ახალი პოსტი და მისი ოპტიმიზაცია

WordPress – კონსულტაციები

მარცხნივ შავ ზოლში მაუსი მიუახლოვეთ ,,ჩანაწერები“ და დააკლიკეთ ,,ახლის დამატება“ -ზე.
ზედა ზოლში  – ,,სათაურის დამატება“, . – ჩაწერეთ სტატიის სათაური.
სათაური უნდა იყოს მოკლე და უშუალოდ თემატური. შეიძლება ორი ნაწილისაგანაც შედგებოდეს თუ ეს აუცილებელია. თუმცა წინ აუცილებელია იყოს ქეივორდი (საკვანძო სიტყვა, მთავარი სიტყვა.)

ქვევით, ცარიელ ველში, ჩააპეისტეთ ტექსტი, ან ხელით აკრიფეთ.
ტექსტში პირველი ფრაზა   ქეივორდი (მთავარი, წამყვანი) უნდა იყოს.
ტექსტი უნდა დაიყოს რუბრიკებად, გააზრებულად.

თუკი ერთ აბზაცში ბევრი წინადადებებია, და მთლიანად აბზაცი დიდი გამოდის, შეეცადეთ გაყოთ ორად, ან სამად და ა. შ. ანუ ერთ აბზაცში მოქცეული წინადადებები ენთერით გაითიშოს, მხოლოდ ისე, რომ საბოლოოდ თავდაპირველი ეს ერთი აბზაცი ერთ ბლოკში დარჩეს.

იმისათვის, რომ ტექსტი ბლოკებად გამოჩნდეს, მიმართეთ ამას:

ჩამოშალეთ და აირჩიეთ ,,ბლოკებად ჩვენება“ და ერთ ბლოკში მოაქციეთ ტექსტი, რომ შემჭიდროვდეს.


ქვესათაურებისთვის გამოიყენეთ ხელსაწყოთა ზოლში  სათაურებისა და ქვესათაურების შრიფტები:


პოსტის კატეგორიაში განთავსება – მარჯვენა სვეტში ,,კატეგორიები“ -ში მოვნიშნავთ (გავუკეთებთ ,,პტიჩკას”)  სასურველ კატეგორიას.

ტეგები, ანუ საკვანძო სიტყვები – მარჯვენა სვეტში ,,ტეგები“ – ის ქვევით ცარიელ ველში ჩავწერთ ერთმანეთისაგან მძიმეებით და პრობელით  გამოყოფილ საკვანძო სიტყვებს და დავაკლიკებთ ღილაკზე ,,დამატება“.

ცხადია, საკვანძო სიტყვები უნდა შევარჩიოთ პოსტის თემის, სათაურის, ასევე სიტყვების, გათვალისწინებით რომლებიც ტექსტში ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება. ტეგები რაოდენობა სასურველია 5-დან 10-მდე,  მაგრამ სწორად უნდა იქნეს შერჩეული. რაც არ შედის სტატიაში საჭირო არაა.  მაგალითად: უმეტესად ქვერუბრიკების სახელები უნდა შევიდეს.


პოსტის ოპტიმიზაცია

პოსტის ქვევით, აქ

ჩავწერთ პოსტის წამყვან სიტყვას,


შემდეგ ვავსებთ ცარიელ ველებს ასე:


თუ დააკლიკებთ ამაზე:

ჩამოშლილ სიაში ნახავთ რეკომენდაციებს, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება სტატიის ოპტიმიზაციისათვის.

თუკი მარჯვნივ აქ – Seo გამწვანდა, მაშასადამე სტატია ოპტიმიზირებულია.

ასევე უნდა გამწვანდეს მის ზემოთაც Readability

სულ ბოლოს , როცა ყველაფერს მორჩებით, სტატიის გამოქვეყნებისათვის აჭერთ ლურჯ ღილაკზე ,,გამოქვეყნება“