თურმანიძეთა ისტორიული საგვარეულო

თურმანიძის მალამო

მკურნალ თურმანიძეთა ისტორიული საგვარეულო

მკურნალ თურმანიძეთა საგვარეულო საქართველოში უძველესი  დროიდანაა ცნობილი, როგორც მკურნალთა გვარი. მას იხსენიებენ, ქართული, სპარსული, თურქული, აზერბაიჯანული და სომხური წერილობითი წყაროები. შემონახულია მრავალი გადმოცემა და ხალხური ლექსი. ერთ–ერთი გადმოცემის თანახმად, თურმანიძეებმა არა მარტო საქართველოს, არამედ ირანისა და მეზობელი ქვეყნების მკურნალ თურმანიძეთა საგვარეულოსაც დაუდეს სათავე, იწვევდნენ რა ამ ქვეყნების მეფეთა თურმანიძის მალამო ნაწოლებისათვისმკურნალად.

რუსეთთან შეერთების შემდეგ, მკურნალი თურმანიძეებს დიდ პატივს მიაგებდნენ რუსეთშიც. გვარის ეტიოლოგიაც, სპარსული სიტყვიდან ”თურმან” (მკურნალი) მომდინარეობს. საქართველოში არც თუ ბევრია პროფესიის აღმნიშვნელი გვარები და ისინი მხოლოდ თავიანთ პროფესიაში გამორჩეულებს ერქმეოდათ. აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ვარაუდით, თურმანიძეებს თავდაპირველად სამხრეთ საქართველოში უცხოვრიათ; შემდეგ თურმანიძეები გადასახლებულან იმერეთში, ქართლ-კახეთსა და აჭარაში.

გადასვლა საიტის – ,,თურმანიძის მალამო” – სათაო გვერდზე

თურმანიძის მალამო ბავშვებისათვისდღეს თურმანიძეები მრავალ სოფელში სახლობენ: აგარა, ადლია, ანგისა, აქუცა, აჭყვა, ახალსოფელი, ახალშენი, ბათუმი, ბზუბზუ, ბობოყვათი, ბუკნარი, გარეტყე, გოგაძეები, გონიო, გორგაძეები, გუნდაური, დაგვა, დანდალო, დეკანაშვილები, ერგე, ვარშალომიძეები,  ვარჯანისი, ზანაქიძეები, ზესოფელი, თხილნარი, ინაშარიძეები, ინწკირვეთი, კაპრეშუმი, კახაბერი, კიბე, კორომხეთი, ლომანაური, მასაურა, მახვილაური, მახინჯაური, მახო, მახუნცეთი, მეჯინისწყალი, მერისი, მეძიბნა, მეჯინისწყალი, მინდა, მოფრინეთი, ნამონასტრევი, ორთაბათუმი, ორცვა, ოქროპილაური, ოქტომბერი, სალიბაური, სამება, სამოლეთი, სარფი, სატეხია, საჩინო,  სილიბაური, სიხალიძეები, ტბეთი, ურეხი, ფაჩხა, ფერია, ქედა, ქიძინიძეები, ქობულეთი, ყოროლისთავი, შარაბიძეები, შუაღელე, შუახევი, ჩაქვი, ჩხუტუნი, ციხისძირი, ცინარეთი, ცხემნა, წაბლანა, წინსვლა, წონიარისი, ჭარნალი, ჭახათი, ხალა, ხელვაჩაური, ხე-ყრუ, ჯაბნიძეები, ჯიხანჯური, ჯოჭო და სხვა. თურმანიძეთა ყველა ეს ოჯახი, ასე თუ ისე, ისტორიულად მკურნალობასთან იყო დაკავშირებული.

თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის

პროფესიაში განსაკუთრებით დაწინაურებულა თურმანიძეთა  იმერეთის შტო, რომელსაც აზნაურობა მიენიჭა. შემდგომ თურმანიძეთა ამ შტოს ერთი ნაწილი ქართლშის სამეფო კარს მიუწვევია. მათი წოდების ლეგიტიმაცია მოახდინა რუსეთის სამეფო კარმაც. ”ამათნი გვარნი არიან იმერეთიდგან სამეფო აზნაურნი, მოსრულნი ქართლში დროსა მეფისა თეიმურაზისასა ქრისტეს აქეთ 1748 და რომელნიცა მოხსენებულ არიან მეფისა ირაკლისაგან ტრაკტატსა შინა, ამათნი გვარნი რომელნიმე სახლობენ ქართლში და რომელნიმე იმერეთს.”

თურმანიძის მალამო ანტისეპტიკური

მე–20 საუკუნეში, თურმანიძეთა იმერეთის შტოს წარმომადგენელთა სახელი კიდევ უფრო ფართედ გავრცელდა. ამ დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მკურნალები მალაქია თურმანიძე და  ქეთევან თურმანიძე  (შემდგომში: ანა თურმანიძე).

1998 წელს მალაქია თურმანიძისა და ქეთევან თურმანიძის შთამომავლებმა დაარსეს ფირმა თურმანიძე (WWW.TURMANIDZE.GE). საწარმოო ჯერჯერობით უშვებს თურმანიძეთა მალამოების მხოლოდ რამდენიმე სახეობას. მათი საფირმო შეფუთვები ამ გვერდზეა წარმოდგენილი.

თურმანიძის მალამო,  2008 წელი

ლიტერატურა და წყაროები:

  1. შენგელია მ., ქსე, ტ. 5, გვ. 11, თბ., 1980
  2. სიძველენი, წიგნი I
  3. საქართველოს სიძველენი, წიგნი III
  4. ქართული სამართლის ძეგლები, ტომი IV
  5. ისტორიული საბუთები, წიგნი IV
  6. ქრონიკები, წიგნი II
  7. www.turmanidze.ge
  8. http://medgeo.net/2010/05/14/turmanidze-2/

თურმანიძის მალამო