პრეპარატთა რაციონალური გამოყენება

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

როგორც აღვნიშნეთ, კლინიკური ფარმაციიის ძირითადი ამოცანაა   სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების შესაბამისი თეორიული საფუძვლების, პრაქტიკული მიდგომებისა და  ალგორითმების  შექმნა.

აქ უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს “რაციონალური  გამოყენება”. სამედიცინო პრაქტიკაში გვაქვს კონკრეტული  კლინიკური სურათი. გვაქვს რამდენიმე ასეული პრეპარატი, რომელიც ამ კლინიკური სურათის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ. “რაციონალურ გამოყენების” ქვეშ იგულისხმება მრავალ ალტერნატივათაგან (შესაძლებლობებიდან) იმ რამდენიმე პრეპარატის შერჩევა, რომლებსაც, ერთდროულად:

  • ექნება  მინიმალური დანახარჯი (ან ღირებულება)
  • მაქსიმალურ თერაპიული ეფექტი
  • მინიმალური რისკები (მინიმალური გვერდითი მოვლენები და მინიმალური უკუჩვენებები)
  • სწრაფი თერაპიული ეფექტი

ცხადია, ამგვარი პრეპარატის შერჩევა რთულია. სიტუაცია ძალიან ჰგავს ხუმრობას ელდარ შენგელაიას ერთ-ერთი ფილმიდან “მასეთი მარტო დიმიტრი გელოვანია ქუთაისში”.

მიუხედავად სირთულისა, არჩევის (მართვის) ამგვარი ამოცანების ამოხსნის დიდი გამოცდილებაა დაგროვილი სხვადასხვა დარგებისათვის. ამ მეთოდებს  ქმნის მათემატიკურ მეცნიერებათა ერთ-ერთი დარგი “მართვის თეორია”,  უფრო ზუსტად კი “მრავალკრიტერიუმიანი მართვის თეორია”. მისი რეზულტატები გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სფეროში, მათ შორის – მედიცინაში.
კლინიკური ფარმაციის ცენტრალური ამოცანის – პრეპარატების  რაციონალური შერჩევის – მართვის თეორიის პოზიციიდან სწორი გააზრება  კლინიკური  ფარმაციის შესწავლისა და არსის გაგების საყრდენია, ამიტომ ჩვენ მათ მომდევნო პარაგრაფები მთლიანად დავუთმეთ.

გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.