უტეროტონიკები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ტონუსის ამამაღლებელ და მიომეტრიუმის კუმშვითი აქტივობის გამაძლიერებელ საშუალებებს მიეკუთვნებიან ჭვავის რქის, ოქსიტოცინის და მისი წარმოებულების პრეპარატები, პროსტაგლანდინები. ჭვავის რქის ალკალოიდები (ერგომეტრინი, მეთილერგომეტრინი, ერგოტამინი და ერგოტალი) ასტიმულირებენ საშვილოსნოს მუსკულატურას და ფართოდ გამოიყენება საშვილოსნოს ატონიისა და მასთან დაკავშირებული შიდა სისხლდენების დროს. სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, მიომეტრიუმის შეკუმშვისას. სისხლძარღვების მოჭერით. მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჭვავის რქის პრეპარატები აჩქარებენ საშვილოსნოს უკუგანვითარებას. ჭვავის რქის პრეპარატებს ნიშნავენ ასევე, მენორაგიების (მენსტრუაციული სისხლდენების) და საშვილოსნოდან სისხლდენების დროს, რომლებიც დაკავშირებული არ არის მენსტრუალური ციკლის დარღვევებთან. ამ ჯგუფის პრეპარატების უკუჩვენებებია: ფეხმძიმობა და მშობიარობა (საშვილოსნოს ტონურმა შეკუმშვამ შეიძლება ნაყოფის ასფიქსია გამოიწვიოს).
ოქსიტოცინი წარმოადგენს ჰიპოფიზის უკანა წილის პეპტიდურ ჰორმონს (ოქტაპეპტიდს); ამჟამად მიიღება სინთეზურად. ოქსიტოცინი და მისი მსგავსი პრეპარატები იწვევენ ან აძლიერებენ საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვას (განსაკუთრებით ფეხმძიმობის პერიოდში), ზრდიან რძის სეკრეციას, აძლიერებენ ჰიპოფიზის წინა წილის ლაქტოგენური ჰორმონის (პროლაქტინის) გამომუშავებას. ამ საშუალებებს იყენებენ სამშობიარო მოქმედების სტიმულაციისათვის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოს ინვოლუციისა და სარძევე ჯირკვლების აქტივაციისათვის.
პროსტაგლანდინები წარმოადგენენ ბიოგენურ ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჯგუფს, რომლებიც ორგანიზმში წარმოიქმნებიან ციკლოოქსიგენაზას გავლენით არაქიდონისა და დიჰომოლინოლეინის მჟავებიდან. ზოგიერთი მათგანი, კერძოდ, პროსტაგლანდინ F2ალფა და პროსტაგლანდინ Å2 ხასიათდებიან მიომეტრიუმის კუმშვადობის გაძლიერების უნარით და გამოიყენება სამშობიარო მო ქმედების სტიმულაციისათვის.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.