იმუნურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ევოლუციის პროცესში წარმოქმნილი იმუნური სისტემა ორგანიზმს უზრუნველყოფს დაცვის მაღალი დონით და მისი დარღვევები მთელი რიგი დაავადების მიზეზი ხდება. ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა იმუნური რეაქციების მასტიმულირებელი ან დამთრგუნველი სპეციფიკური საშუალებების შემუშავებას და შესწავლას. დადასტურებულია, რომ მრავალი წამლის დადებითი მოქმედება აიხსნება ორგანიზმის საერთო გამძლეობის, მისი არასპეციფიკური იმუნიტეტის გაზრდითა და აგრეთვე სპეციფიკური იმუნური რეაქციების გააქტივებით. იმუნომოდულატორები, იმუნოსტიმულატორები, იმუნოსუპრესორები ნივთიერებებია, რომლებიც ახდენენ იმუნური პასუხის მოდიფიცირებას და ზემოქმედებენ იმუნოკომპეტენტურ უჯრედებზე. მათი მიღების წყარო მრავალფეროვანია: მიკროორგანიზმები, მცენარეები, ცხოველების ქსოვილები და ორგანოები, ქიმიური სინთეზი. იმუნოსტიმულატორები და იმუნოდეპრესანტები შეიძლება იყვნენ ანტიგენები და არაანტიგენები. მათ შეიძლება სპეციფიკურად ან არასპეციფიკურად შეცვალონ მთელი სისტემის ან მისი ცალკეული რგოლების (იმუნოკომპეტენტური უჯრედების და ქვეუჯრედული წარმონაქმნების) ფუნქციონირება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter