მრავალკრიტერიუმიანი ამოცანების ამოხსნის მეთოდები. პარეტო -ოპტიმალობა

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

დაუშვათ გვაქვს ამოცანის ამოხსნის, ალტერნატივების 5 ვარიანტი, თითოეული ალტერნატივა ხასითდება 2 კრიტერიუმით.

ვამბობთ, რომ შერჩეული ალტერნატივა პარეტო-ოპტიმალურია, თუკი:
– იგი  ერთი კრიტერიუმით უკეთესია სხვებზე
– სხვა კრიტერიუმებით კი, სხვებზე უარესი არაა
პარეტო-ოპტიმალობის ცნება მრავალკრიტერიუმიანი ამოცანების ამოხსნის მეთოდთა შორის გამოირჩევა თავისი ორიგინალობით. მან მრავალ დარგში პოვა ფართო გამოყენება.
მეთოდის ორიგინალობა განპირობებულია იმით, რომ იგი თავიდანვე უარს ამბობს კრიტერიუმთა “ერთ   მნიშვნელზე დაყვანაზე” ანუ სარგებლაინობის ფუნქციის პოვნის იდეაზე.
არშედარებადი კრიტერიუმები პარეტო-მეთოდისას  არც დარდება ერთმანეთს. ერთმანეთს დარდება მხოლოდ ერთი და იგივე კრიტერიუმის სხვადასხვა მნიშვნელობები.
განვიხილოთ მაგალითი: (წინა პარაფრაფის მაგალითის გაფართოება)
გვინდა კონკრეტული დაავადება განვკურნოთ. აღვნიშნოთ ეს დაავადება D-თი; ამისათვის არსებობს ხუთი  პრეპარატი. წარმოვადგინოთ სურათი ცხრილის ფორმით:

კრიტერიუმები
პრეპარატის დასახელება ფასი  K1 სრული განკურნების ალბათობა    K2
P1 1 80
P2 10 70
P3 10 80
P4 45 60
P5 7 50

     პარეტო-ოპტიმალური ამონახსნი ნახაზზე თეთრი ფონითაა. ცხადია, არსებობს სიტაიციები, როცა ამოცანის პარეტო-ოპტომალური ამონახსნი არ არსებობს.

გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter