საკუთრივ რუსული ტერმინოლოგიის განვითარება

istoria

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარება რუსეთში და მისი გავლენა ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე”, დასაწყისი იხ. >>>

ტერმინოლოგიის ნაკლოვანებებს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობდნენ რუსი ექიმი პედაგოგები. სამედიცინო დისციპლინების სწავლება რუსულ ენაზე შესაძლებელი იყო მხოლოდ სამამულო ტერმინოლოგიის დამუშავებით. ამიტომ ბევრი გამოჩენილი რუსი ექიმი ხდებოდა ერთდროულად მთარგმნელიც და ფილოლოგიც. მათ შორის, პირველ რიგში აღსანიშნავია სანქტ-პეტერბურგის ადმირალიტეტის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი მ. ი. შეინი (1712-1762 წწ.), რომელმაც რუსულ ლიტერატურაში ყველაზე ადრე მოახდინა რუსულ-ანატომიური ტერმინების შეკრება. მთარგმნელებს უფრო უადვილდებოდათ დაავადებებისა და სიმპტომების სახელწოდებებთან მუშაობა, რადგანაც მათთვის არსებობდა ეკვივალენტური მნიშვნელობები რუსულ ხალხურ მედიცინაში. დროთა განმავლობაში მათ ჩაენაცვლნენ ბერძნულ-ლათინური წარმოშობის ტერმინები, მათ შორის ნეოლოგიზმები.
1783 წელს გამოვიდა პირველი რუსი პროფესორის ნ.მ. ამბოდიკ-მაქსიმოვიჩის (1744-1812 წწ.) ,,ანატომიურ-ფიზიოლოგიური ლექსიკონი’’ ლათინურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, რომელიც შეიცავდა დაახლოებით 4000 დასახელებას. რუსული ანატომიის სკოლის ფუძემდებელმა პ. ა. ზაგორსკიმ (1764-1846 წწ.) დაწერა პირველი სამამულო სახელმძღვანელო ანატომიაში (1802 წ.), სადაც შეიტანა ლათინური ტერმინების მთელი რიგი რუსული ეკვივალენტი. ხარისხობრივად ახალ ეტაპად რუსული მედიცინის ტერმინოლოგიის განვითარებაში, შეიძლება ჩაითვალოს  ,,საექიმო ლექსიკონი’’ –  შედგენილი 1835 წელს, ა. ნ. ნიკიტინის – პეტერბურგის რუს ექიმთა საზოგადოების დამაარსებელისა და პირველი მდივნის მიერ.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე, <span style=”font-size:10.0pt;