წამლები ორსულობისას (ნაწილი I)

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

არასაჭირო რისკი

ორსულობის პირველი სამი თვის (ტრიმესტრის) განმავლობაში და განსაკუთრებით მეთვრამეტე და მესამოცე დღეებს შორის, ორგანოების ფორმირების პერიოდში, ნაყოფი წამლებისაგან ყველაზე მეტად დაუცველია, რომელთაც შეუძლიათ განვითარების თანშობილი დეფექტების გამოწვევა [2]. ასეთი ტერატოგენული წამლები, შესაძლოა, ნაყოფისათვის სასიკვდილოც კი იყოს და ასევე გამოიწვიოს მუცლის მოშლაც ან არასრულფასოვანი ბავშვის დაბადება.

ორსულობის მეოთხედან მეექვსე თვემდე პერიოდში (მეორე ტრიმესტრი), ტერატოგენულ წამლებს ჯერ კიდევ მაინც შეუძლიათ ნაყოფის განვითარებისა და ფუნქციების დარღვევა, განსაკუთრებით თავისა და ზურგის ტვინში, მაგრამ ეს დაღვევები იშვიათადაა ლეტალური (სასიკვდილო). ორსულობის უფრო გვიან პერიოდში მიღებულმა წამლებმა, შესაძლოა, პრობლემები წარმოქმნას მშობიარობის დროს ან მშობიარობის დამთავრებისთანავე; ამის შედეგად შესაძლოა დადგეს სიკვდილი, რადგან წამლების გამოყენება ხშირად ფილტვების უკმარისობას იწვევს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ვადამდე დაბადებული ბავშვებისათვის, რომელთა ფილტვებიც დაბადებისას არასაკმარისადაა განვითარებული.
შეფასებებზე დაყრდნობით, თანშობილი ანომალიების მხოლოდ 3%-ია წამლებთან დანამდვილებით დაკავშირებული [3], თუმცა, მატულობს ისეთი წამლების რაოდენობა, რომელთა შესახებაც ცნობილი ხდება, რომ ისინი ანომალიების გამომწვევები არიან. მათ შორის ყველაზე ცნობილი თალიდომიდია. 1956 წლის ნოემბერში, თალიდომიდი პირველად გამოჩნდა ბაზარზე, როგორც დაავადებების ფართო სპექტრის სამკურნალო საშუალება, მაგალითად, გრიპის, კუჭისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევების, მსუბუქი დეპრესიის, უძილობისა და მენსტრუაციისწინა დაძაბულობის ჩათვლით. წამალი ფართოდ რეკლამირდებოდა – საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – როგორც ორსულობის დროს უსაფრთხო და ეფექტური საშუალება. ტრაგიკულია შედეგი – დაახლოებით 10 000 ახალშობილი სერიოზული დეფექტებით – რომელიც ახლა უკვე ისტორიაა [4].
წლების განმავლობაში ტერატოგენული წამლების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაფართოვდა.   ახლა მასში შედიან თალიდომიდი, კიბოს საწინააღმდეგო წამლები, ჰორმონები, ვარფარინი, ჰიპო- და ჰიპერთირეოზის სამკურნალო პრეპარატები, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები, საინჰალაციო ანასთეტიკები, ალკოჰოლი, ზიგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატი, ტეტრაციკლინი და სხვა ანტიბიოტიკები, და ასევე რეტინოლის წარმოებულები [5]. ტერატოგენული ეფექტის მოცემა შეუძლია A ვიტამინსაც, მისი დიდი დოზებით ხმარებისას [6].
ორსულობისას წამლების მოხმარება კვლავ რჩება წინააღმდეგობებით აღსავსე და ნაკლებად შესწავლილ სფეროდ – როგორც მათი რისკის, ისე სარგებლიანობის თვალსაზრისით. ძალიან ცოტაა ისეთი წამლები, რომელთა უსაფრთხოებაც ორსულობის დროს ეჭვს არ იწვევს. ფარმაკოლოგიის ერთ ავტორიტეტულ სახელმძღვანელოში ნაჩვენებია, რომ „ნაყოფი, სულ მცირე, რაღაც გარკვეული ხარისხით ყოველთვის განიცდის დედის მიერ მიღებული პრაქტიკულად ყველა წამლის ზემოქმედებას“ [7]. თუ ქალისათვის მაინც აუცილებელი ხდება წამლები როგორც ორსულობის პერიოდში, ან როცა შესაძლებებლია მისი დადგომა, ახალ პრეპარატებთან შედარებით უპირატესობა ისეთ წამლებს უნდა მიენიჭოს, რომლებიც ფათოდ გამოიყენებოდა და ჩვეულებრივ პრაქტიკაში დაამტკიცეს თავიანთი უსაფრთხოება.

გადაჭარბებული მოხმარება

თალიდომიდით გამოწვეულმა ტრაგედიამ დიდი გავლენა მოახდინა წამლების უსაფრთხოებასთან დამოკიდებულებაზე და განსაკუთრებით – ორსულობის დროს წამლებისა დანიშვნასა და გამოყენებაზე. მიუხედავად ამისა, ორსული  ქალები ძველებურად იყენებენ ძალზე ფართო სპექტრის ძალზე ბევრ რაოდენობას.
1980-იანი წლების ბოლოს 22 ქვეყანაში ჩატარდა გამოკვლევა, რომელმაც მოიცვა ქალები ევროპიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან და აფრიკიდან. მის შედეგად გაირკვა, რომ ორსულობის ოპერიოდში ქალების მხოლოდ 14% არ ღებულობდა არანაირ წამალს. ქალების იმ 86%-ში, რომლებიც, სულ ცოტა, ერთ წამალს მაინც ღებულობდნენ, საშუალო მაჩვენებელი თითქმის სამ წამალს უდრიდა (1-დან 15-მდე), რკინის პრეპარატებისა და ვიტამინების ჩათვლით [8]. დიდ ბრიტანეთში 1986 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალების დაახლოებით 35%, ორსულობის დროს, თუნდაც ერთხელ, რომელიმე წამალს ხმარობდა (რკინის პრეპარატებისა და ვიტამინების, და ასევე მშობიარობის დროს წამლების გამოკლებით), თუმცა, მხოლოდ 6% იღებდა წამლებს ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში – ეს არის ნაყოფისათვის ყველაზე აღმატებული რისკის პერიოდი, როდესაც მას წამლების ზემოქმედებით შეიძლება განუვითარდეს განვითარების დარღვევები [9]. წამლების მოხმარება ორსულობის პერიოდში მრავალი ფაქტორით აიხსნება. „ყველა სნეულების სამკურნალო ტაბლეტისადმი“ რწმენა ჩვენს დროზეც ვრცელდება.  ხშირად, მანამდე იწყებენ წამლების მიღებას, ვიდრე ორსულობა დადასტურდება. ნაწილობრივ, ასეთ მიდგომას ხელს უწყობენ ექიმები და ფარნაცევტული ინდუსტრია.
თვითონ ორსულობა ახლა განიხილება როგორ უფრო ავადმყოფობა, ვიდრე ქალის როგანიზმის ნორმალური და ჯანმრთელი მდგომარეობა. ასეთი მიდგომისას სამედიცინო ჩარევა პრაქტიკულად  გარდაუვალი ხდება. ორსულობის ასეთი „მედიკალიზაცია“ ნიშნავს, რომ ქალები კარგავენ კონტროლს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უშუალოდ მათ ჯანმრთელობას ეხება. უფრო ხშირად, ისინი დროულად ვერ იღებენ საჭირო ინფორმაციას; და სხვათა გავლენის ქვეშ, შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ ორსულობის დროს სამედიცინო ჩარევა – წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის საშუალებაა.

სასარგებლო წამლების მონაცემთა ბაზა

რანდომიზირებული კლინიკური მონაცემები, რომლებშიც ხდება წამლების არააქტიურ მკურნალობასთან შედარება, ან ისეთ მკურნალობასთან, რომლიც ეფექტურობაც უკვე ცნობილია, მკურნალობის შესახებ რაციონალური გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმაციის საუკეთესო წყაროს წარმოადგენენ.  ასეთი გამოცდებმა შესაძლოა აჩვენონ, არის თუ არა წამალი სასარგებლო, როგორ ხალხს შველის და რა ხარისხით. თუმცა საჭიროა დრო და ძალისხმევა, რათა მოძებნილ იქნას მონაცემები ყველა იმ საინტერესო რანდომიზირებული კლინიკური მონაცემების შესახებ, და მიცეს მათ სისტემატური და დამაჯერებელი ანალიზი.  ორსულობა და ბავშვების გაჩენა გახდა ის პირველი სფერო, რომლისთვისაც არსებობს მონაცემთა ბაზა, სადაც ხდება სისტემატიური მიმოხილვების რეგულარული განახლება სახელწოდებით „კოკრეინის მონაცემთა ერთობლივი ბაზა ორსულობისა და ბავშვთა გაჩენის შესახებ“ [Cochrane Collaboration Pregnancy and Childbirth Database].* მასში შედის დაახლოებით 600 ყოვლისმომცველი მიმოხილვა ისეთ თემებზე, როგორებიცაა ორსულობის დროს ჰიპერტონიის მერიკამენტოზური მკურნალობა; ორსულობის პერიოდში რკინის პრეპარატების დანიშვნა; მაღალი რისკის მქონე ქალებისათვის ფოლიუმის მჟავას დანიშვნა ჩასახვამდე და ჩასახვის შემდეგ; ანტიბიოტიკები ასიმპტომური ბაქტერიურიის დროს; და ნაადრევ მშობიარობადმე კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მოკლე კურსი (რათა ახალშობილში შემცირდეს რესპირატორული დისტრეს-სინდრომის რისკი). ვარაუდობენ, რო ეს მონაცემთა ბაზა ზალიან დაეხმარება ორსულ ქალებს, რომლებიც თერაპევტულ ალტერნატივებს განიხილავენ, ასევე ექიმებსა და მეან-გინეკოლოგებს. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ხშირად შეუძლებელია რანდომიზირებული კლინიკური მონაცემების გამოვლენა ან მკურნალობის სხვადასხვა სახეების არასასურველი ეფექტების წინასწარმეტყველება.
*შენიშვნა: 1990 წელს ამ მონაცემთა ბაზის საფუძველზე დაიბეჭდა სახელმძღვანელო: Enkin, M., Keirse, M. and Chalmers, I., A Guide to Effective Care in Pregnancy and Childbirth, Oxford, Oxford University Press, 1990. თვითონ მონაცემთა ბაზა გამოდის წელიწადში ორჯერ კომპიუტერულ დისკებზე (ინფორმაცია შეკვეთების განთავსების შესახებ მოცემულია განყოფილებაში სასარგებლო მისამართები)

დაბადებისთანავე, ახალშობილს შეუძლია, უფრო ნაკლებად, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს, გარკვეული წამლების მეტაბოლიზირება და გამოყოფა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უფრო ნაკლებადაა დაცული მათი არასასურველი ზემოქმედებებისაგან [19]. ზოგიერთ წამალს (მაგალიტად, იოდს) სეუძლია დედის რძეში დაგროვება, რასაც ახალშობილში მომავალში შეუძლია ჩიყვის ჩამოყალიბება გამოიწვიოს; ზოგიერთმა ტრანკვილიზატორმა (მაგალიტად, დიაზეპამმა), შესაძლოა, ახალშობილის აპათია და წონის დაგდება გამოიწვიოს; ხოლო პერორალური ანტიკოაგულიანტები, შესაძლოა, სისხლის დენის მიზეზი გახდნენ. არის კიდევ სხვა მრავალი მაგალითი, და საერთო ჯამში, დედის რძეზე წამლების ზემოქმედების შესახებ „არასაკმარისი ინფორმაციის“ მიზეზით, „მეძუძურმა დედებმა დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ ნებისმიერი მედიკამენტი“ [20].
ძნელია გადაწყვეტილებების მიღების ზუსტი სქემის დამუშავება იმისათვის, თუ რომელი წამალია დსანიშნი ან მისაღები ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში. სხვა მოსაზრებები ეხება საკითხს: შეიწოვება თუ არა წამალი ახალშობილის ორგანიზმში, თუ ისინი არსებობენ დედის რძეში, და თუ შეიწოვება, ხომ არ ავნებს ის ბავშვს. მოკლე პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ რძეში ნებისმიერი წამალი შეიწოვება და – თერაპიულ დოზაში – სავარაუდოა, რომ მავნე ზემოქმედებას მოახდენს. წამლების უმრავლესობისათვის მათი დედის რძეში თერაპიულ დოზებით არსებობა ნაკლებად სავარაუდოა [21]. თუმცა, რამდენიმე წამალს, ისეთები, როგორიცაა იოდის წარმოებულები, შეუძლია კონცენტრირება რძეში და ტოქსიური ეფექტის გამოწვევა [22]. 18.2 ცხრილში მოყვანილიარამდენიმე წამალი, რომელთა პოტენციური საფრთხე ძუძუთი კვების პერიოდში დადგენილია.

ცხრილი 18.2. წამლები, რომელთაგან თავის არიდება აუცილებელია ან საჭიროა  სიფრთხილით გამოყენება* ძუძუთი კვების პერიოდში

არიდება

ამანტადინი, კიბოს საწინააღმდეგო წამლები, ბრომოკრიპტინი, ქლორამფენიკოლი, ალკალიდები,კლემასტინი, ოქროს მარილები, იოდი, ლითიუმი, ფენინდიონი, თიოურაცილი

სიფრთხილით

ალკოჰოლი, ამინოფილინი, ამიოდარონი, ამინოგლიკოზიდები, ანტიბიოტიკები. ანტრაქინონები, ასპირინი, ატროპინი, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, ბეტაბლოკატორები, კალციფეროლი, კარბიმაზოლი, ქლორპრომაზინი, ციმეტიდინი. კლინდამიცინი, კორტიკოსტეროიდები, დიურეტიკები, ინდომეტაცინი, იზონიაზიდი, კუჭში გამსხნელი საშუალებები, მეპრობამატი, მეთილდოფი, მეტრონიდაზოლი, ნალიდიქსის მჟავა, ნიტროფურანტოინი, ოპიოიდური ანალგეტიკები, ორალური კონტრაცეპტივები, პენიცილინები, ფენობარბიტალი, ფენილბუტაზონი, რეზერპინი, სასქესო ორგანოების ჰორმონები,  სულფანილამიდური პრეპარატები

  • შენიშვნა: წამლის სიფრთხილით გამოყენება ნიშნავს, რომ საჭიროა, შეძლებისდამაგვარად, მისი ხმარებისაგან თავის შეკავება. თუ წამლის მიღება მაინც აუცილებლობას წარმოადგენს, მაშინ უნდა მოძიოებულ იქნას დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას დაყვანილი მინიმუმამდე მისით მიღებით გამოწვეული რისკი. ზოგიერთი წამალი უნდა გამოყენებული იქნას მხოლოდ დაბალი დოზებით ან ხანმოკლე ვადით. ზოგიერთ წამალზე ძალზე ცოტა მონაცემი არსებობს მათი უსაფრთხოების დასადგენად. თუ წამალი არ არის ამ ცხრილში მოყვანილი, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ის უსაფრთხოა; საჭიროა სრული ინფორმაციით აღჭურვა ძუძუთი კვების პერიოდში მანამდე, სანამ ნებისმიერი წამალი დაინიშნება ან მოიხმარება.

ლიტერატურა:  Lewis, P.J., and Hurden, E.L., “Breast feeding and drug treatment”, in: Hawkins, D.F. (ed.), Drugs and Pregnancy, London, Churchill Livingstone, (2nd edn) 1987, p318; Laurence, D.R. and Benneff, P.N., Clinical Pharmacology, Edinburg, Churchill Livingstone, (6th edn, 1987, pp131-2).

ლაქტაციის დამთრგუნავი წამლები

ბავშვების ძუძუთი კვება წარმოადგენს ოპტიმალურ პროცესს როგორც ბავშვის, ისე დედის ჯანმრთელობისათვის. არ არის საჭირო მშობიარობის შემდეგ რძის გამოყოფის დათრგუნვა, ზოგიერთი განსაკუთრებული  შემთხვევის გამონაკლისის გარდა, მაგალითად, მკვდრადშობა ან მოგვიანო მუცლის მოშლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ლაქტაციის დამთრგუნავი წამლები საჭიროებას არ წარმოადგენს. თუ ქალი ძუძუთი არ კვებავს ბავშვს, რძე რამოდენიმე დღის განმავლობაში თავისთავად ქრება.

პირობები, როდესაც შეიძლება წამლების გამოყენება

  • არსებობს იმ პირობების 4 ძირითადი ტიპი, რომლებიც ორსულობის ან მის წინ ახლო პერიდში,  წამლების ხშირი მიღების მიზეზს წარმოადგენს. ეს პირობები შემდეგია:
  • უნაყოფობა, როდესაც წამლების მიღება შესაძლებელია ოვულაციის სტიმულირებისათვის;
  • ორსულობის დროს წარმოქმნილი მწვავე მდგომარეობები (ტკივილებიდა მაღალი ტემპერატურა, ინფექციები, ხველება და სურდო), ან ქრონიკული მდგომარეობები, რომლებიც არ არიან ორსულობასთნ კავშირში (ასთმა, ეპილეფსია, დიაბეტი);
  • პირობები, რომლებიც ტიპიურად არიან ორსულობასთან კავშირში (დილ-დილბით გულის რევის შეგრძნება, ჰიპერტონია, ანემია);
  • ორსულობის პერიოდში და მშობიარობისას წარმოშობილი პირობები (მუცლის მოწყვეტის საშიშროება, ნაადრევი მშობიარობები, ტოქსიკოზი, მშობიარობის ტკივილები).

უნაყოფობის წამლები

ქალის უნაყოფობის მკურნალობისას, წამლები მხოლოდ მაშინ არიან სასარგებლო, როდესაც ის გამოწვეულია ოვულაციის ხელის შემშლელი რომელიმე ჰორმონის დეფიციტით. შემთხვევათა მცირე ნაწილში ეს წარმოადგენს უნაყოფობის მიზეზს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უნაყოფობის ყოველი მესამე შემთხვევა გამოწვეულია მამაკაცის რომელიმე ანომალიით. ქალებში უნაყოფობის ყველაზე გავრცელებულია მიზეზია ინფექციების შედეგად საშვილოსნოს მილების დაზიანება [28]. განვითარებად ქვეყნებში, ქალების უნაყოფობა შემთხვევების 50-80% განპირობებულია რეპროდუქციული გზების ინფექციებით [29]. თუ ოვულაციის სტიმულირებისათვის წამლები ინიშნება, დაორსულების ალბათონა არ აჭარბებს ყველა შემთხვევის 30%-ს [30]. ხოლო თუ ორსულობა დადგება, უფრო სავარაუდოა მრავალნაყოფიანი მშობიარობები [31].
ასეთ შემთხვევებში, ძირითადად გამოსაყენებელი წამლებია კლომიფენის ციტრატი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, ადამიანის მენოპაუზური გონადოტროპინი და ადამიანის ხორიოგონული გონადოტროპინი, ხოლო შიგადაშიგ –  მათი კომბინაციები. ჩასახვის პერიოდში მიღებულ ყველა წამალს გააჩნია ნაყოფისათვის ზიანის მიყენების ალბათობა [32]. თუმცა, კლომიფენის გავლენა ნაყოფის მომწიფების ადრეულ სტადიაზე “გაუგებარია”, და მისი გამოყენების დაწყებამდე ორსულობის გამორიცხვა აუცილებელია [33]. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს კლომიფენსა და დიეთილსტილბესტროლს შორის სტრუქტურული მსგავსება. ზოგიერთმა ექსპერიმენტულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კლომიფენმა მაღალ დოზებში, შესაძლოა, გამოიწვიოს ცვლილებები ნაყოფის ვაგინალურ ქსოვილებში, რომლებიც  დიეთილსტილბესტროლის გამოყენების დროს შესაძლო წარმოქმნილი ცვლილებების მსგავსია. კლომიფენს ტერატოგენული ეფექტის გამოწვევაც შეუძლია, თუ მისი მიღება დაიწყება უშუალოდ ჩასახვის წინა პერიოდში, რადგანაც წამლის მეტაბოლიტები, შესაძლოა, კიდევ დარჩნენ ორსულობის ადრეულ პერიოდშიც [34]. ასევე არსებობს მონაცემებიც  იმ ბავშვებში ანომალიის შესახებ, რომლებიც ისეთმა ქალებმა გააჩინეს, ვინც გაუფრთხილებლობით მიიღო კლომიფენი, ჩასახვიდან პირველი ექვსი კვირის განმავლობაში [35]. შეშფოთების კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს საკვერცხეების კიბოს რისკი ისეთ ქალებში, რომლებიც კლომიფენს სან გონადოტროპინებს იღებდნენ (იხილე ჩანართი ქვემოთ).

მწვავე და ქრონიკული მდგომარეობებისას მისაღები წამლები

თუ არსებობს საშუალება, ორსულობის დროს საუკეთესო გამოსავალია, მწვავე და ქრონიკული მდგომარეობებისას, ყველა წამლისათვის თავის არიდება. მაშინ კი, როდესაც ეს შეუძლებელია, უნდა შეირჩეს ისეთი წამალი, რომლის გრძელვადიანი გამოყენების დროს არ არის შემჩნეული მისი მავნე ზემოქმედებები.
ორსულობის პერიოდში მწვავე მდგომარეობების დროს, ხშირად  უნიშნავენ ისეთ წამლებს, როგორებიცაა ანალგეტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ხველებისა და სურდოს საწინააღმდეგო საშუალებები, და ასევე ფსიქოტროპული პრეპარატების  მთელ რიგი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ზოგიერთი ფსიქოტროპული წამალი, შესაძლოა, რომ ქრონიკული მდგომარეობების დროს დანიშნულ იქნას ისეთ პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები და სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ინსულინი და სისხლში გლუკოზის შემცველობის დამწევი წამლები, და ასევე კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.

ანალგეტიკები

აუცილებლობის შემთხვევაში, ანალგეტიკების მიღება აუცილებელია შესაძლო ყველაზე მინიმალური დოზიბითა და რაც შეიძლება დროის ყველაზე ხანმოკლე პერიოდში. უპირატესობა უნდა მიეცეს უბრალო ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს. თუ ორსულობის პერიოდში აუცილებელია ანალგეტიკის დანიშვნა, უპირატესობა პარაცეტამოლს უნდა მიენიჭოს [36].
აშშ-ში ორსულობის პერიოდში ასპირინის მიღების სიხშირის შეფასებისას, სახელდება შემდეგი ციფრები – ქალების 10%-დან 45%-მდე, ამავე დროს, ისყველაზე ინტენსიურად გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში [37]. თუმცა გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ სალიცილატებმა (ასპირინის მსგავსი წამლები), შესაძლოა, თანშობილი ანომალიები გამოიწვიონ, არ არსებობს იმის დამამტკიცებელი მონაცემები, რომ ისინი ადამიანებში მანკიერი განვითარების მიზეზს წარმოადგენენ. მაგრამ, თუ ის მოიხმარება ორსულობის მოგვიანო სტადიაზე, ასპირინს საშვილოსნოს შეკუმშვის ინჰიბირება შეუძლია, რამაც, თავია მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს გართულებები მშობიარობისას და ასევე სისხლის დენა დედასა და ახალშობილში  [38]. საერთო ჯამში, რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში  საერთოდ უარის თქმა ასპირინის მოხმარებაზე [39].
მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი გამოკვლევევის შედეგები ისეთი ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ასპირინს მცირე დოზებში, შესაძლოა, გააჩნდეს თერაპიული მნიშვნელობა რისკის ჯგუფის შეზღუდული რაოდენობის ქალებისათვის, რომელშიც შედიან ორსულობის მიზეზით გამოწვეული ჰიპერტონიით დაავადებულები ან ისინი, ვისაც ნაყოფის ცუდი ზრდა აღენიშნება [40]. მაგრამ, ასეთი აღმოჩენების შემდეგაც კი, აშშ-ის საკვები და სამკურნალო პროდუქტების კონტროლის სამმართველომ დაადგინა,რომ რეცეპტის გარეშე გასაცემი და ასპირინის შემცველი პროდუქტების ეტიკეტებზე, აუცილებლად უნდა იყოს გამაფრთხილებელი წარწერა ქალებისათვის, ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ასპირინის მიღების დაუშვებლობის შესახებ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როდესაც ის ექიმის მიერაა დეკომენდებული [41]. როგორც ერთ-ერთ გამოკვლევაშია აღნიშნული, ასპირინის შეზღუდული რაოდენობის მიღების რაიმე  საფუძვლის არსებობის დროსაც კი, “არ შეიძლება ასპირინის მასობრივი მოხმარება ყოველწლიურად მილიონობით ორსული ქალების მიერ” [42].
შაკიკის სამკურნალო ისეთ წამლებს, როგორიცაა ერგოტამინი, ორსულობის პერიოდში უკუჩვენება გააჩნიათ [43]. ნარკოტიკულმა ანალგეტიკებმა, შესაძლოა, ახალშობილის ტვინის მოქმედების და სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიონ, განსაკუთრები კი მაშინ,  როდესაც ისინი დანიშნულია მშობიარობის დროს ტკივილების მოსახსნელად [44].
ასპირინის მსგავსად, არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა და მშობიარობის გართულება. ორსულობის განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განამავლობაში, არ შეიძლება  ისეთი წამლების მიღება, როგორიცაა ინდომეტაცინი, იბუპროფენი და ნაპროქსენი [45]. თუმცა, არსებობს მონაცემები, რომ ინდომეტაცინი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს ნაადრევი მშობიარობების პროფილქატიკისათვის, მაგრამ მხოლოდ ნაყოფზე გულმოდგინე დაკვირვების პირობებში [46]. (იხილე ქვემოთ ჩანართი რიტოდრინზე – ნაადრევი მშობიარობების თავიდან ასაცილებელ კიდევ ერთ წამალზე).

გაგრძელება იხ. >>>

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter