ტერფის ფალანგთაშუა სახსრები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ტერფის ფალანგთაშუა სახსრები Articulationes interphalangeae pedis;  Interphalangeal [digital] joints

ტერფის ფალანგთაშუა სახსრები – articulationes interphalangeae pedis, – ერთმანეთთან აკავშირებენ ტერფის პროქსიმალურ ფალაგების თავებს შუა ფალანგების ფუძეებთან და შუა ფალაგების თავებს –  დისტალური  ფალანგების ფუძეებთან. სახსრები ერთღერძიანია და მიეკუთვნებიან  ჭაღისებრ სახსრებს.

ტერფის ფალანგთაშუა სახსრები

სასახსრე ჩანთები – capsulae articulares, თხელია და მათი გვერდითი ნაწილები გამაგრებულია გვერდითი იოგებით – ligg. collateralia, ტერფძირის მხრიდან კი – პლანტარული იოგებით – ligg. plantaria.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter