კლინიკური ფარმაციის კომპიუტერული მრჩეველი (საექსპერტო) სისტემები

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

ისევე, როგორც ნებისმირ დარგს, კლინიკურ ფარმაციასაც აქვს ორი მიმართულება: კვლევითი და გამოყენებითი.
შესაბამისად, სპეციალიტების ორი ჯგუფია ერთნი, რომლებიც კვლევით და საკონსტრუქტორო სამუშაოებს ახორციელებენ კლინიკური ფარმაციის სფეროში, მეორენი, რომლებიც რეალურ კლინიკურ პროცესებს ემსახურებიან.

კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების რეზულტატი შეიძლება გამოიხატებოდეს, რეკომენდაციების შემუშავებაში, პირველი მაგიდის ან კლინიკაში მომუშავე ფარმაცევტისათვის რეკომენდაციების, მეთოდური მითითებების მომზადებაში თუ სხვა. მაგრამ, დღეს ცენტრალური არის ე.წ. მრჩეველი (საექსპერტო) კომპიუტერული სისტემის შექმნა.

როგორც აღვნიშნეთ, კლინიკური ფარმაციის ცენტრალური ამოცანაა პრეპარატთა რაციონალური შერჩევა კონკრეტული კლინიკურ-სოციალური სურათისათვის. გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა ვფლობდეთ:
1. შეძლებისდაგვარად სრულ ინფორმაციას კლინიკურ-სოციალური სურათის შესახებ
2. “პროფესიულ ინფორმაციას”, როგორიცაა ინფორმაცია პრეპარატების შესახებ და ინფორმაცია ნოზოლოგიებისა და მათი მკურნალობის შესახებ
3. გადაწყვეტილების მიღების მეთოდები და მექანიზმები.

7_naxati2
კლინიკური ფარმაციის საექსპერტო სისტემის განხილვისას, უნდა გაიმიჯნოს ორი სისტემა: “ექიმის საექსპერტო სისტემა” და “კლინიკური ფარმაცევტის საექსპერტო”  სისტემა. ეს ორი პრინციპულად განსხვავებული, მაგრამ მჭიდროდ თანამოქმედი სისტემაა.
ზემო ნახატზე გამოსახული ბლოკი “კლინიკური სურათი” სასურველის იყოს “ექიმის საექსპერტო” სისტემის მუშაობის შედეგი. (შდრ. ზემო და მარჯვენა ნახაზი)
ექიმის საექსპერტო სისტემებს, როგორც წესი, აქვთ საკუთარი “ნოზოლოგიებისა და მკურნალობის მეთოდების” საინფორმაციო ბაზა. იგივე ბაზა აქვთ “კლინიკური ფარმაცევტის საექსპერტო სისტემებს, მაგრამ ეს ორი ბაზა შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს ინფორმაციის სტრუქტურიზებითა და მოცულობით.
შეიძლება ჩამოყალიბდეს ძირითადი თვისებები, რომლებიც ახასიათებს კლინიკური ფარმაციაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ესენია:
1. ამოცანები თითქმის არ ხერხდება ჩამოყალიბდეს ციფრული სახით
2. მიზნები  არ ხერხდება ფორმალიზებულ იქნეს რიცხვითი ფორმით
3. არ არსებობს ამოცანის ამოხსნის ავტომატური (ადამიანის ჩარევის გარეშე) ალგორითმი
4. დიდია განუსაზღვრელობათა ხარისხი
5. ინფორმაციული სივრცე დინამიურია და საინფორმაციო ნაკადები სწრაფად იცვლება
6. საინფორმაციო სივრცე დიდი მოცულობისაა და ახასიათებს სწრაფი ზრდის ტენდენცია
ამ ტიპის ამოცანები, რეალური პრაქტიკაში არსებულ ამოცანათა უდიდეს კლასს შეადგენენ. ისინი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი და ითვლება, რომ მათი გადაჭრა შესაძლებებლია მხოლოს ადამიანურ-მანქანური სისტემების ფარგლებში, კერძოდ კი- საექსპერტო სისტემების ფარგლებში.
“კლინიკური ფარმაცევტის” საექსპერტო სისტემის ძირითადი ფუნქციები (მიზნები) შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

kompiuter_mrceveli1

გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter