ბიზნეს-ტურები. ტრენინგები.სტაჟირება უცხოეთში.

თუ ხართ სტუდენტი ან სპეციალისტი, ან სულაც კომპანიის ხელმძღვანელი, პროფესიული ზრდა აუცილებელია. იმისათვის, რომ გახდეთ თქვენი საქმის პროფესიონალი, არ არის აუცილებელი მინცდამაინც საზღვარგარეთ წასვლა რამოდენიმე წლით ან უამრავი პროფესიული კურსის გავლა. დაგეხმარებათ ბიზენეს-კურსები საზღვარგარეთ.

ეს შეიძლება იყოს უცხო ენების კურსები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს საქმიანობასთან; მაგალითად, ინგლისური+ბიზნესი, ინგლისური+მედიცინა, შეგიძლიათ გაიაროთ მალტაში. ინდივიდუალური სწავლების კურსის ღირებულება (2კვირა) არის 620 ევრო. კურსები იწყება ყოველ ორშაბათს.

საფრანგეთში შეგიძლიათ გაიაროთ კურსი ფრანგული+მოდა. ეს პროგრამა მიმდინარეობს პარიზის ენების სკოლის და დიზაინის სკოლა Mod’Art – ის მხარდაჭერით. კურსის ღირებულებაა 820 ევრო, ხანგრძლივობა 2 კვირა.

თუ გიყვართ საჭმლის მომზადება, დაგაინტერესებთ კურსი ფრანგული+კულინარია. მისი საშუალებით შესძლებთ გაიუმჯობესოთ ფრანგული ენის ცოდნა და ისწავლოთ უგემრიელესი ფრანგული კერძების მომზადება. 2 კვირიანი კურსის ღირებულებაა 900 ევრო.

ასეთი ტიპის კურსები არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა თქვენთვის მიიღოთ საზღვარგარეთ საუკეთესო პროფესიონალებთან სწავლის გამოცდილება, გაიცნოთ სხვადასხვა ქვეყნების უცხოელი კოლეგები და მიიღოთ ახალი შემოთავაზებები სამსახურთან დაკავშირებით.

მათთვის, ვისაც სურს თავად იხილოს როგორ მუშაობენ უცხოურ კომპანიებში, კარგი იქნება საზღვარგარეთ სტაჟირების გავლა. მსავს სტაჟირებებს ჩვეულებრივ გთავაზობენ ენის კურსები, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გამომუშავებითი ანაზღაურება ზოგჯერ განსაზღვრული არ არის, მაგრამ შეიძენთ სასარგებლო გამოცდილებას და საინტერესო ნაცნობებს.