ბერძნული ტერმინოლოგიის ლათინიზაციის პროცესი

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>>

პუნიკური ომების (ძვ. წ. III-II სს) შემდეგ რომაელმა ლეგიონებმა შორს გაიტანეს ლათინური ენა.  უკვე II პუნიკური ომის შემდეგ (ძვ. წ. 201 წლიდან) რომმა ხელთ იგდო ესპანეთის აღმოსავლეთი და სამხრეთი სანაპიროები. თანდათან რომაელები იპყრობენ მაკედონიას, საბერძნეთს, სირიას, ეგვიპტეს, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს, ჩრდილო აფრიკას, გალიას, ბრიტანეთს და ა.შ. დაპყრობითი ომები მთავრდება იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს. [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”]
მთელ დაპყრობილ ტერიტორიაზე გავრცელდა ლათინური ენა. იგი იმპერიის სახელმწიფო ენად იქცა. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ლათინური ენა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გავრცელდა, მაშინ როცა ბევრად უფრო განვითარებულმა ძველმა ბერძნულმა ენამ დიდი გავლენა მოახდინა თვით ლათინურ ენაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც 395 წელს რომის იმპერია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად დაიყო, ბერძნული ენა გადაიქცა იმპერიის მეორე ენად ძირითადად აღმოსავლეთში, ჩვ.წ.აღ.-მდე II საუკუნიდან კი (რომმა საბერძნეთი ძვ. წ. 146 წელს დაიპყრო), იმპერიისათვის დამახასიათებელი გახდა ბილინგვიზმი (ბი – ორი, ლინგუა – ენა) – ორენოვნება. ლათინურ ენაში დიდი რაოდენობით ჩნდება ბერძნული სიტყვები არა მარტო სამეცნიეროდისციპლინებში, არამედ ყოველდღიურ მეტყველებაშიც. ნასესხები სიტყვები ლათინიზირდებოდნენ –  იღებდნენ ლათინური ენისათვის დამახასიათებელ დაბოლოებებს. სამედიცინო ტერმინოლოგიაც ლათინურ ენაზე ამ პერიოდში ყალიბდებოდა და ცხადია, იგი ვერ ასცდებოდა ბერძნული ენის გავლენას, ისევე როგორც მეცნიერების სხვა დარგების ტერმინოლოგია. [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”]
ბერძნული სიტყვებისა და ტერმინოლოგიის ლათინურ ენაში დამკვიდრებას, გარდა ამ ხალხების პირადი კონტაქტებისა, ხელს უწყობდა დიდძალი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელსაც რომაელები იმ პერიოდში ეცნობოდნენ და ინტენსიურად თარგმნიდნენ. დიდი იყო ინტერესი მედიცინის მიმართაც. გარდა ჰიპოკრატეს შრომებისა, რომაელები გაეცვნენ მისი მოწაფეებისა და მიმდევრების შრომებსაც. ბერძნული სამედიცინო სკოლის მიღწევები განავითარეს ალექსანდრიელმა ექიმებმა ჰეროფილემ (ძვ. წ. IV ს.ბოლო მესამედი), აღწერითი ანატომიის ფუძემდებელმა და ერასისტრატემ (ძვ. წ. IV-III სს). მოგვიანებით რომაელებს თავად შეაქვთ დიდი წვლილი ევროპული მედიცინის განვითარებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რომაელი ენციკლოპედისტისა და ექიმის ავლუს კორნელიუს ცელსუსის (ჩვ. წ. აღ.-მდე I ს-ის დასასრული და ჩვ. წ. აღ.-ის I ს-ის I ნახევარი) შრომებს. ჩვენამდე მოაღწია მისმა 8 წიგნისაგან შემდგარმა თხზულებამ “მედიცინის შესახებ” (Dე მედიცინა). ცელსუსი ლუკრეციუსის (ძვ. წ. 99 -55 წწ) შემდეგ ბერძნული ტერმინოლოგიის გვერდით თამამად ხმარობდა ლათინურ სინონიმებსაც. ამით მან ერთგვარად საფუძველი ჩაუყარა ლათინურ სამედიცინო ტერმინოლოგიას, გააფართოვა და წარმოაჩინა ამ ენის გამოყენების საზღვრები. ასევე დიდია მედიცინის წინაშე კლავდიუს გალენუსის (ძვ. წ. 131-201 წწ) დამსახურება. ე.წ. “გალენური პრეპარატები” დღესაც გამოიყენება მედიცინაში.  [”ნანა ამირანაშვილი.დისერტაცია”]
მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა პლინიუს უფროსის “ბუნებისმეტყველების ისტორიამ”, რომელიც 37 წიგნისაგან შედგება. ძვ. წ. IV საუკუნეში აქედან შედგა შემოკლებული “პლინიუსის მედიცინა” ერთ წიგნად. [”ნანა ამირანაშვილი.დისერტაცია”]
ერთი სიტყვით, რომაული მედიცინა აღმავლობის გზით მიდის, ბერძნული ტერმინების გვერდით მკვიდრდება ლათინური სინონიმები, ე.ი. მედიცინაში საფუძველი ეყრება ბილინგვიზმს – ორენოვნებას, რომელიც დღემდე გრძელდება. ამით არის გამოწვეული, რომ ლათინური ენის შესწავლისას ბერძნულ ტერმინებზეც ხშირად გვექნება საუბარი. [ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია]
ლათინური ენის აღმავლობა, როგორც ცოცხალი, სალაპარაკო ენისა, წყდება ძვ. წ. V საუკუნეში. [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”]
476 წელი, რომელიც ისტორიაში პირობითად მონათმფლობელური ფორმაციის დასასრულად ითვლება, ერთდროულად რომის იმპერიის მზის ჩასვენებასაც მოასწავებს. ამის შემდეგ სალაპარაკო ლათინური ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციებს. ძველი რომაული პროვინციები ცდილობენ საკუთარი ენების აღდგენას. ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს IX საუკუნიდან. სალაპარაკო ხალხურ ლათინურთან ადგილობრივი ენების შერწყმის შედეგად წარმოიშვა თანამედროვე რომანული ენები: ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, იტალიური, ბულგარული, რუმინული და სხვები. რაც შეეხება სალიტერატურო ლათინურს, იგი ხელოვნურად განაგრძობდა არსებობას დასავლეთ ევროპაში მრავალი საუკუნის მანძილზე: შუა საუკუნეებში (V-XIV სს) ე. წ. შუა საუკუნეების ლათინურის, ხოლო აღორძინების ეპოქაში (XV-XVI სს) ე.წ. ჰუმანისტური ლათინურის სახელწოდებით. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება მიმდინარეობდა ლათინურ ენაზე, მეცნიერებიც თავიანთ შრომებს ლათინურ ენაზე წერდნენ, ძველ ბერძნულ  და არაბულ ენებზე შექმნილ თხზულებებსაც ევროპა ლათინურ ენაზე ეცნობოდა. მაგ., ლათინურის საშუალებით გახდა ცნობილი ტაჯიკი სწავლულის იბნ-სინას (ავიცენას) თხზულება სამყაროსათვის, რომელიც თითქმის XVI საუკუნის ბოლომდე ერთადერთ სამედიცინო სახელმძღვანელოდ იყო აღიარებული. აღორძინების ხანაში ძალიან ზრუნავდნენ ლათინური ენის სიწმინდის დაცვისათვის. ამ ეპოქაში ლათინურმა ენამ მოიპოვა მეცნიერების საერთაშორისო აღიარება. ინფორმაციის გაცვლა ზეპირადაც და წერილობითაც ლათინურ ენაზე წარმოებდა. ამ პერიოდშივე ეყრებოდა საფუძველი საერთაშორისო სამედიცინო ტერმინოლოგიას ლათინურ ენაზე. [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”]
ლათინურ ენაზე წერდნენ XVI საუკუნის ცნობილი იტალიელი ანატომი, ადამიანის მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი ანდრეას  ვეზალიუსი (1514-1564), XVII ს-ის გამოჩენილი ინგლისელი ექიმი ჰარვეი, ასევე, თვალსაჩინო ევროპელი მეცნიერები, ფილოსოფოსები, ექიმები: ფრენსის ბეკონი, თომას მორი, რენე დეკარტი, გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი, ბარუხ სპინოზა, ჯორდანო ბრუნო, ისააკ ნიუტონი, კარლ ლინე, მ.ვ.ლომონოსოვი, ნ.ვ.პიროგოვი და სხვები. ლათინურ ენაზე დგებოდა ავადმყოფობის ისტორიები. [”4”]
ამდენად, სამედიცინო განათლება საუკუნეების მანძილზე ლათინურ ენაზე ვრცელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დაიხვეწა და გამდიდრდა ლათინური სამედიცინო ტერმინოლოგია ძველი ბერძნული ენის დახმარებით და იგი მოხერხებულ საურთიერთო საშუალებად იქცა მთელი მსოფლიოს ექიმებს შორის. მეცნიერებისა და მედიცინის ენად ლათინურის გამოყენებას, გარდა დამკვიდრებული ტრადიციებისა, ხელი შეუწყო იმანაც, რომ მთელ რიგ ენებზე არ არსებობდა მეცნიერული ცნებების გამომხატველი სიტყვები, ლათინურ ენას კი მოკლედ, ზუსტად და გამომეტყველად შეუძლია გამოხატოს ყველა ცნება და ერთი ტერმინი გამოიყენოს იქ, სადაც სხვა ენებში რამდენიმე სიტყვა იქნებოდა საჭირო [ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია]
დღეს ლათინური ენა მკვდარ ენათა რიცხვს განეკუთვნება, მაგრამ იგი განაგრძობს სიცოცხლეს როგორც მეცნიერების, ღვთისმსახურების, დიპლომატიის, იურისპრუდენციის და მედიცინის ენა  [”ნანა ამირანაშვილი. დისერტაცია”].
როგორც აღვნიშნეთ, ბერძნული სამედიცინო ლექსიკის ლათინიზაციის პროცესმა ცენტრალური როლი ითამაშა თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიისა და მისი შექმნის პრინციპების ჩამოყალიბებაში. ბერძნული და ლათინური ტერიტორიულად და ისტორიულად ურთიერთმოქმედი ინდოევროპული ენებია, ამიტომაც ის აღნიშვნები (სიტყვები) რომელებიც აკლდა ლათინურ ენას ადვილად გადმოჰქონდათ ბერძნულიდან და ადვილად ასიმილირდებოდა ლათინურ ენაში. ამასთან, რიგი გალათინურებული სიტყვებისა სრულად ინახავდა თავის ფორმას, რომელიც ტრანსკრიბირდებოდა ლათინური ალფავიტით გარკვეული ბერძნული ბგერების თავისებურებების გათვალისწინებით. ბგერები, რომლებიც გამოისახებოდა ბერძნული ასოებით  χ (ხი), φ (ფი) და υ (თეტა), რომაელები გამოსახავდნენ ორასოიანი კომპლექსებით (დიგრაფები) ch, ph და th მაგალითად: χοριου — chorion, φλεγ μασια — phlegmasia, υωραξ  — thorax. ბერძნული ასოების შეთავსება  σχ (სიგმა ხი) გადმოიცემოდა შემდეგნაირად sch,რომელიც გამოითქმებოდა როგორც (სხ)[ñõ]1, მაგალითად σχημα  — schema — სქემა, მაგრამ ზოგიერთ ტერმინში, რომელიც მოხვდა გერმანული ენიდან რუსულ ენაში  გამოითქმის როგორც (შ) [ø], მაგალითად ტერმინებში, რომლებიც იწყებიან ელემენტით σχισο‑ — schiso‑ — შიზო‑. დამწყები ბგერა, რომელიც გამოხატავს ბერძნულ ასოს ρ (რო) ძლიერი ამოსუნთქვის ნიშნით, ლათინურად გადმოიცემოდა დიგრაფით rh, მაგალითად ρινιτις — rhinitis, ხოლო წარმოებული სიტყვების შემადგენლობაში ემატებოდა კიდევ ერთი ρ, მაგალითად αιμορραγια — haemorrhagia. ბოლო მაგალითიდან ჩანს, რომ ძლიერი ამოსუნთქვის ნიშანი დამწყები ხმოვნით გადაეცემოდა ლათინური ტრანსკრიფციით h  ასოთი. ბერძნული დიფთონგი αι [àé] გადაიცემოდა ლათინური àå [ý], დიფთონგი — οι [îé] — ლათინური îå [ý], ει [ýé] — ასოთი i [è] ან დიგრაფით ei [ýé], αυ [ay] — au [ay], ευ [ýó] — eu [ýó], მაგალითად, γγνγραινα — gangraena, οισοφαγος — oesophagus, χλει{ {τορις — clitoris, υεραπεια — therapia, αυρα — aura, πνευμονια — pneumonia. განსხვავება გრძელ და მოკლე ხმოვან ბგერებს შორის  Ðàçëè÷èÿ ìåæäó äîëãèìè è êðàòêèìè ãëàñíûìè çâóêàìè, გამოსახული ასოებით ω [î äîëãîå] და  ο [î êðàòêîå], ასევე η [å äîëãîå] და  ε [å êðàòêîå] ლათინურ ტრანსკრიფციაში არ აისახებოდა. ბერძნული ასო (იფსილონი) Ãðå÷åñêàÿ υ [u] ფრანგული ან [ü] გერმანული ტრანსკრიბირდებოდა ლათინურად ჩვეულებრივი ასოთი ó [è], მაგალითად υπερ‑ —hyper‑, მაგრამ ზოგჯერ, მაგალითად შუა საუკუნეებში  u [ó] ასოთიც, მაგალითად βυρσα — bursa. ბერძნული ასო ტრანსკრიბირდებოდა ჩვეულებრივი ასოთი  κ [ê] (კაპპა)ñ, და იკითხებოდა როგორც კლასიკური ლათინური [ê]. დროთა განმავლობაში დამკვიდრდა ასოს ორმაგი კითხვის წესი ñ: [ê] — ა, ო და ი წინ. თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს  [ö] —å, i, ó, àå, îå  წინ. ბერძნული წარმოშობის სიტყვებში, რომელთაც განიცადეს ლათინიზაცია ან სხვაგვარი ტრანსკრიფცია დასავლეთევროპულ ქვეყნებში, ბერძნული κ იკითხებოდა ორმაგად. ამგვარად ბერძნული სიტყვიდან  χεφαλη [êåôàëå] — თავი, წარმოიშვა არა მხოლოდ კეფალოგრაფია, კეფალოჰემატომა, ასევე ცეფალომეტრია, ცეფალოცელე, ბერძნული სიტყვიდან χυστις [êþñòèñ] — ბუშტუკი  — ცისტადენომა, ცისტიტი, ასევე კისტომა, პოლიკისტოზი ბერძნული სიტყვიდან χηλη [êåëå] გამობერილობა, თიაქარი — ჰემატოცელე, ბერძ. χερας, χερατος [êåðàñ, êåðàòîñ] რქა, რქოვანი ნივთიერება— კერატიტი, კერატოპათია და სხვ.
ზოგჯერ ლათინიზაცია ეხებოდა ნასესხები სიტყვების ფორმებსაც: ბერძნული დაბოლოებების ‑ος, ‑ου ნაცვლად ხდებოდა ლათინური დაბოლოებების  -us, -um, ჩართვა, მაგალითად πυλωρος, — pylorus, οιυοφαγος; — oesophagus, χραυιου — cranium, βραχιων — brachium; სხვა ბერძნული ნასესხები ფორმები მკვიდრდებოდნენ ლათინურ ენაში ყოველგვარი მორფოლოგიური მოდიფიკაციის გარეშე: χωμα — coma, αναλυσισ — analysis.
ბერძნულ სიტყვათა შორის ბევრმა განიცადეს ლათინიზაცია ჯერ კიდევ რომაულ ლიტერატურაში და შემონახულია დღევანდლამდე ესენია, მაგალითად: brachium — მხარი, bronchus — პირველადი მნიშვნელობით — სასუნთქი მილი, carpus — მაჯა, clitoris —სავნებო, hepar —ღვიძლი, larynx — ხორხი, meconium — მეკონიუმი, meninges — ტვინის გარსები, necrosis — კვდომა, oesophagus — საყლაპავი, pancreas — კუჭქვეშა ჯირკვალი, paralysis — დამბლა, perinaeum — შორისი, pharynx — ხახა, propolis — ფუტკრის წებო, splen — ელენთა, splanchna —შიგნეულობა, thorax — გულმკერდი.
ბერძნულიდან ნასესხები ფორმები სწრაფად მკვიდრდებოდა  სხვადასხვა ეთნოსში, მათ შორის – ლათინიზებული ფორმით უბრუნდებოდა ბერძნულ ენასაც. ამას ხელს უწყობდა იმდროინდელი სწავლების  პროცესის რომში კონცენტრირება.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

ბერძნული ტერმინოლოგიის ლათინიზაციის პროცესი