ერისთავი კონსტანტინე

ერისთავი კონსტანტინე დავითის ძე (1889-1975)-ქართველი ქირურგი. 1914 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მსახურობდა ჰოსპიტალში ექიმად სხვადასხვა ფრონტებზე; ამასთან ეწეოდა მეცნიერულ შრომას. საკუთარი დაკვირვებები გადმოსცა სტატიებში ,,აიროვანი განგრენის მკურნალობა ვაქცინის დახმარებით და ,,ინფიცირებული ჭრილობების მკურნალობა ფრონტის პირობებში (1915). 1818-დან 1921 წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების  ორდინატორად; 1929-1941 წწ. ხელმძღვანელობდა ზოგადი ქირურგიის კათედრას, ხოლო 1948-1962 წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტრიტუტში. 1941-1950 წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, რომლებიც ეძღვნება ინფიცირებული ჭრილობების, დაჩირქებების და დამწვრობების, წყლულოვანი დაავადების, ნაწლავთა გაუვალობის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინრების, გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს, ასევე გაუტკივარების, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტოლოგიის, ნეიროქირურგიის, ტრანსფუზიოლოგიის საკითხებს. (კ. ს. ვირსალაძე, Большая медицинская энциклопедия; 1986 წ. )

ერისთავი კონსტანტინე