შემსრულებელი ორგანოების ფუნქციებზე მოქმედი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ამ ჯგუფში შემავალ პრეპარატებს ორგანოტროპულ საშუალებებსაც უწოდებენ. მათ მიეკუთვნება მრავალი სამკურნალო საშუალება სხვადასხვა მიმართულების ეფექტებით, რომლებიც უპირატეს ან მაღალშერჩევით გავლენას ახდენენ შემსრულებელი სისტემების (გულ-სისხლძარღვთა, ბრონქო-ფილტვოვან, კუჭ-ნაწლავის, უროგენიტალურ, სისხლწარმომქმნელ, ჰემოკოაგულაციურ და სხვა) ფუნქციებზე. სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატების მოქმედება მიმართულია ქსოვილების და ორგანოების დარღვეული ფუნქციების კორექციაზე და შეიძლება ჰქონდეთ როგორც მასტიმულირებელი, ასევე დამთრგუნველი ხასიათი. ზოგ შემთხვევებში მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ რამდენიმე ორგანოზე და სისტემაზე (სუნთქვის სტიმულატორები, საგულე გლიკოზიდები, კალციუმის არხების ბლოკატორები და სხვა). ორგანოტროპულ საშუალებებს თერაპიული პრაქტიკისათვის, მათ შორის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა საშუალებები: ანტიარითმიული, სისხლძარღვების გამაფართოვებელი, ჰიპერტენზიული საშუალებები, ნიტრატები, სუნთქვის სტიმულატორები და მრავალი სხვა).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter