ახალი პერიოდი

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება საქართველოში”, დასაწყისი იხ. >>>

იწყება მე-19 საუკუნის ბოლოდან. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სამედიცინო ტერმინოლოგია ლათინურ ენის ბაზაზე დაკანონდა. ერთის მხრივ დაიწყო სამედიცინო ცნებათა სისტემატიზაცია, უნიფიკაცია და ლათინური სატერმინოლოგიო ლექსიკონების მომზადება, მეორეს მხრივ – ლათინურ ენაზე მომზადებული საერთაშორისო ტერმინოლოგიის ბაზაზე ეროვნული სამედიცინო ტერმინოლოგიების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ ჰქონდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ხელსაყრელი პირობები, საქართველოშიც დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებებით.
ქართულმა საზოგადოებამ, ერთის მხრივ, ყურადღება მიაპყრო ტერმინოლოგიის შექმნის   ისტორიული გამოცდილების კვლევას. ამ მიმართულებით მუშაობდნენ ივ. ჯავახიშვილი, ლადო კოტეტიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ შენგელია და ქართული მედიცინის ისტორიის სხვა მკვლევარები. მეორე მხრივ, მიმდინარეობდა სამუშაოები უშუალოდ ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. წამოწყებას ხელმძღვანელობდნენ ს. ყაუხჩიშვილი. სპ. ვირსალაძე, ალ. ნათიშვილი. ზ. მაისურაძე, ნ.ყიფშიძე, ი. ქუთათალაძე და სხვები. ვიწროდარგობრივმა სატერმინოლოგიო სამუშაოებმა  ბუნებრივია შექმნა ტერმინოლოგიური არაცალსახობა. პროფ.ზ. მაისურაძემ 1947 წელს დაიწყო ტერმინთა უნიფიკაცია. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღებული, თუმცა ბუნებრივია პრობლემა  სრულად ვერ გადაიჭრა.
სხვადასხვა დროს სატერმინოლოგიო მასალების მომზადებაზე მუშაობდნენ:  აბაშიძე  ლ., აბაშიძე ს.,  აბესაძე ა., აკობია ე., ალადაშვილი ალ., ალექსიძე ალ., ამირანაშვილი  ნ., ანთაძე ლ., ბარამიძე  ქ., ბახტაძე გ., ბერიშვილი  გ., გიორგაძე  გ., გოგოლაური თ., გონგაძე ნ., გუნია კ., დათეშიძე ლ., დგებუაძე რ., ერისთავი  კ., ერისთავი ლ.,ზარდიაშვილი თ., თიკანაძე ივ., თოფურია გ., თურმანაული გ., თურმანაული ი., იოსელიანი გ., კინწურაშვილი  ლ., კლიშოვი ა., კოპალეიშვილი ბ., კორძაია მ., კუჭაიძე ვლ., ლაპანაშვილი ი., ლაჩაშვილი ი., ლეჟავა გ., მაისურაძე ზ., მალაშხია ი.,  მაყაშვილი ალ., მგალობლიშვილი ც., მენაბდე ც., ნათიშვილი ალ., ნაკაშიძე  ე., პაპუაშვილი ქ., ჟღენტი ვლ., რევიშვილი მ., სვანია ბ., სხირტლაძე ნ., ტურძილაძე თ., უზნაძე ნ., უსტიაშვილი ალ., ფანცულაია რ., ქისტაური  ა., ქორელი ალ.,  ქუთათელიძე ი., ქუთელია  მ., ღიბრაძე მ., ღლონტი თ., ყაუხჩიშვილი ს.,შავდია მ., შალამბერიძე ნ., შაც-შველიძე მ.,  შელია  ლ., შუბლაძე, ჩაფიჩაძე ზ., ჩქარეული   ც., ჩხიკვიშვილი ც., ციბაძე ალ., ჭელიძე დ., ჭელიძე რ., ჭიჭინაძე მ., ჭუმბურიძე  ბ., ჭუმბურიძე  თ., ჭყონია ე., ჯავახიშვილი ივ., ჯავახიშვილი ნ.,  ჯიბუტი გ.; უახლეს პერიოდში- ლ. დათეშიძე, ა.შენგელია, ვ. შენგელია, მ. კიკნაძე, ვ. შარაშიძე, გ. მგელაზე, ლ. შენგელია, რ. ყურაშვილი, თ. კიკალეიშვილი, მ. შავდია, ა. დათეშიძე,ბ. შარაშიძე,რ.ზექალაშვილი  და სხვები.
შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის ბოლომდე ფაქტიურად შეიქმნა თანამედროვე ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია. დღეისათვის მედიცინასა და მომიჯნავე დარგებში 50 -დე დარგობრივი ლექსიკონია მომზადებული.
მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა,  ამ პერიოდში ვერ მოხერხდა გადაჭრილიყო სატერმინოლოგიო მუშაობის მთელი რიგი აქტუალური პრობლემები. ეს ბუნებრივია, რადგან მათი გადაჭრა შეუძლებელი იყო არადამოუკიდებელ ქვეყანასა და ბრძანებითი ეკონომიკის პირობებში. საზოგადოდ, კი ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, რომელმაც ტერმინოლოგიის სისტემური პრინციპები დაამუშავა, ნაკლებად ჩანს პრობლემათა სისტემური გააზრებისა და განზოგადოების მცდელობები.
2.1.  უპირველეს ყოვლისა ვერ მოხერხდა სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის პროცესი უწყვეტი და დინამიკური გამხდარიყო. სამედიცინო ტერმინოლოგია სწრაფად მდიდრდება ახალი ცნებებითა და ტერმინებით.  ქართული სამედიცინო დარგობრივი ლექსიკონები ყოველთვის  რამდენიმე წლით ჩამორჩებოდა საერთაშორისო სატერმინოლოგიო ფონდს და ქართულ პროფესიულ ლექსიკას. ამის შედეგად სპეციალური ლექსიკონების ლექსიკური ფონდი არასრული და გამოცემის მომენტისათვის უკვე  მოძველებული იყო. შედეგად, სპეციალისტები იძულებული იყვნენ ესარგებლათ რუსული ტერმინოლოგიითა და კალკებით. ენაში დანერგილი არასწორი ფორმების გაძევება კი, ლექსიკონების გამოსვლის შემდეგ რთულდებოდა. თავისთავად, სამეცნიერო და კულტურულ კავშირებს, მოაქვს ქართული ენისათვის ახალი ტერმინები და ნორმები, მაგრამ, ხშირად იგი სცილდებოდა ქართული ენისათვის ბუნებრივ ფარგლებს.
2.2.  ვერ მოხერხდა მედიცინის ერთიანი დარგობრივი ლექსიკონის შექმნა. იმ პერიოდში  მედიცინის  რამდენიმე დარგში შეიქმნა წარმატებული ლექსიკონი, მაგრამ მედიცინის დარგები სამედიცინო ლექსიკოლოგიაში არათანაბრად იყო წარმოდგენილი.  სრულყოფილებით გამოირჩევა ნაშრომები ანატომიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის ნომენკლატურების შესაქმნელად, თუმცა ისინიც რამდენიმე წლით ჩამორჩება საერთაშორისო ნომენკლატურის განვითარებას. ერთიანი სამედიცინო ლექსიკონის შექმნა, რომელიც მოიცავდა მედიცინის ყველა სფეროს ვერ მოხერხდა. ამავე დროს, ცნობილია, რომ ტერმინთა არაცალსახობის პრობლემის მიზეზთა დიდი ნაწილი, სწორედ ერთიანი ლექსიკონის შექმნისას ვლინდება და მხოლოდ მისი შექმნისას შეიძლება უნიფიკაციის მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა.
2. 3. პრაქტიკულად არ შესრულებულა ნაშრომები სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის შესაქმნელად. მედიკოსების მიერ ჩატარებული ცალკეული ლექსიკოლოგიური ნაშრომების დროს დაგროვილმა გამოცდილებამ ვერ მიიღო ერთიანი მეთოდოლოგიური განზოგადება, ვერ განზოგადდა ტერმინოლოგიის ლინგვისტური პრობლემებიც. სატერმინოლოგიო სფეროში საერთოდ, ქართული ორიგინალური ნაშრომები ცოტაა,  და ისინიც ვერ ითვალისწინებენ მედიცინის სპეციფიკას.
2. 4. ვერ შეიქმნა სიცოცხლისუნარინი ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა სამედიცინო ტერმინოლოგიაზე დინამიკურ და უწყვეტ მუშაობას, წარმართავდა უწყვეტ სამუშაოებს ამ მიმართულებით. უმეტეს შემთხვევაში, სატერმინოლოგიო მუშაობა რჩებოდა ცალკეულ მამულიშვილთა, ზოგჯერ ინსტუტუციური ფორმით შენიღბული, პირადი ინიციატივის დონეზე.
2. 5.  საერთაშორისო ტერმინოლოგია, რამდენადაც არ იყო პირდაპირი კონტაქტები, ძირითადად შემოდიოდა მხოლოდ შუალედური-რუსული ენის გავლენით და არა ლათინური ენებიდან. ხშირ შემთხვევაში, ეს  ეწინააღმდეგებოდა ქართული სამედიცინო ტერმინილოგიის შექმნის ისტორიულ პრინციპებს. ამ პერიოდში რუსულენოვანი კულტურის გავლენა საერთოდ, და პროფესიულ კულტურაზე კერძოდ, დიდი იყო. ეს ბუნებრივია, აისახებოდა ლექსიკურ ფონდზეც, მაგრამ ხშირად ეს გავლენა ღებულობდა ხელოვნურ ხასიათს და არღვევდა ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ ნორმებს.
2. 6  სატერმინოლოგიო მუშაობა ვერ განზოგადდა სამედიცინო ინფორმატიკის სისტემურ პრობლემებამდე. ამ სფეროს პრობლემებისადმი სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა არა მარტო პრობლემათა ერთიანი გააზრება, არამედ ხშირად ვერ  ხერხდებოდა პრობლემის ბინარული (სემანტიკური და ლინგვისტური) გააზრებაც კი.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ პერიოში ჩამოთვლილ პრობლემათა გადაჭრას წინ პოლიტიკური ნება ეღობებოდა.
ინფორმატიულია სამედიცინო სფეროში ლექსიკონების გამოცემის სიხშირული გრაფიკი (იხ. ქვემოთ). ამ გრაფიკიდან, კარგად ჩანს, რომ ლექსიკონების გამოცემის რიცხობრიობამ პიკს მიაღწია დამოუკიდებლობის მიღწევის პირველ წლებში. (საერთოდ, გრაფიკიდან ჩანს, რომ ნაციონალური აქტიურობის პერიოდები ტერმინოლოგიის სფეროზეც ისახება). ამ პერიოდში შესრულდა რამდენიმე ფასეული ნაშრომი, რომელთაგანაც გამოვყოფდით შემდეგს :

  • მომზადდა მედიცინის ტერმინოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი პირველი დისერტაცია (ნანა ამირანაშვილი);
  • გამოვიდა სახელმძღვანელო “ქართული ენა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საფუძვლები” (რუსუდან  ზექალიშვილი);
  • დაიძებნა ამ სფეროში საქართველოში შესრულებული   ყველა ნაშრომი და მომზადდა ბიბლიოგრაფიული საძიებელი, რითაც შეიქმნა სამედიცინო ლინგვისტიკის სფეროში მემკვიდრეობითობის პრინციპების დაცვისა და სამუშაოთა ახალი ეტაპისათვის საინფორმაციო ბაზა (არჩილ შენგელია)

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

ახალი პერიოდი (მე-20 საუკუნე)