ანთელავა ნიკოლოზ

ანთელავა ნიკოლოზ ვარდენის ძე (1893-1970) – ქირურგი; თორაკალური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ინიციატივით შეიქმნა ქირურგიული განყოფილებები ტუბერკულოზურ სანატორიუმებში. 30-იან წლებში შეიმუშავა თორაკოპლასტიკის რიგი ახალი მეთოდები; თბილისში დააარსა გულმკერდის ქირურგიის ცენტრი-გულმკერდის ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია; მისი ხელმძღვანელობით პირველად საქართველოში განხორციელდა ოპერაციები ჰიპოთერმიის ქვეშ, ,,მშრალ გულზე, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების დროს. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა. (მ. ი. კომახიძე, Большая медицинская энциклопедия; 1974 წ.)

ანთელავა ნიკოლოზ