გაწევა კონტრაცეფციის მეთოდის არჩევაში.
ასეთი არჩევანის გაკეთებისას, მისი მთავარი საფუძველია ეფექტურობის, უსაფრთხოების, ფასის საკითხები, და – სულ უფრო ხშირად – იმის მხედველობაში მიღება, იცავს თუ არა ეს მეთოდი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დასნებოვნებისაგან.

უსაფრთხოება

უსაფრთხეობა შეფასების ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ფაქტორია.
აუცილებელია იმის დამახსოვრება, რომ კონტრაცეფციის ყველა ფორმა თავის თავში გარკვეულ რისკს ატარებს. შეშფოთება ორალური და სხვა ჰორმონალური  კონტრაცეპტივების  უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, წინ სწევს საკითხს, მილიონობით ჯანმრთელი ქალისათვის ძლიერმოქმედი ჰორმონის დანიშვნის ეთიკურობაზე. 1977 წელს გამოჩენილმა ინფორმაციამ ორალური კონტრაცეპტივების მომხმარებელ ქალებს შორის (განსაკუთრებით, თამბაქოს მწეველების) თრომბოზების აღმატებული რისკის შესახებ, აიძულა ქალების საკმაოდ დიდი რაოდენობა, უარი ეთქვათ ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებაზე. 1980 წელს  გამოქვეყნებულ ორ ცნობაში აღინიშნებოდა კავშირი ორალურ კონტრაცეპტივებსა და  სარძევე ჯირკვლისა  და საშვილოსნოს ყელის კიბოს მომატებულ რისკს შორის, რამაც განაპირობა უამრავი ქალის საშვილოსნოსშიდა საშუალებებზე გადასვლა, მიუხედავად ამ მეთოდის გვერდითი მოვლენების შესახებ უამრავი შეტყობინენების არსებობისა. უამრავი ქალისათვის საშვილოსნოშიდა საშუალებების მოხმარება შეიძლება არც წარმოადგენდეს კონტრაცეფციის შექცევად მეთოდს. ამ საშუალებებით მოსარგებლე ქალები ხუთჯერ უფრო მეტად ექცევიან მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების საშიშიროების რისკის ქვეშ, ვიდრე ის ქალები, რომლებიც არ ხმარობენ კონტრაცეფციულ საშუალებებს. მშობიარობის არმქონე ქალებში ეს რისკი, საშვილოსნოსშიდა საშუალებების გამოყენებისას, შესაძლოა რომ ორჯერ მეტი იყოს. ნაწიბურების წარმოქმნა და საშვილოსნოს მილების დაცობა საშვილონოსშიდა საშუალებების გამოყენების შედეგად, დღეისათვის ქალთა  უშვილობის ძირითად შექცევად მიზეზს წარმოადგენს [10].
საინექციო კონტრაცეპტივების უფრო გრძელვადიანმა მოხმარებამ, შესაძლოა, მენსტრუალური სისხლის დენის დარღვევები გამოიწვიოს, რომელიც ჟურნალმა The Lancet განსარვრა როგორც „მენსტრუალური ქაოსი“. მენსტრუალური ციკლის დარვევები ასევე წარმოადგენენ პრობლემას იმპლანტატების გამოყენებისას; ამ ორივე მეთოდის გრძელვადიანი უსაფრთხოება ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ასევე შესაძლოა განვითარების თანშობილი მანკის წარმოშობა, თუ ორსულობა მაინც დგება და თუ ქალი უკვე იყო ორსულად ამ მეთოდის გამოყენების მომენტისათვის.
სულ უფრო მეტ პოპულარობას სარგებლობენ კონტრაცეფციის მექანიკური მეთოდები, რომელთაც ფიზიკური არასასურველი ეფექტები მცირე რაოდენობით გააჩნიათ. თუმცა, ეს მეთოდები ყოველთვის არ არის ისე ეფექტური, როგორც ჰორმონალური. ჰორმონალური და მექანიკური კონტრაცეფციის მეთოდების ალტერნატივად კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდებია მიჩნეული.  მათ შორის ყველაზე გარცელებული – სქესობრივი აქტის რიტმული მეთოდი და მისი შეწყვეტა – ყველაზე ნაკლებეფექტურებია. ოვულაციის მაჩვენებლად შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის მიერ გამოყოფილი ლორწოს განსაზღვრა, და/ან დილას ადრე ბაზალური ტემპერატურის გაზომვა. ეს უფრო უკეთეს ეფექტს იძლევა, ვიდრე სქესობრივი აქტის რიტმულობის მეთოდი ან შეწყვეტა, თუმცა ეს მოითხოვს წინასწარ შესწავლასა და მისშემდგომ დაკვირვებას.
სტერილიზაციის მეთოდი ეფექტურია, მაგრამ შეუქცევადი, და ყველა ქირურგიული ჩარევის მსგავსად, ინფექციური რისკის მატარებელია. ეს მეთოდი სასრგებლოა ისეთი ხალხისათვის, რომლებიც დარწმუნებული არიან იმაში, რომ აღარ სურტ მეტი შვილების გაჩენა.

სქესობრივი გზით გადამდები სნეულებანი

შიდსი, რომელიც ბოლო ხანებში საზოგადოების, სრულიად დასაბუთებულად, ყურადღების ფოკუსში მოექცა, მაინც ვერ გადაფარა ისეთი დაავადებების ფართომასშტაბიანი ეპიდემია, რომლებიც სქესობრივი გზით გადაეცემა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელიწადს სქესობრივი გზით გადაცემული დაახლოებით 250 მილიონი ინფექცია, „გახდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება“ [11] (იხილე  ცხრილი 21.3).

ცხრილი 21.3 მსოფლიოში სქესობრივი გზით გადაცემული ახალი ინფექციების ყოველწლიური რაოდენობა

დაავადება

ახალ შემთხვევათა რაოდენობა (მილიონებში)

ტრიქომონოზი

120

ქლამიდიოზი

50

პაპილომა ვირუსი

30

გონორეა (ტრიპერი)

25

ჰერპესი

20

სიფილისი

4

რბილი შანკრი

2

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი

1

ლიტერატურა: Кhannа, J., van Look, P.F.A., and Griffin, P.D. (გამომცემლები), Reproductive Health: a Key to a Brighter Future, Geneva, WHO, 1992, p13.

განვითარებადი ქვეყნების სოფელ ადგილებში, ხშირად არ არსებობს ამ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის საჭირო მოწყობილობები. ინდოეთში ჩატარებული გამოკვლევების დროს გამოირკვა, რომ 650 გამოკვლეული ქალიდან 92% იტანჯებოდა ერთი ან რამდენიმე გინეკოლოგიური ან სქესობრივი გზით გადაცემული დაავადებით; საშუალოდ, ყოველ ერთ ქალზე 3,6 ინფექცია მოდიოდა. ქალების მხოლოდ 8%-ს ჰქონდა ადრე ჩატარებული გინეკოლოგიური გამოკვლევა და მკურნალობა [12].

ქალებისათვის ამ ინფექციების შედეგები გამოხატებოდა სასქესო ორგანოების ქრონიკულ ინფექციებსა და ანთებებში, უნაყოფობაში, ქრონიკულ ტკივილებსა და სიკვდილში. ინფიცირებულ ორსულ ქალებში უფრო ხშირია დედისა და შვილის ავადმყოფობების, აგრეთვე სიკვდილიანობის შემთხვევები. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით გამოწვეულ სქესობრივი ორგანოების დაზიანებებს შეუძლიათ გაზარდონ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემისა ან მისით დაავადების რისკი, რისი შემთხვევებიც ქალებში განუხრელად და სწრაფად მატულობს [13].
აქედან გამომდინარე, მილიონობით ქალისათვის, კონტრაცეფციის მეთოდის არჩევისას, მთავარი არგუმენტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ მისი ეფექტურობა ორსულობის თავიდან აცილებაში, არამედ მათი უნარიც, ხელი შეუშალოს სქესობრივი გზით გადაცემული ავადმყოფობების გავრცელებას. ჟურნალი Journal of Clinical Endocrinology and Metabolism-ის [კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოზმის ჟურნალი] სარედაქციო სტატიაში ამტკიცებს, რომ „პრეზერვატივების გამოყენებით კონტრაცეფციის მექანიკური მეთოდი… არა მხოლოდ თავიდან აცილებს ორსულობას, არამედ ზღუდავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებას“ [14].
დღეისათვის პრეზაერვატივი წარმოადგენს იმ ერთადერთ კონტრაცეფციის საშუალებას, რომლის შესახებაც ცნობილია, რომ ის ეფექტურად აცილებს თავიდან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემას. ქალებისათვის განკუთვნილი პრეზერვატივებს ასევე შეუძლიათ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემის აღკვეთა, მაგრამ, ისინი შედარებით ძვირია და ჯერ კიდევ არ არის ყველგან.

შობადობის რეგულირება ან ხალხის რაოდენობის შეზღუდვა

შეუძლებელია კონტრცეფციის მეთოდების სარგებლობასა და რისკზე მსჯელობის დისკუსიის აზრის გაგება იმ საკითხის განხილვის გარეშე, თუ რისთვის და როგორ გამოიყენება ეს მეთოდები; ე. ი. როგორია ამ საკითხის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ასპექტები. ერთი მეთოდის მეორესთან შედარებისას, მისი ტექნიკური ღირებულებების განხილვისას, ეს საკითხი ხშირად იგნორირებულია.
ორალური კონტრაცეპტივების შექმნა და მედიცინის მუშაკთათვის ამ პრეპარატების დანიშვნის უფლების მინიჭებამ, მიგვიყვანა ქალთა ფერტილურობის უნარში ჩარევასთან. ასეთი მდგომარეობა გრძელდება აქამდე , როგორც კონტრაცეპტივების ახალი ტიპების შესაქმნელად მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოების შედეგი, რომელთაგან ბევრი აძლიერებს ქალების მედიკოსებზე დამოკიდებულებას იმ ასპექტში, რომელიც ეხება მათში ამ საშუალებების შეყვანასა და მოცილებას. საშვილოსნოსშიდა საშუალებები, საინექციო კონტრაცეპტივები და იმპლანტატები – ყველა მათგანი მოითხოვს სამედიცინო პერსონალის სპეციალიზებულ სწავლებას მათი მოხმარებისა და შემდგომ მათზე დაკვირვებებისათვის; და კიდევ ისეთ სამედიცინო პერსენალის არსებობას, რომელთაც შეეძლებათ საშვისლონოსშიდა საშუალებებისა და იმპლანტატების მოცილება. ეს „მედიკოსებზე-დამოკიდებული“ მეთოდები ქმნიან სიტუაციების ბოროტად გამოყენების საშუალებას ოჯახის დაგეგმარების პროგრამების ფარგლებში, რადგან ქალს, რომელსაც აღარ სურს ამ მეთოდით სარგებლობის გაგრძელება, აღარ შეუძლია უბრალოდ გაჩერება: მან უნდა მოძებნოს მედიცინის ისეთი მუშაკი, რომელიც შეძლებს მისი სხეულიდან კონტრაცეფციული საშაულებას ამოღებას [15].
შექმნილი სიტუაციით გამოწვეული შეშფოთება კიდევ უფრო ძლირედენა იმ ფაქტის შეგნებით, რომ „ოჯახის დაგეგმარების პროგრამები სულ უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი მთელი საზოგადოების კეთილდღეობით, ვიდრე ერთი კონკრეტული ქალისა“ [16].
მთელი 1960-იანი და 1970-იანი წლების განმავლობაში, ხალხის სიმრავლით მოახლოებული კრიზისით გამოწვეული შიში იმაში გამოიხატა, რომ ფერტილურობის რეგულირება იქცა ძირითად პრიორიტეტად თანხსების გამოყოფისათვის როგორც სამეცნიერო გამოკვლევების, ისე დახმარების პროგრამების საჭიროებებისათვის.

კონტრაცეფციული საშუალებები მამაკაცებისათვის

გამოკვლევები მამაკაცებისათვის კონტრაცეფციული საშუალებების კვლევაში ძალიან ნელა მიმდინარეობს. აღმოჩენილ იქნა, რომ მამაკაცის სასწესო ჰორმონ ტესტოსტერონის ყოველკვირეული ინექციები უზრუნველყოფენ „უსაფრთხო, მდგრად, ეფექტურ და შექცევად კონტრაცეფციას, სულ მცირე, 12 თვის განმავლობაში“, თუმცა, ინექციების სიხშირე წარმოადგენდა ამ მეთოდით სარგებლობის შეწყვეტის ძირითად მიზეზს. გარდა ამისა, მსგავსად ქალთა კონტრაცეფციული საშუალებების ინექციებისა, არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატების გრძელვადიანი მოხმარებისას არსებული შესაძლო რისკის შესახებ; თუმცა, პოტენციურად, არსებობს წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) სიმსივნის განვითარებისა, და ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების  პოტენციური რისკი [33]. ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას, როდესაც ცდებს ატარებდნენ  ტესტოსტერონის კომბინაციით იმ ქიმიურ ნივთიერებასთან ერთად, რომელიც ინჰიბირებს გონადოტროპინის რილიზინგ-ჰორმონის სეკრეციას, მიღწეულ იქნა პრიმატებში სპერმის წარმოქმნის წარმატებით დათრგუნვა; ამ პროდუქტს, პროგნოზების მიხედვით, შეუძლია მსგავსი ეფექტის ადამიანებშიც მოხდენა [34], თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ეჭვები მისი უსაფრთხოებასა და მიღებაში [35].
კიდევ ერთი ქიმიური ნივთიერებას, გოსსიპოლს, რომელიც შედის ბამბის თესლების ნედლი ზეთის შემადგენლობაში, შეუძლია სპერმის წარმოქმნის შენელება; თუმცა, როგორც ეს ცხოველებზე ჩატარებულ დაკვირვებებში გამოჩნდა, ის თრგუნავს სქესობრივი ლტოლვის [36]. ადამიანების მონაწილეობით ჩატარებულ გამოკვლევების დროს ასევე წარმოიშვა ვარაუდი, რომ ამ ნივთიერების მომხმარებელი ადამიანების თითქმის 10%-ს შესაძლოა, უნაყოფობა დაემუქროს [37].
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძნელად სავარაუდოა მამაკაცთათვის კონტრაცეპტიული საშუალებების უახლოეს ხანში გამოჩენა, თუ არ ჩავთვლით პრეზერვატივების გაუმჯობესებულ ხარისხსა და მათი უფრო ხშირად მოხმარებისაკენ წახალისებას.  და თუნდაც შეიქმნას პერსპექტიული ნივთიერება, თანამედროვე „ტოქსიკოლოგიური გამოკვლევებისა ლიცენზირების  მკაცრი წესები, იმ სიტუაციასთან შედარებით, რაც იყო 25 წლის, როდესაც კონტრაცეფციული საშუალებები ქალებისათვის პირველად გახდნენ ფართოდ ხელმისაწვდომნი“, ძალიან შეაყოვნებენ მათ შემუშავებას [38].

კონტრაცეფციული ვაქცინა?

ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, ვაქცინა ქალებისათვის, რომელიც მოაწესრიგებდა შობადობის პრობლემას, შესაძლოა მზად იყოს მოხმარებისათვის უახლოესი 15 წლის განმავლობაში; და ამ როლისათვის ყველზე სავარაუდო კანდიდატია ის ვაქცინა, რომელიც დამიზნებულია ადამიანის ხორიოგონულ გონატროპინზე – ორსულობის დროს გამომუშავებულ ჰორმონზე.  ჰორმონის მუშაობის ბლოკირება არღვებს ჩანასახის უნარს ჩაინერგოს საშვილოსნოში [39].
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ისეთი ვაქცინის აღმოსაჩენად, რომელიც ხელს შეუშლიდა განაყოფიერებას, სპერმატოზიიდებში ან კვერცხუჯრედში არსებული ცილების მოქმედების დარღვევის საშუალებით.ერთ ასეთ ვაქცინას, რომელიც შექმნეს აშშ-ში ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, უნდა მიეღწია კლინიკური გამოცდების სტადიამდე. თავისი მოქმედებით ის ქალის ორგანიზმში ასტიმულირებს განსაკუთრებული ცილისადამი ანტისხეულების წარმოქმნას, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, არსებობს მამაკაცის მთელ სპერმაში. ანტისხეულების ამ ცილასთან დაკავშირება ხელს შეუშლის სპერმატოზოიდით კვერცხუჯრედის განაყოფიერებას [40].
მკვლევართა სხვა ჯგუფი მუშაობს ისეთი ვაქცინის შექმნის მიმართულებით, რომელიც ანტისხეულებს წარმოქმნის კვერცხუჯრედის ზედაპირზე არსებული ცილის მიმართ. ანტისხეულების ამ ცილასთან დაკავშირება ეფექტურად აღუდგება წინ სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში შეღწევას [41].
ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ამ ვაქცინებს, სავარაუდოდ, შედარებით არ გააჩნიათ გვერდითი მოვლენები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე ამტკიცებს, რომ „ ისინი იქნებიან მოხმარებაში მსუბუქი და ფასითაც შედარებით ხელმისაწვდომი“ [42]. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მრავალი ისეთი საკითხია გადასაწყვეტი, რომლებიც მათ ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. არ არის დადგენილი, თუ რა ეფექტები ექნებათ იმ ქალზე, რომელიც უკვე არის ორსულად, ან კიდევ დაფეხმძიმდება ამ ვაქცინის მოხმარების პერიოდში.  ასევე შეუძლებელია ეფექტური მოქმედების ფაქტიური ხანგრძლივობის განჭვრეტა, რადგანაც სხვადასხვა ქალს განსხვავებული იმუნური რეაქციები ახასიათებს [43]. თუმცა ვაქცინა, ტრადიციული გაგებით, „უშვებს“ იმუნურ რეაქციას იმ ტოქსინზე, რომელიც გარედან ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ეს ფერტილურობის საწინააღმდეგო ვაქცინები ცდილობენ აუტო-იმუნური პასუხის პროვოცირებას – ე. ი., მათი დანიშნულებაა ჩაერიონ ადამიანის ორგანიზმისა და მისი იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. გონივრული კი არის ისეთი ვაქცინის შექმნა, როდესაც ადამიანის იმუნურ სისტემაზე შემტევი  დაავადებების გახშირებულ ფონზე, ხელს შეუწყობს ასეთ „თავდასხმებს?“

ოჯახის ბუნებრივი დაგეგმარება და ბავშვის ძუძუთი კვება

კონტრაცეფციული საშუალებების შემუშავებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, შექმნა საშუალება ოჯახის ბუნებრივ დაგეგმარების ახალი ხედვისა [58]. ოჯახის ბუნებრივ დაგეგმარების მეთოდები განსაზღვრული იყო როგორც „არჩევის სავარაუდო მეთოდები“ განვითარებადი ქვეყნებისათვის, იმიტომ, რომ ისინი მარტივია, არაა ძვირადღირებული (საჭიროებს მხოლოდ მარტივ სწავლებას), არ იძლევიან გვერდით ეფექტებსა და მიღებულია რელიგიური და კულტურული ნორმების უმრავლესობისათვის [59]. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო გამოკვლევამ გამოავლინა, რომ იმ წყვილებმა, რომლებმაც ეს მეთოდები სწორად შეითვისეს და გამოიყენეს (ტემპერატურისა და საშვილოსნოს ყელის მიერ გამოყოფილი ლორწოსათვის  ყოველდღიური თვალყურის დევნება, რვა ციკლის განმავლობაში), შეძლეს კონტრაცეფციის 97%-თვის მიღწევა. გამოკვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ქალების 94%-ს უკვე შეეძლო, სწავლების შემდეგ, ფერტილური სტადიის განსაზღვრა, რომელიც სამ ციკლს მოიცავდა [60].
ძუძუთი კვება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღიარებული იყო ერთადერთ ყველაზე სწორ მეთოდად, მშობიარობათა შორის ინტერვალების ოპტიმიზაციისათვის, ახლა ხშირად არის ჩართული ოჯახის ბუნებრივ დაგეგმარების პროგრამებში. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ, როდესაც დედა ბავშვს თითქმის მთლიანად კვებავდა თავის რძით სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, და მენსტრუაციები არ აღუდგა, მასში ოვულაცია არ ხდება. ლაქტაციური ამენორეის მეთოდი უზრუნველყოფს დაორსულებისაგან დაცვას არანაკლებ 98%-ისა [61].
ძუძუთი კვება ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც საკვერცხეების, ასევე სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკს. მაგალითად, იმ ქალებში, რომლებიც ბავშვს ძუძუს აწოვებენ, სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც ბავშვს ძუძუთი არ კვებავენ. ძუძუთი კვების ჩართვა ელემენტის სახით ოჯახის ბუნებრივ დაგეგმარების პროგრამაში, შესაძლოა, იყოს კონტრაცეფციული დაცვისა და ახალშობილის ჯანმრთელობის  გაუმჯობესების საშუალება, რადგან მხოლოდ ძუძთი გამოკვება უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლის პირველი 4-6 თვის განმავლობაში ბუნებაში არსებულებიდან ყველაზე საუკეთესო კვებას.

სამოქმედო რეკომენდაციები

ოჯახის დაგეგმარების პროგრამები უფრო ეფექტურები იქნებიან, თუკი ის სამსახურები, რომლებიც რეპროდუქციის საკიტახებით არიან დაკავებულნი, დაეყრდნობიან ძირითადი წამლებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების კონცეფციას: ფერტილურობის მოწესრიგების მომსახურება უნდა იყოს ყოვლისმომცველი, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისა და ჯანმრთელობის დაცვის სხვა   მომსახურეობის ჩათვლით, და ისინი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის, მისი ასაკის, სქესისა თუ ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად. ქალების საერთო რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის ყურადღების მიქცევით, შესაძლებელია, კონტრაცეფციის სფეროში უფრო უსაფრთხო ალტერნატივების მიგნება.
იმისათვოს, რომ ეს ასე მოხდეს, ქალებსა და მამაკაცებს უნდა გააჩნდეთ მეთოდების თავისუფალი არჩევისა და დაბალანსებული ინფორმაციის ქონის შესაძლებლობა; არჩევანი კონტრაცეფციული მეთოდების ფართო სპექტრიდან, და ასევე უსაფრთხო მუცლის მოშლისა და სტერილიზაციის საშუალება;

  1. სრული, ობიექტური ინფორმაცია კონტრაცეფციის არსებული ვარიანტების შესახებ; მათ მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკზე, მათ უპირატესობებზე, და პირად ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე ამ მეთოდების შესაძლო გავლენაზე; ასევე, ამ ვარიანტებით სარგებლობის ნათელი ინსტრუქციები.
  2. გადაწყვეიტელის მიღების საშუალება, ერთი ან მეორე მეთოდის სასრგებლოდ, რაიმე სანქციებისა თუ წამახალისებელის სტიმულების გარეშე.
  3. ჯანმრთელობის დაცვის კარგი სისტემის ხელმისაწვდომობა, რამდენდაც მრავალი მეთოდი წარმოადგენს „მედიკოსზე დამოკიდებულს“, და მოითხოვს ისეთ პირობებს, რომლის დროსაც ამ მეთოდების მომხმარებელს აქვს დაშვება შემდგომ დაკვირვებებზე, და კონტრაცეპტული საშუალების მოცილება ხდება პაციენტის პირველივე მოთხოვნისთანავე.

აუცილებელია, აგრეთვე, სამეცნიერო კვლევების გაფართოება, რათა გაუმჯობესდეს მომხმარებლის მიერ კონტროლირებადი კონტრაცეფციის არსებული მეთოდების ქონა და მოხერხებულობა, მექანიკური და ბუნებრივი მეთოდების ჩათვლით.
უპირველეს ყოვლისა – ქალების პოლიტიკური, ეკეონომიკური და სოციალური სტატუსის გაუმჯობესება; მათი უფრო ფართო ჩართვა ოჯახების მართვის პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციაში აუცილებლად გამოიწვევს უფრო გრძელვადიან დადებით ეფექტს.


ლიტერატურა

1. Khanna, J., van Look, P.F.A. and Griffin, P.D. (eds), Reproductive Health: a Key to a brighter future, Geneva, WHO, 1992, p4.
2. Ibid, p6.
3. Da Vanzo, J., Parnell, A.M., and Foege, W.H., “Health consequences of contraceptive use and reproductive patterns: Summary of a report from the US National Research Council”, Journal of the American Medical Association, Vol 265, No 20, 22/29 May 1991, pp2692-6.
4. Jacobson, J.L., Women’s Reproductive Health: the silent emergency, (World-watch Paper 102), Washington, Worldwatch Institute, 1991, p52.
5. Lethbridge, D.J., “Choosing and using contraception: toward a theory of women’s contraceptive self-care”, Nursing Research, Vol 40, No 5, Sep-Oct 1991, pp276-80.
6. Ibid.
7. Filshie, M., “Abortion”, chapter 14 in: Filshie, M. and Guillebaud, J. (eds), Contraception: Science and Practice, London, Butterworth-Heinemann, 1989, pp250-74.
8. Potts, M. and Rosenfield, A., “The fifth freedom revisited: I, background and existing programmes”, Lancet, Vol 336, 17 Nov 1990, pp1227-31.
9. Guillebaud, J., The Pill, Oxford, Oxford University Press, (4th edn) 1991, p227.
10. Jacobson, op cit, pp32-3.
11. Khanna, et al, op cit, p13.
12. Bang, R.A., Bang, А.Т., et al, “High prevalence of gynaecological diseases in rural Indian women”, Lancet, No 8629, 14 Jan 1989, pp85-8.
13. Jacobson, op cit, p28.
14. Winters, SJ. and Marshall, G.R., “Editorial: Hormonally-based male contraceptives: will they ever be a reality?”, Journal of Clinical Endocrinology and Metabolism, Vol 73, No 3, 1991, pp464A-B.
15. Hardon, A., “Contraceptive research: women’s perspectives”, in: Mintzes, B. (ed.), A Question of Control: Women’s Perspectives on the Development and Use of Contraceptive Technologies, Amsterdam, WEMOS Women and Pharmaceuticals Project/HAI, 1992, p7.
16. Lethbridge, op cit, pp276-80.
17. Brown, P., “Cash for contraception will keep family sizes falling”, New Scientist, 18 May 1991, p15.
18. Khanna, et al, op cit, p139.
19. Spieler, J., “US Agency for International Development: Support for NFP”, in: Queenan, J.T., Jennings, V.H., et al, Natural Family Planning: Current Knowledge and New Strategies for the 1990s, (Proceedings of a conference held at Georgetown University, 10-14 Dec 1990), Washington, DC, Georgetown University, Apr 1992, p6.
20. UNFPA, 1984 Report, New York, UNFPA, 1985, p8.
21. LaCheen, C., “Population control and the pharmaceutical industry”, in: McDonnell.K. (ed.), Adverse Effects: Women and the Pharmaceutical Industry, Penang, IOCU, 1986, p90.
22. Pappen, A., “The rise and fall of the IUD”, in: McDonnell, op cit, p168.
23. Lappe, P.M. and Schurman, R., Taking Population Seriously, London, Eanhscan Publications, 1989, p22.
24. Ibid, pp26-7.
25. Ibid, pp40-2; LaCheen, op cit, pp120-24.
26. Jacobson, op cit, p39.
27. Lappe and Schurman, op cit, p45.
28. Letter from James D. Shelton, Chief, Research Division, and Cynthia Calla, Medical Officer, Family Planning Services Division, of the Office of Population, USAID, Washington, DC, to Carlos Huezo, Medical Director, International Planned Parenthood Federation, London, 21 Aug 1991.
29. Jacobson, op cit, p52.
30. Maranga, J., “A question of education”, Orbit, Autumn 1988, p14.
31. United Nations Population Fund, The State of the World Population 1992, New York, 1992, cited in: Anon., “Women’s status and world population”, Lancet, Vol 339, 2 May 1992, p1107.
32. Guillebaud, J., Contraception: your questions answered, London, Churchill Livingstone, (revised edn) 1991, pp293-4.
33. WHO Task Force on Methods for the Regulation of Male Fertility, “Contraceptive efficacy of testosterone-induced azoospermia in normal men”, Lancet, Vol 336, 20 Oct 1990, pp955-9.
34. Bremner, W.J., Bagatell, C.J. and Steiner, R.A., “Gonadotropin-releasing hormone antagonist plus testosterone: a potential male contraceptive”, Journal of Clinical Endocrinology and Metabolism, Vol 73, No 3,1991, рр465-9.
35. Winters and Marshall, op cit, pp464A-B.
36. Taylor, G.T., Griffin, M.G. and Bardgett, M., “Search for a male contraceptive: the effect of gossypol on sexual motivation and epididymal sperm”, Journal of Medicine, Vol 22, No I, 1991, pp29-44.
37. Jeffcoate, S.L., “Progress towards a systemic male contraceptive”, chapter 17 in: Filshie and Guillebaud, op cit, pp305-9.
38. Ibid.
39. Grubb, G.S., “Experimental methods of contraception”, Current Opinion in Obstetrics and Gynecology, Vol 3, 1991, pp491-5.
40. Anon., “Ortho’s contraceptive vaccine”, Scrip, No 1687, 29 Jan 1992, p26.
41. Pain, S., “Hopes grow for Óperfect’ contraceptive”, New Scientist, 2 Mar 1991.
42. Khanna, et al, op cit, p91.
43. Hardon, A., “An analysis of research on new contraceptive vaccines”, Women and Pharmaceuticals Bulletin, Nov 1990, pp22-4.
44. Djerassi, C., “The bitter pill”, Science, Vol 245, July 1989, pp356-61.
45. Khanna, et al, op cit, pp98-9; Anon., “Mifepnstone approved in Sweden”, Scrip, No 1752, 11 Sep 1992, p27.
46. Djerassi, op cit, pp356-61.
47. Anon., “UK approval for mifepristone”, Lancet, Vol 338, 13 Jul 1991, pp111-2.
48. Williams, C. (ed.), The “Abortion Pill: widening the choice for women”, London, birth Control Trust, 1990, p6.
49. Anon., “UK pro-lifers boycott Roussel/Hoechst”, Scrip, No 1656, 1 Nov 1991, p7.
50. Potts, M., “USA; Access to mifepristone”, Lancet, Vol 339, 9 May 1992, pp1161-2.
51. Charo, A., “USA: Personal importation of mifepristone”, Lancet, Vol 340, 25 Jul 1992, p229.
52. Anon., “Prof Baulieu on mifepristone”, Scrip, No 1542, 22 Aug 1990, p19.
53. Anon., “New York Mayor’s mifepristone campaign”, Scrip, No 1608, 17 Apr 1991, p18.
53а. Anon., “Mifepristone”, Lancet, Vol 341, 1 May 1993, p1146.
54. Anon., Scrip, No 1542, op cit, p19.
55. Fonseca, W., Misago, C. and Kanji, N., “Misoprostol plus mifepristone”, Lancet, Vol 338, 21/28 Dec 1991,p1594 .
55a. Nau, J.-Y., “Drug firm defends marketing strategy on abortion pill”, Guardian Weekly, 19 Aug 1990 (from an article in Le Monde, 1 Aug 1990).
56. Silvestre, L., Dubois, C., et al, “Voluntary interruption of pregnancy with mifepristone (RU 486) and a prostaglandin analogue: a large-scale French experience”, New England Journal of Medicine, Vol 322, No 10, 8 Mar 1990, pp645-8.
57. LeGrand, A., “The abortion pill: A solution for unsafe abortions in developing countries?”, Social Science and Medicine, Vol 35, No 6, 1992, pp767-76.
57a. Nau, J.-Y., op cit.
58. Kambic.R.T., “Natural family planning use-effectiveness and continuation”, American Journal of Obstetrics and Gynecology, Suppl. to Vol 165,.No 6, Pan 2, Dec 1991, pp2046-2048.
59. Ryder, R.E.J., “Abortion”, Lancet, Vol 339, 20 Jun 1992, p1544.
60. Queenan, J.T. and Moghissi, K.S., “Natural family planning: looking ahead”, American Journal of Obstetrics and Gynecology, Suppl. to Vol 165, No 6, Pan 2, Dec 1991, pp1979-80
61. Gross, В.A., “Is the lactational amenorrhea method a part of natural family planning? Biology and policy”, American Journal of Obstetrics and Gynecology, Vol 165, No 6, Part 2, Dec 1991, pp2014-19.
62. Labbok, M. and Koniz-Booher (eds), Breastfeeding: protecting a natural resource, Washington, Georgetown University, 1990, p8.
63. WEMOS/HAI, Guidelines for the Distribution and Use of Fertility Regulation Methods, Amsterdam, WEMOS/HAI, 1991.