ადენოზინერგული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ადენოზინერგული საშუალებების მოქმედება განპირობებულია როგორც ადენოზინურ (პურინულ) რეცეპტორებთან უშუალო ურთიერთქმედებით, ასევე შუალედური გავლენით ადენოზინის (ერთერთი პურინული ნეირომოდულატორის) დაშლასა და დაგროვებაზე. სპეციალიზირებული პურინული რეცეპტორები (პოსტ- და პრესინაფსური) იყოფიან: P1-რეცეპტორებად (მაღალმგრძნობიარეა ადენოზინის მიმართ) და P2-რეცეპტორებად (უფრო მგრძნობიარეა ატფ-ის მიმართ). ორივე ტიპი ლოკალიზებულის ცენტრალურ ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და ბრონქო-ფილტვურ სისტემებში, ლიმფო- და თრომბოციტებში და სხვა. ცნობილია, რომ ადენოზინს ახასიათებს ძირითადად გულ-სისხლძარღვოვანი ეფექტები, რაც ვლინდება ვაზოდილატაციასა (თრომბოციტების მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით და აგრეგაციის დაქვეითებით) და გულზე უარყოფითი ინო-, ქრონო- და დრომოტროპული გავლენით. ამგვარი მოქმედება დაკავშირებულია კალციუმის იონების შიდაუჯრედული ტრანსპორტის შეფერხებასთნ. სხვადასხვა პრეპარატები (დიპირიდამოლი, პაპავერინი და სხვა) გავლენას ახდენენ ადენოზინის მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობენ მიოკარდიუმში მის დაგროვებას ან ახდენენ ეფექტის პოტენცირებას; მათ იყენებენ გულის იშემიური დაავადების დროს, როგორც კორონაროლიტიკებს. P1-რეცეპტორების ანტაგონისტები – მეთილქსანტინები (კოფეინი, ტეოფილინი და სხვა)   ახდენენ ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.