ფარმაცევტი სამედიცინო მომსახურებათა სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ფარმაცია”

საქართველოში სულ უფრო იზრდება ფარმაცევტული სპეციალობების ავტორიტეტი. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა – საქართველოში ფარმაცევტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. პარალელურად, საზოგადოების მიერ ხდება ფარმაცევტის, როგორც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის როლის გააზრება.
ფარმაცევტი, ჯანდაცვის სისტემის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ფუნქციურად, შეიძლება გამოვყოთ ფარმაცევტის რამდენიმე სპეციალიზაცია:

ფარმაცევტი-ტექნოლოგი. პირობითად ასე ვუწოდეთ ფარმაცევტებს, რომლებიც უშუალოდ ფარმაცევტულ საწარმოში მუშაოებენ. საქართველოში არის მსოფლიო დონის ფარმაცევტული საწარმოები, რომლებსაც ასეთივე დონის სპეციალისტ-ფარმაცევტთა მომსახურება ესაჭიროება. ამ სპეციალიზაციის ფარმაცევტები კარგად უნდა ფლობდნენ წამალთა ტექნოლოგიებს, ფარმაცევტულ ქიმიასა და ტექნიკურ საგნებს.

პირველი მაგიდის ფარმაცევტები, ანუ ფარმაცევტები რომლებიც აფთიაქში მუშაობენ. (უფრო სწორად მომხმარებელთან უშუალო კონტაქტში არიან). ავტორის აზრით, ეს ფარმაცევტული ინფრასტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული რგოლია. აფთიაქის ფარმაცევტებს გარდა უშუალოს ფარმაცევტული მომსახურებებისა უწევთ ეკონიმიკური დაგეგმარების, მარაგთა დაგეგმვის, პიარ და სარეკლამო ტექნოლოგიების, ურთიერთობათა მრავალი საკითხის გადაჭრა.
შესამაბისად, გარდა ფარმაცევტული საკითხებისა, ისინი კარგად უნდა ერეოდნენ ამ საკითხებშიც.
იხ. პარაგრაფი “პირველი მაგიდის კლინიკური ფარმაცევტი”>>
კლინიკის ფარმაცევტი
კლინიკებში ძირითადად კლინიკური ფარმაცევტები მუშაობენ.

იხ. პარაგრაფი: კლინიკური ფარმაცია >>
იხ. პარაგრაფი: კლინიკური ფარმაცევტის სპეციალიზაციები >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.