ტრანსვეზიკალური ადენომექტომიის მოდიფიცირებული მეთოდის შესახებ

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”

ავტორები: თ. ტარყაშვილი
პროფესორი: თ. ჩიგოგიძე
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი

რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილება

უკანასკნელ წლებში ეფექტური სამკურნალწამლო საშუალებეთა გამოყე- ნებამ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობაში რამდენადმე შეამცირა ქირურგიული მკურნალობის ხვედრითი წილი, თუმცა ქირურგია კვლავ რცება აღნიშნული დაავადების მკურნალობის ძირითად მეთოდად.
დღეისთვის პროსტატის ტური მიჩნეულია პკჰ-ის მკურნალობის ოქროს სტან- დარტად და მსოფლიო სტატისტიკით იგი შეადგენს ოპერაციულ ჩარევათა 95%, თუმცა რიგ შემთხვევებში (დიდი ზომის პროსტატა, შარდის ბუშტის დიდი ზომის კენჭები) ღია წასით ადენომექტომია და მასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებები კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება.

მოწოდებულია ღია ადენომექტომიის მრავალრიცხოვანი მეთოდი, მაგრამ არც ერთი არ არის ისეთი სრულყოფილი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა სესაძლო გართულებებს, როგორიცაა სისხლდენა, ინფექცია, წინა ბუშტის ჩამოყალიბება და ა.შ.
ადენომის ენუკლეაციის შემდეგ ჰემოსტაზის მიზნით გამოყენებული მეთოდები შეიძლება დაიყოს რამოდენიმე ჯგუფად.
1. ჰემოსტაზი ფოლეის კათეტერის ბალონის მოთავსებით პროსტატის ბუდეში – აღნიშნული მეთოდის დროს არ არის გარანტირებული ჰემოსტაზი ვინაიდან მნიშვნელოვანი სისხლდენა აღინიშნება ბუდის კიდეებიდან, რომლის კომპრესიაც ამ დროს არ ხდება. აგრეთვე არცებობს დიდი ალბათობა წინა ბუშტის ჩამოყალიბებეისა.
2. პროსტატის კაფსულის გაკერვა კეტგუტის კვანძოვანი ნაკერებით (სხვადასხვა მოდიფიკაციები.
აღნიშნული მეთოდის გამოყენების დროს ხდება უხეში ნაწიბურის ჩამო- ყალიბება შარდის ბუშტის ყელის არეში. ასევე ჰემატომის არსებობა პროსტატის ბუდეში მისი შემდგომი ინფიცირების ალბათობით.
3. შარდის ბუშტის ყელსა და პროსტატის ბუდეზე ჰემოსტაზური მოხსნადი ნაკერების დადება, რომელთა გამოტანა ხდება ურეთრიდან, შორისადან ან მუცლის წინა კედლიდან.
აღნიშნული მეთოდების დროს ხშირია შარდის ბუშტის ყელის დეფორმა- ციები იგი ტექნიკურად ძნელი შესასრულებელია ხშირია ჰემატომის განვითარება პროსტატის ბუდეში შემდგომი ინფიცირების ალბათობით.
ჩვენს მიერ იყო ნაწარმოები ოპერაციები – ტრანსვეზიკალური ღია ადენომექტომია 23 პაციენტზე შემდეგი მარტივი მეთოდით:
შარდის ბუშტის ყელის ლორწოვანის ჩლუნგად დიგიტალურად ჩახსნის შემდეგ 12 სთ-ზე ხდება ადენომის ენუკლეაცია. პროსტატის კაფსულა მუშა- ვდება წყალბადის ზეჟანგითა და ქლორჰექსიდინის გელით. ურეთრიდან შარდის ბუშტში ტარდება ფოლეის კათეტერი, რის შემდეგაც შარდის ბუშტის ყელზე 12 სთ-ზე ედება დექსონის ერთი-ორი კვანძოვანი ნაკერი ბუდის შევიწ- როვების მიზნით. კათეტერის ბალონი იბერება შარდის ბუშტში 20-50 მლ-ით, ხორციელდება მისი ტრაქცია და ბუშტის ყელის კომპრესია – მიიღწევა ჰემოს- ტაზი. შარდის ბუშტში იდგმება წვრილი 12-14ცჰ საირიგაციო მილი. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ფოლეის კათეტერი იმყოფება მოჭიმულ მდგომარეობაში 10-24 საათის განმავლობაში – გამონარეცხი ხსნარის შეფერვის ინტენსივობის მიხედვით.ურეთრული კათეტერის ამოღება ხდება 72 საათის შემდეგ.
პაციენტთა ასაკი იყო 61 დან 84 წლამდე. პროსტატის მასა 120-270 გრამი. ოპერაციის შემმდგომ სტაციონარში დაყოვნებბა საშუალოდ 9 დღე. განმეო- რებით ოპერაცია დასჭირდა ერთ ავადმყოფს – ბუშტის ყელზე დადებულ ლიგატურაზე განვითარებული კენჭის გამო.

გართულებები:
1. მწვავე ეპიდიდიმოორქიტი – 2
2. ქრონიკული პიელონეფრიტის გამწვავება – 1
3. ოპერაციის შემდგომი სისხლდენა – არ ყოფილა
4. შარდის შეუკავებლობა – არ ყოფილა
5. წინა ბუშტის ჩამოყალიბება – არ ყოფილა

ჩვენი აზრით აღნიშნულ მეთოდს გააჩნია შემ,დეგი უპირატესობები:
1. ტექნიკურად იოლი შესასრულებელია.
2. შარდის ბუშტის ყელის კომპრესია ბალონით ახორციელებს საიმედო ჰემოსტაზს.
3. კათეტერის გაჩერება მოჭიმულ მდგომარეობაში იწვევს ბუდეში თავისუ- ფალი სივრცის მკვეთრ შემცირებას რაც ამცირემს ჰემატომისა და მისი ინფიცირების ალბათობას. ხდება შარდის ბუშტის ყელის და ურეთრის ლორწოვანის მიახლოვება, რაც აჩქარებს რეეპითელიზაციის პროცესს.
4. არ ყალიბდება ადენომექტომიის შემდგომი წინა ბუშტი.

რეზიუმე: სტატიაში გაანალიზებულია ადენომექტომიის მეთოდები. მოწოდე- ბულია ახალი მეთოდი. გაანალიზებულია ახალი მეთოდის შესაძლებლობები 23 პაციენტის მაგალითზე.

ლიტერატურა
1. R. Convelaire et A. Mozzani (Paris)
Jornal d’ Urologie et de Nephrologie 1964, N 12 pp 901-909
Comment terminer E’ enucleation d’un adenome prostatique?
2. Operational Urology
N.A. Lopatkin I.P Shevtcov Medicine 1986.
3. Oesterling JE.
Related articles
Benign prostatic hyperplasia. Its natural history, epidemiologic characteristics, and surgical treatment.
Arch Fam Med. 1992 Nov; 1 (2): 257-66. Review.
PMID: 1285243 [PubMed- indexed for MEDLINE]
4. Janknegt RA.
Related Articles
Surgical management for benign prostatic hyperplasia: indications, techniques, and results.
Prostate Suppl. 1989;2:79-93. Revew
PMID: 2482775 [PubMed- indexed for MEDLINE]
5. Van Asdalen KN.
Related Articles
Prostate Surgery.
Clin Geriatr Med. 1990 Aug:6 (3): 609-31. Review
PMID: 1696161 [PubMed- indexed for MEDLINE]
6. A prospective study of the safety and efficacy of suprapublic transvesical prostatectomy in patients with bening prostatic hyperplasia.
J Urol. 2001 Jul:166 (1):172-6
PMID: 11435849 [PubMed- indexed for MEDLINE]

Summary

Regarding the methods of modification transvesical adenomectomy
Temur Tarkashvili,Prof. Temur Chigogidze
I. Javakhishvili Tbilisi State University
Urology Department, Georgian Rustavi Metallurgical Work’s Hospital
The article analysis the methods of adenomectomy. The new view is given, possibilities of which are analyzed on the example of 23 patients.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter