ზოგადი ფარმაკოლოგია

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ფარმაკოლოგია შეისწავლის სამკურნალო საშუალების ორგანიზმთან ურთიერთქმედებას.
კლინიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ურთიერთქმედების შედეგი. საერთოდ, წამლის მოქმედების არსი მდგომარეობს ბიოსუბსტრატთან კომპლექსის წარმოქმნაში. რაც უფრო აქტიურად წარმოიქმნება ასეთი კომპლექსი, რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია, მით უფრო ძლიერად მოქმედებს წამალი. კომპლექსის წარმოქმნის სიჩქარე წამლის კონცენტრაციის პროპორციულია. აქედან გამომდინარე, ეფექტის სიჩქარე და ძალა ორგანიზმში მოხვედრილი წამლის აბსოლუტურ რაოდენობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მისი ბიოსუბსტრატთან კომპლექსის შესაძლო წარმოქმნის ადგილას კონცენტრაციაზე.
ფარმაკოლოგიას ყოფენ ორ ნაწილად: ზოგადი და კერძო ფარმაკოლოგია.

ზოგადი ფარმაკოლოგია შეისწავლის წამლისა და ორგანიზმის ურთიერთმოქმედების ზოგად (საერთო) მექანიზმებსა და საკითხებს.
კერძო ფარმაკოლოგია შეისწავლის კონკრეტული სამკურნალწამლო საშუალებებისა და მათი ჯგუფების ორგანიზმთან ურთიერთქმედებას.
XX საუკუნის შუა პერიოდიდან ფარმაკოლოგიაში გამოყოფილ იქნა შემდეგი ორი ძირითადი ნაწილი – ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები