ნაღვლის ბუშტი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ნაღვლის ბუშტი 

ნაღვლის ბუშტი (vesica fellea) – ღრუ ორგანო, რომელშიც გროვდება და კონცეტრირდება ნაღველი; ეს უკანასკნელი პერიოდულად ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის საერთო სადინრის მეშვეობით.

ჰისტოლოგია

ნაღვლის ბუშტის კედელი შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და შეამერთებელქსოვილოვანი გარსებისგან; ნაღვლის ბუშტის ქვედა ზედაპირი დაფარულია სეროზული გარსით. ნაღვლის ბუშტის ლორწოვან გარსს გააჩნია მრავლობითი ნაოჭები. ერთ–ერთ მათგანს, რომელიც მიემართება ყელის მიდამოსკენ, ეწოდება ჰეისტერის სარქველი და გლუვკუნთოვან ბოჭკოებთან ერთად ქმნის ე.წ. კუტკენსის სფინქტერს. კუნთოვანი ბოჭკოების კონებსა და შემაერთებელი ქსოვილის გარსს შორის განლაგებულნი არიან მილაკოვანი არხები, რომლებიც არ უკავშირდებიან ბუშტის ღრუს – ლუშკას სავალი გზები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.