ხუნდაძე გიორგი

ხუნდაძე გიორგი რომანის ძე (1905-1985) – ქართველი ქირურგი; დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მუშაობდა ჯანდაცვის დაწესებულებებში ექიმად. მონაწილეობდა ფინეთისა და დიდ სამამულო ომში, იყო ეკოჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების გამგე. მუშაობდა ლენინგრადის, შემდეგში მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტებში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა, რომლებიც ეძღვნება უმთავრესად ხელოვნური საყლაპავის შექმნის პრობლემებს, ანესთეზიოლოგიის საკითხებს. ბ. ა. პეტროვთან ერთად შეიმუშავა ბრმა და თეძოს ნაწლავის მობილიზაციის მეთოდიკა ხელოვნური საყლაპავის შექმნის დროს. მეთოდს შემდეგში დაერქვა  პეტროვ-ხუნდაძის მეთოდი. (პოკროვსკი გ. ა., Большая медицинская энциклопедия; 1986)

ხუნდაძე გიორგი