ფსიქოტროპული საშუალებები (I)

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

დამოკიდებულების (მიჩვევის) შესახებ

ფსიქოტროპული საშუალებები ისეთ ძლიერმოქმედი ნივთიერებებია, რომლებიც გუნება-განწყობილების შეცვლას იწვევენ. ისინი ყველა გვერდითი მოვლენების რისკის მატარებლებია და ბევრ შემთხვევაში ფიზიოლოგიურ დამოკიდებილებას იწვევენ. ისინი, აგრეთვე, ძალზე სახიფათონი არიან დოზის გადამეტების შემთხვევაშიც. არსებობს ფსიქოტროპული საშუალებების 4 ძირითადი ტიპი:

  • საძილე საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ძილის დარღვევების სამკურნალოდ;
  • ტრანკვილიზატორები ანუ ანქსიოლიტიკები, რომლებიც შიშისა და შფოთვის მოსახსნელად იხმარება;
  • ანტიდეპრესანტები, რომლებიც დეპრესიების სამკურნალოდ იღებენ;
  • სერიოზული ფსიქოზების სამკურნალოდ გამოყენებული ნეიროლეპტიკური საშუალებები.

ჩარჩოში მოთავსებული ცხრილი იძლევა თითოეულ ამ კატეგორიაში შემავალი მარვალრიცხოვანი წამლებიდან ზოგიერთების დასახელებებს

ფსიქოტროპული წამლების ტიპები

საძილე საშუალებები

ბენზოდიაზეპინებიფლუნიტრაზეპამი

ლოპრაზოლამი

ლორმეტაზეპამი

ნიტრაზეპამი

ტემაზაპამი

ტრიაზოლამი

 სხვები

ქლორალჰიდრატი

ქლომეთიაზოლი

ქლორმეზანონი

დიქლორალფენაზონი

მეტიპრილონი

ტრიქლოფოს – ნატრიუმის ზოპიკლონი

ანტიჰისტამინური პრეპარატები

პრომეტაზინი

ბარბიტურატებიამილობარბიტალი

ბუტობარბიტალი

ციკლობარბიტალი

ჰეპტაბარბიტალი

ფენობარბიტალი

ქინალბარბიტალი

ანქსიოლიტიკები/

ტრანკვილიზატორებიბენზოდიაზეპინებიალპრაზოლამი

ბრომაზეპამი

ქლორდიაზეპოქსიდი

კლობაზამი

კლორაზეპატი

დიაზეპამი

კეტაზოლამი

ლორაზეპამი

მედაზეპამი

ოქსაზეპამი

პრაზეპამი

სხვები

ბუსპირონი

ქლორმეზანონი

მეპრობამატი

ანტიდეპრესანტებიტრიციკლურები/

ციკლურები

ამიტრიპტილინი

ბუტრიპტილინი

კლორიპრამინი

დეზიპრამინი

დოტიეპინი

დოქსელინი

იმიპრამინი

იპრინდოლილოფეპრამინი

მაპროლიტინი მიანსერინი

ნორტრიპტილინი

პროტრიპტილინი

ტრაზოდონი

ტრიმიპრამინი

ვილოკსაზინი

მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებიიპრონიაზიდი

იზოკარბოქსაზიდი

ფენეიზინი

ტრანილციპრომიმი

სხვები

ფლუპენტიქსოლი

ფლუვოქსამინი

ლითიუმი

ტრიპტოფანი

ნეიროლეპტიკური პრეპარატებიფენოთიაზინები

ქლორპრომაზინი

ფლუფენაზინი

მეტოტრიმეპრაზინი

პერიციაზინი

პერფენაზინი

პროხლორპერაზინი

პრომაზინი

სულფირიდი

თიორიდაზინი

ტრიფლუოპერაზინიბუტიროფენონები

ბენპერიდოლი

დროპერიდოლი

ჰალოპერიდოლი

ტრიფლუპერიდოლი

დიფენილბუთილ- პიპერიდინები

ფლურისპრელენი

პიმოზიდი

თიოქსანტენებიქლორპროტიქსენი

ფლუპენტიქსოლი

ზუკლოპენტიქსოლი

სხვები

ოქსიპერტინი

ფსიქოტროპული საშუალებების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 1991 წელს 4,4 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა; და მოსალოდნელი იყო, რომ ეს ციფრი 1996 წელს 7,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევდა [3]. ცხრილში 27.1 მოყვანილია გაყიდვების განაწილება წამლების ძირითადი ტიპების მიხედვით.  მხოლოდ აშშ-ს გაყიდვების ბაზარი 1991 წელს 3,3 მილიარდი დოლარით განისაზღვრებოდა და მოსალოდნელი იყო, რომ 1997 წელს ის მიაღწევდა 6,4 მილიარდის ნიშნულს. ფსიქოტროპული წამლების გასაცემი რეცეპტების რაოდენობა მთელს აშშ-ში გამოწერილი რეცეპტების თითქმის 20%-ს უდრის [4].

ცხრილი .ფსიქოტროპული პრეპარატების მსოფლიო ბაზარი (1991)

თერაპიული კლასი

მსოფლიო გაყიდვების მოცულობა 1991 წელს (მლნ. დოლარი)

საძილე საშუალელები

406

ტრანკვილიზატორები

1200

ანტიდეპრესანტები

1500

ნეიროლეპტიკები*

1244

სულ

4350

* კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებების ჩათვლით ლიტერატურა:   FIND/SVP, The Market for Psychotropic Drugs, New York, FIND/SVP, 1992, cited in: Anon., “Psychotropic sales $7,6 bill by 1996?”, Scrip, No 1720, 22 მაისი 1992, გვ. 26.

დამოკიდებულების გაძლიერება: ბარბიტურატები

შფოთვისა და შიშების მოსახსნელი და ძილის დარღვევების სამკურნალო წამლების მოხმარების ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბდა დამოკიდებულების ჩამოყალიბების მოდელი, რომელიც დღემდე მოქმედებს. ერთი მეორის მიყოლებით, ბაზარზე გამოდიოდა სხვადასხვა პრეპარატი, როგორც ადიქტიური (მიჩვევის გამომმუშავებელი – რედ.შემ.) წამლის უსაფრთხო შემცვლელი მხოლოდ იმისათვის, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღმოჩენილიყო, რომ მასაც გააჩნია მასზე დამოკიდებულების გამომუშავების თვისება. თავდაპირველად ეს იყო ალკოჰოლი და ოპიუმი; შემდეგ ქლორალი, ბრომიდები და ბარბიტურატები; და ასე გრძელდებოდა ბენზოდიაზეპინებამდე და მათ სულ ბოლო შემცვლელებამდე [5]. ამ წამლების რიგში, რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში პოპულარულები იყვნენ ბარბიტურატები. თავდაპირველად ისინი განსაზღვრულნი იყვნენ, როგორც ძლიერი სედატიური მოქმედებების საშუალებები ან ძილის გამოსაწვევად. ბარბიტურატების კლასის პრეპარატებს ბევრი საერთო თვისება გააჩნიათ, რაც მათი ერთმანეთით შეცვლის საშუალებას იძლევა, მაგრამ მათ ბაზარზე წინ სწევდნენ ისე, თითქოს მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობდა.  თავდაპირველად მათ ხშირად აღიქვამდნენ და რეკლამას უკეთებდნენ, როგორც უსაფრთხო საშუალებებს. ფირმა Bayer-ის მიერ შექმნილი პრეპარატი ვერონალი ამის ნათელი მაგალითია. ეს იყო პირველი ბარბიტურატი, რომელიც ბაზარზე 1903 წელსგამოჩნდა და რეკლამირებული იყო როგორც “აბსოლუტურად უსაფრთხო და ტოქსიური ეფექტების გარეშე”. შემდეგი 10 წლის განმავლობაში გამოჩნდა ცნობები დოზების სასიკვდილო გადამეტების შესახებ [6]. გაცილებით გვიან დაიწყეს იმის მიხვედრა, რომ წამლები დამოკიდებულებას იწვევდნენ. ეს, ნაწილობრივ, იმით აიხსნება, რომ შეუძლებელია ზუსტი განსაზღვრება მიეცეს ტერმინებს “ნარკომანია”, “მიჩვევა”, “ტოლერანტობა”და “დამოკიდებულება”. დიდი გაუგებრობა სუფევს ამ ოთხი ტერმინის განმარტებებში. რამდენადაც ცალკეულ პაციენტებს ბარბიტურატებს გრძელვადიანი მოხმარებისათვის უნიშნავდნენ, აბსტინენციის სინდრომები იშვიათად დიაგნოსტირდებოდა. როდესაც წამლების მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია შესამჩნევი ხდებოდა, მას შეცდომით პირველადი მდგომარეობის რეციდივად აღიქვამდნენ, და პაციენტს განმეორებით ენიშნებოდა თერაპია.

ხალხის მოთვინიერენა: ბენზოდიაზეპინები

1950-იან და 1960-იან წლების განმავლობაში, ბენზოდიაზეპინებმა თანდათანობით განდევნეს ბარბიტურატები, როგორც შიშისა და შფორთვის მდგომარეობის მოსახსნელმა და ძილის დაღვევების სამკურნალო საშუალებებმა. მათ პრაქტიკაში დანერგვამდე, 1950-იან წლებში, ბარბიტურატების პირველი ალტერნატიული საშუალებები იყო ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მებრობამატი – ბარბიტურატების მსგავსი ნივთიერება. თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ასეთი წამლები გაცილებით უსაფრთხოებია, ისინიც აგრეთვე იწვევდნენ დამოკიდებულებას. მეპრობამატი ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ბენზოდიაზეპინები, აქვს დამოკიდებულების ჩამოყალიბების უფრო მაღალი რისკი, უფრო სახიფათოა დოზების გადაჭარბებისას, იწვევს მეტ გვერდით ეფექტებსა და არ გააჩნია უპირატესობანი ბენზოდიაზეპინებთან შედარებით [11]. ამ პრობლემების მიუხედავად, 1984 წელს დიდ ბრიტანეთში ექიმებმა 150 ათასზე მეტი რეცეპტი გამოწერეს ეკვანილზე – მეპრბამატის ერთ-ერთ საფირმო მარკაზე [12]. ბრიტანეთის ეროვნული ფარმაკოლოგიური ცნობარი ეკვანილს ახასიათებს, როგორც “როგორც დანიშნულებისათვის ნაკლებად შესაფერისს” [13]. ბენზოდიაზეპინები, რომლებიც დღესდღეობით შედიან მთელს მსოფლიოში ყველაზე ხშირად დანიშვნადი წამლების ჯგუფში, თავის აღმოჩენას შემთხვევითობას უნდა უმადლოდნენ. ქიმიური ნივთიერების რამდენიმე ასეული მილიგრამი, ყველასგან მივიწყებულად, იდო ფირმა Hoffman-La Roche-ს ლაბორატორიის სადღაც კუთხეში მას შემდეგ, რაც 1955 წელს ის პირველად იყო სინთეზირებული ქიმიკოსის ლეო შტერნბახის მიერ. იმ დროისათვის ლაბორატორიის სხვა პროექტებს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭათ, და მხოლოდ 2 წლის შემდეგ, დალაგების დროს, დავიწყებული ნივთიერება ხელმეორედ იქნა აღმოჩენილი და საანალიზოდ გაიგზავნა. ახალ ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ქლორდიაზეპოქსიდი ეწოდა, აღმოაჩნდა აგრესიული ცხოველების მოთვინიერების უნარი, გამოკვეთილი და აშკარა სედატიური ეფექტების გარეშე. ახალი პრეპარატი ბაზარზე გამოვიდა ლიბრიუმის სახელწოდებით, დადაიწყო ბენზოდიაზეპინების ერა [15]. თუმცა, ბენზოდიაზეპინები სრულიადაც არ არიან უსაფრთხო პრეპარატები.  ამ პრეპარატების მიმართ დამოკიდებულება უჩნდება იმ პაციენტების 15-44%-ს, რომლებიც მათ დიდი ხნისგანმავლობაში იღებენ [17]. პრობლემას დოზის გადამეტებაც წარმოადგენს. ამ წამლების გავრცელებული გვერდით ეფექტებს შორის ჩამოვთვალოთ: დღისით ძილასკენ მიდრეკილება, მსუბუქი თავბრუსხვევა, მოთენთილობა, კორდინაციის დარღვევა, მოძრაობის დროს წონასწორობის დაკარგვის შიში. უფრო იშვიათია ძლიერი თავბრუსხვევა, თავისა და კუჭის ტკივილები, გამონაყარი კანზე, არამკაფიო მხედველობა, ლიბიდოს შეცვლა, გაურკვეველი მეტყველება, ცვლილებები სისხლში და სიყვითლე [19]. ხანდაზმული ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან ამ არასასურველი ზემოქმედებების მიმართ, რომელთგან ბევრი შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც მოხუცებულობით გამოწვეული ჭკუასუსტობა. კოორდინაციის დაკარგვა დიდი შეშფოთების მიზეზად გვევლინება, რადგანაც შეუძლია დავარდნები და მენჯ-ბარძაყის სახსრის ძვლების მოტეხილობები გამოიწვიოს [20]. ნანახი იქნა, რომ დავარდნების მიზეზი ყველაზე ხშირად დიაზეპამია, რამაც აიძულა მკვლევარები, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ეს პრეპარატი აღარ ყოფილიყო გამოყენებული ხანდაზმულ ადამიანებში [21].

ფსიქოტროპული საშუალებები და ხანდაზმული ადამიანები

დაბერების პროცესი მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის მიერ წამლების მოხმარების უნარზე. განსხვავებები მათი მიღების წესებში, განაწილებასა და გამოდევნაში, ხანდაზმულ ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის როგორც სასურველი, ისე არასასურველი ეფექტების მიმართ. წამლების ზემოქმედების ეფექტები ხანდაზმულ ადამიანზე ხშირად საოცრად განსხვავდება იგივე პრეპარატის უფრო ახალგაზრდა პაციენტზე მოსალოდნელი ეფექტებისაგან [1].

აშშ-ში ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინეს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მთელი მოსახლეობის ერთ მეექვსედს შეაგენენ, ენიშნებათ ყველა ტრანკვილიზატორების ერთი მესამედი და დასაძინებელი წამლების ნახევარი [2]. სხვა ქვყნებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ხანდაზმული ადამიანები იღებენ ბენზოდიაზეპინებზე არაპროპორციულად უფრო მეტ რეცეპტებს. მაგალითად, ავსტრალიაში, დასაძინებელი წამლები ინიშნებოდა „შემაშფოთებელი რაოდენობით“, განსაკუთრებით კი ხანდაზმულ ადამიანებს. „ძილი და დაბერება აღმოჩნდა ოქროს ძარღვი მარკეტინგული ფირმებისათვის… მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უფროსი ასაკის ადამიანებს ნაკლები ძილი სჭირდებათ და მათ უფრო ნაკლები სძინავთ, შეიქმნა ძილის ბაზარი, ხანდაზმულ ადამიანებისათვის განკუთვნილი პროგრამით. უძილობით შეწუხებულებს ასეთი სახის შველას სთავაზობენ: „მშვიდი, გამახალისებელი, შესანიშნავი ძილი“. ერთადერთი, რაც ამისთვისაა საჭირო – ეს უბრალო ტაბლეტია“ [4].

დასაძინებელმა საშუალებებმა ანუ ტრანკვილიზატორებმა „საშუალო“ დოზებით, შესაძლოა, აზროვნების არევა გამოიწვიოს, და ასევე, ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი ძლივას დგას ფეხზე. ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტაბლეტი, რომელიც უფრო ახალგარზდა ადამიანების ორგანიზმიდან, საერთო ჯამში, გამოიდევნება რვა საათის განმავლობაში, ხანდაზმულ ადამიანებში შეიძლება „დაეკიდოს“ მთელი შემდეგი დღის განმავლობაში [5]. განმეორებითი მიღებისას, წამლის კონცენტრაცია შესაძლოა რომ გაიზარდოს, სანამ არ მიაღწევს ტოქსიკურ დონეებს.

ეს ეფექტი, რომელიც ნაბახუსევზე ყოფნის მდგომარეობას ჰგავს, განსაკუთრებით შეინიშნებოდა 1979-იან და 1980-იან წლებში., როდესაც იქნა აღმოჩენილი, რომ გრძელვადიანი ნახევრადდაშლის მქონე ბენზოდიაზეპინები (რომელთაც ორგანიზმიდან გამოსადევნად უფრო მეტი დრო სჭირდებათ), ისეთი, როგორიცაა ნიტრაზეპამი (მოგადონი), ასოცირდებოდა გრძნობის არევასთან, დეზორიენტაციასთან და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევასთან. ყველა ამ სიმპტომს შესაძლებელია, რომ შეცდომით დაესვას ისეთი დიაგნოზი, როგორიცაა თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადება ან მოხუცებილობით გამოწვეული ჭკუასუსტობის ნიშნებად იყოს მიჩნეული.

ბენზოდიაზეპინების გრძელვადიანი გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებში ასოცირდებოდა დავარდნებთან, მენჯ-ბარძაყის სახრის ძვლების მოტეხილობებთან, დღის განმავლობაში მოთენთილობასთან და კოგნიტიური ფუნქციების დარღვევებთან. მიუხედავად ამისა, „ექიმი ყველზე მეტ მედიკამენტებს სწორედ ისეთ პაციენტებს უწერენ, რომლებსაც ყველაზე მძიმედ შეუძლიათ დასაძინებელი წამლების გრძელვადიანი მოხმარების გადატანა“ [6].

ხშირად იწვევს განგაშს მოხუცებულთა სახლებში არსებული სიტუაცია. „მიუხედვად საერთო შეხედულებისა და კონსენსუსისა ხანდაზმულ ადამიანებში ფსიქოტროპული პერაპარატებით გამოწვეული სერიოზული გვერდითი ეფექტების საკითხში, გამოკვლევები მუდმივად ადასტურებენ, რომ აშშ-ში მოხუცებულთა სახლებში მაცხოვრებელთა ერთი მეოთხედიდან ერთ მესამედამდე, იღებს ძლიერ ან სუსტ ტრანკვილიზატორებს“. ხშირად, ყველაზე მეტი მოხმარება აღინიშნება იმ დაწესებულებებში, სადა არც საკმარისი პირობებია და არც სათანადოდ მომზადებული პერსონალი, ხანდაზმული ადამიანების შესაბამისი მოვლისათვის. ეს შეიძლება იყოს ის დამატებითი ფაქტორი, რომელიც იწვევს ქრონიკულ მარტოობას და თვითიზოლაციას, და, საბოლოო ჯამში, ტრანკვილიზატორების ქრონიკული მოხმარებას, როგორც „რაიმედ ღირებული არსებობისა და სოციალური ურთიერთქმედების“ შემცვლელებისა. ფაქტიურად, ტრანკვილიზატორებს ენიჭებათ უფრო უსაფრთხო, უფრო ეფექტური და უფრო ჰუმანური თერაპიული საშუალებების   „ქიმიური შემაკავებლების“ ან შემცვლელების“ ჩამნაცვლებლის როლი [7].

დეპრესიით იტანჯება 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანების 10% [8]. თუმცა, აქ ანტიდეპრესანტები შეიძლება არც იყოს პრობლების შესაფერისი გადაწყვეტა. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ასოცირდებიან გულ-სისხლძარღვებისა და ხოლინოლიტიკურ რეაქციებთან, მაგალითად პირში სიმშრალესთან და არამკაფიო მხედველობასთან. ეს თვისებები ხანდაზმული ადამიანებისათვის მას „არამიმზიდველს“ ხდის [9]. კვების პროდუქტებთან და სხვა წამლებთან მისი სახიფათო ურთიერთქმედებები, როგორც ეს შესაძლებელია მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორების შემთხვევაში, დეპერესიების დროს მათ უკვე გადაანაცვლებს მეორე არჩევის წამლების ადგილზე [10]. შესაძლებელია, რომ ისინი განსაკუთრებით გამოუსადეგარნი აღმოჩნდნენ ხანდაზმული ადამიანებისათვის.

ხანდაზმული ადამიანებისათვის უფრო ეფექტური და უსაფრთხო ანტიდეპრესანტების ძიება, გამოიხატა მედიკების მიერ გარკვეულ ფარგლებში, ახალი თაობის ანტისეროტონინერგული საშუალებების ნაწილობრივ მიღებაში. ჯერ კიდევ დასადგენია ისეთი პრეპარატების როლი, როგორებიცაა ფლუოქსეტინი (პროზაკი) და სესტრალინი


ლიტერატურა

  • 1. Greenblatt, DJ., Harmatz, J.S., et al, “Clinical pharmacokinetics of anxiolytics and hypnotics in the elderly”, Clinical Pharmacokinetics, Vol 21, No 3, 1991, pp165-77.
    2. Wolfe, S.M., Fugate, L., et al, Worst Pills Best Pills, Washington, Public Citizen Health Research Group, 1988, pp145-155.
    3. Collier, J., The Health Conspiracy, London, Century Hutchinson, 1989, p15.
    4.  Jackson, D.M. and Soothill, R., Is the Medicine Making You ill?, North Ryde, Australia, Angus & Robertson, 1989, pp28-9.
  • 5.  Parish, P., Medicines: a guide for everybody, London, Penguin (6th edn, revised), 1989, p32.
  • 6. Schorr, R.I., Bauwens, S.F, et al, “Failure to limit quantities of benzodiazepine hypnotic drugs for outpatients: placing the elderly at risk”, American Journal of Medicine, Vol 89, Dec 1990, pp725-31.
  • 7. Svarstad, B.L. and Mount, J.K., “Nursing home resources and tranquilliser use among the institutionalised elderly”, Journal of the American Geriatric Society, Vol 39, 1991, pp869-75.
  • 8. Cohn, N.E, et al, “Comparison or sertraline and amitriptyline in elderly depressed patients”, Journal of Clinical Psychiatry, Vol 51, No 12 (Suppl. 12), Dec 1990, p28.
  • 9.Maletta, M.D., Mattox, K.M., et al, “Guidelines for prescribing psychoactive drugs for the elderly: part 1, Geriatrics, Vol 46, No 9, Sep 1991, p44.
  • 10. BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, British National Formulary, London, BMA and The Pharmaceutical Press, No 23, Mar 1992, p156.

ბენზოდიაზეპინების გრძელვადიანი მოხმარებას ფსიქოლოგიური და ცერებრალური დარღვევების გამოწვევაც შეუძლია [22]. ბენზოდიაზეპინების დროებით მიღებასაც შეუძლია ხანგრძლივი, ხანდახან კი შეუქცევადი დარღვევევის პროვოცირება. მციენირ-ნევროლოგი დევიდ გრხემ-სმიტი ამტკიცებს: „როგორც გამოცდილება ცვლის ჩვენ მომავალ ქმედებებს, ამასვე აკეთებენ წამლებიც“ [23]. ერთმა მკვლევარმა განაცხადა, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების ეფექტმა, მაგალითად ალპრაზოლამმა (ქსანაქსი Upjohn-ის ფირმის),  შესაძლოა ჰომესტაზის (ტვინსა და მთელ ორგანიზმში ქიმიური წონასწორობა) ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვიოს“. თავისი ფუნქციების აღსადგენად ტვინს, შესაძლოა, რომ  დასჭირდეს დრო 6-დან 18 თვემდე წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ [24]. ზოგი მიმომხილველმა წამოაყენა კიდეც არგუმენტები ბენზოდიაზეპინების გამოყენების წინააღმდეგ ძლიერი შიშებისა და ძილის დარღვევების დროს. ისინი ამტკიცებენ, ბენზოდიაზეპინები არ იძლევიან სასურველ ეფექტს და უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა, რადგანაც, საბოლოო ჯამში, იწვევენ შიშისა და შფოთვების მდგომარეობებსა და უძილობას. ავსტრალიელმა ფსიქიატრმა, პროფესორმა გევინ ენდრიუსმა, განაცხადა რომ „ბენზოდიაზეპინები არავითარ შიშისა და შფოთვის მდგომარეობებს არ არჩენენ – ისინი მხოლოდ თრგუნავენ სიპტომებს, რომელთაც შეუძლიათ აღდგნენ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ“ [25]. ეს შეხედულება მყარდება ბრიტანელი ფსიქიატრიის პროფესორის სამუელ კოენის გამონათქვამით: „დადგა დრო, რომ ნათლად განვაცხადოთ შიშისა და შფოთვების მდგომარეობების დროს ამ პრეპარატების უსარგებლობის შესახებ“ [26].

ქალები და ფსიქოტროპული წამლები

მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ მთელს ეევროპასა და ჩრდლიო ამერიკაში, მამაკეცებზე ორჯერ მეტ ტრანკვილიზატორევს უნიშნავენ. [1]. იშვიათობას არ წამოადგენს ისეთი შემთხვევა, რომ, როდესაც რაიმე მიზეზის გამო, ქალებს ტრანკვილიზატორებით მკურნალობის მოკლე კურსს უნიშნავდნენ, ისინი მაღ იღებდნენ 10 და 20 წლის შემდეგაც [2]. აშშ-ში ანტიდეპრესანტების გასაცემი რეცეპტების ორი მესამედი ქალებზეა გამოწერილი [3]. არსებობს ბევრი აზრი იმის შესახებ, თუ რატომ უნიშნავენ ქალებს უფრო მეტ ფსიქოტროპულ პრეპარატებს. ამ კითხვებზე გამარტივებული პასუხი შეიძლება მივიღოთ ზოგიერთი გამოკვლევიდან, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ ქალები მამაკაცებზე მეტად ექვემდებარებიან ფსიქიატრიული პრობლემების განვითარების რისკს [4]; და ასევე სხვა ნაშრომებიდან, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქალებს მამაკაცებზე მეტი ჩივილები ახასიათებთ [5]. თუმცა, ორივე ამ განმარტებამ, შესაძლოა, რომ გადაფაროს საზოგადოებში ქალის სტატუსთან დაკავშირებული უფრო ფუნდამენტური პრობლემები. ქალები მამაკაცებზე უფრო ხშირად მუშაობენ სახლის გარეთ, ნაკლებადანაზღაურებად თანამდებობზე, ან მუშაობენ სახლში, იზოლირებულ პირობებში. სხვა მიზეზბს შორის შეიძლება იყოს ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა, ოჯახში ბავშვების მოვლის მოვალეობების არათანაბარი განაწილება, და ტრადიციულ ოჯახებში მხარდამჭერი კავშირების გაწყვეტა. მრავალ  ქვეყანაში ბევრი ოჯახის უფროსი ქალია, რომელიც თვითონ ზრდის ბავშვებს და აგრეთვე უზრუნველყოფს ოჯახში ყველაზე დიდ შემოსავალს. ბევრი ასეთი ოჯახი ცხოვრობს სოციალური უსამართლობისა და სიღარიბის პირობებში – ეს კი ისეთი ფაქტორებია, რომლებიც ხელს უწყობენ შიშებისა და შფოთვების, სტრესებისა და დეპრესიების განვითარებას. ექიმების დამოკიდებულებასაც შეუძლია ხელი შეუწყოს იმას, რომ ქალები უფრო მეტ ფსიქოტროპულ წამლებს იღებენ. ქალების ჩივილებს ექიმები ხშირად აღიქვამენ, როგორც ფსიქოლოგიური ფესვების მქონე გამოვლინენებს, და როგორც წესი, უნიშნავენ ისეთ წამლებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გუნება-განწყობის უმიზეზო ცვლილებებზე [4]. სიტუაციას ამძიმებენ ის ნახატებიც, რომლებიც გამოიყენება ფსიქოტროპული წამლების სარეკლამო მასალებში. მათზე ქალები ხშირად გამოიყურებიან, როგორც დიფუზური ემოციური სიმპტომებით გაწვალებულები, მაშინ, როდესაც მამაკაცებს აჩვენებენ. თუ როგორ შფოთავენ ისინი სამუშაოს შედეგებთან დაკავშირებით ან თანმხლები სომატური დაავადების გამო [6]. აშშ-ში ფირმა Pfizer-ის საპრეზენტაციო მასალებში, ბაზარზე ახალი ანტიდეპრესანტის – ზოლოფტის (სერტრალინი) სახელით გაშვების წინ, გამოსახულია 30-40 წლის ქალი, რომელსაც ამ წამლის გამოყენების შემდეგ „დეპრესიისან… მოვლენათა ეპიცენტრში“ გადასვლა შეუძლია [7]. ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ ქალებს, მისივე ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე: “მკურნალობა ერთს…. სარგებლობა ექვსისათვის“ – ასე იყო გაცხადებული ეს იდეა ერთ რეკლამაში ოჯახურ ფოტოსურათთან ერთად, რომელზედაც ცენტრალური ადგილი დედისათვის იყო განკუთვნილი [8]. მრავალი ქალისათვის ძნელია მხარდაჭერის პოვნა წამლების მიღების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ბოლო წლებში, სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა ბევრ ქვეყანაში თვითდაცვის ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებშიც ქალები პოულობენ მხარდაჭერას ტრანკვილიზატორებისაგან თანდათანობით თავის დანებების  საქმეში. თუმცა, უფრო ეფექტური იქნებოდა ქალებისათვის წამლების არასათანადო და გადამეტებული დანიშვნის წინააღმდეგ გატარებული ქმედებები; და აგრეთვე იმის უზრუნველყოფა, რათა შეწყდეს ტრანკვილიზატორების, როგორც სოციალური პრობლემების გადაჭრის საშუალების, გამოყენება.


ლიტერატურა 1.             Batter, A., et al, “A cross national comparison of anti-anxiety and sedative drug use”, Current Medical Research and Opinion, Vol 8 (Suppl. 4), 1984, pp5-18. 2.             Phillips, A., Rakusen, J. (eds) and the Boston Women’s Health Collective, The New Our Bodies, Ourselves (2nd UK edition), London, Penguin Books, 1989, p68. 3.             Breggin, P., Toxic Psychiatry, London, Fontana, 1993, p186. 4.             Ashton, H., “Psychotropic drug prescribing for women”, British Journal of Psychiatry, Vol 158 (Suppl. 10), 1991, ррЗО-5. 5.             Uhlenworth, E.H., et al, “Symptom checklist syndromes in the general population”, Archives of General Psychiatry, Vol 40, 1983, pp1167-73. 6.             Prather, J.E. and Fidell, L.S., “Sex differences in the content and style of medical 7.             advertisements” in: Gabe, J. and Williams, P., Tranquillisers – social, psychological and clinical perspectives, London and New York, Tavistock, 1986, p90. 8.             Critser, G., “Dealing a new antidepressant”, Harper’s Magazine, May 1993, pp54-5. 9.             Pralher, J.E. and Fidell, L.S., op cit.

გაგრძელება იხ. >>>

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter