სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ინფრასტრუქტურები

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>>

სატერმინოლოგიო მუშაობა მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას. ამ სამუშაობს ახორციელებენ საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციები, ზოგი სხვა საქმიანობასთან ერთად, ზოგი ატარებს მხოლოდ სატერმინოლოგიო მუშაობას.
რუსეთში მხოლოდ ტერმინოლოგიური საქმიანობით დაკავებულია შემდეგი ფედერალური ორგანიზაციები:
– მოსკოვში განლაგებული: სტანდარტიზაციისა და ხარისხის კომპლექსური ინფორმაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ÂÍÈÈÊÈ) რომელიც პასუხს აგებს სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციის პრობლემებზე;
–  სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის კომიტეტი (ÊÍÒÒ) ÐÀÍ, რომელსაც სისტემაში მოყავს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების სფეროს ტერმინოლოგია. იგი სცემს ჟურნალს “Íàó÷íî-òåõíè÷åñêàÿ òåðìèíîëîãèÿ”;
– გამომცემლობა “რუსული ენა” და სხვა გამომცემლობები, რომლებიც აქვეყნებენ სპეციალურ ლექსიკონებს;
– სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “სამედიცინო ენციკლოპედია”, რომელიც ქმნის სამედიცინო ტერმინოლოგიის ბანკს  და გამოსცემს სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონებსა და ცნობარებს;
–  მოსკოვში ასევე საქმიანობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, მათ შორის “მუდმივად მოქმედი სემინარი სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის მეთოდოლოგიური პრობლემების შესახებ”, “სემინარი სამედიცინო ტერმინოლოგიის პრობლემების შესახებ” და სხვ.
–  ტერმინოლოგიური  ლექსიკონების შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოების დიდ ნაწილს ასრულებს სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი და ომსკის ტერმინოლოგიური ცენტრი. ნიჟეგოროდსკის უნივერსიტეტი პერიოდულად აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომთა კრებულებს “ტერმინი და სიტყვა”.
– დიდია ტერმინოლოგიათმცოდნეების მიღწევა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში: უკრაინაში ფუნქციონირებს სამეცნიერო აკადემიასთან არსებული სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომიტეტი, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჩერნოვცებში, უჟგოროდში, დნეპროპეტროვსკში (აღნიშნული ქალაქების უნივერსიტეტებში).
– ლატვიის სამეცნიერო აკადემიის სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომიტეტი მუდვივად მუშაობს ლატვიური ტერმინოლოგიის სისტემაში მოყვანაზე და აქვეყნებს ტერმინების კრებულს ლატვიურ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შეიძლება დავასახელოთ ტერმინოლოგიის ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი (Èíôîòåðì), რომელიც მდებარეობს ვენაში, ტერმინოლოგიური ნეოლოგიზმების უნიფიცირების საერთაშორისო ორგანიზაცია (ÌÎÓÒÍ), რომელიც მდებარეობს ვარშავაში და აქვეყნებს ჟურნალს “Neoterm”. საერთაშორისო ტერმინოლოგიის სტანდარტების შემუშავება შედის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის),  (ÈÑÎ), საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (ÌÅÊ ) და სხვ.
საქართველოში, შედარებით აქტიური მუშაობა სამედიცინო ტერმინოლოგიის მიმართულებით, მიმდინარეობს ”ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედიის ფარგლებში” (ლალი დათეშიძის პროექტი). ამ მიმართულებით რეალურად მომქმედი სახელმწიფო სტრუქტურები ან სხვა არასამთავრობო ინიციატივები ჯერჯერობით არ ჩანს. (2007 წლის სექტემბერი).


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,