იმპლანტანტის წარმატებული ოსტეოინტეგრაცია

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”, N20, დეკემბერი, 2009 წ.

იმპლანტანტის წარმატებული ოსტეოინტეგრაცია

თამთა ჯიქია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) V კურსი ხელმძღვანელი – მოზარდთა ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი გიორგი მენაბდე წარმომდგენი ორგანიზაცია: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX

stoma_1იმპლანტანტის ხანგრძლივი ფუნქციონირებისათვის უამრავი პირობა უნდა იქნას დაცული, თუმცა ყურადღებას გამავახვილებთ სამ ფაქტორზე, რომელთაც წარსულში ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ, დღეს კი საკმაოდ აქტუალურია. ესენია:

1. იმპლანტანტის ძვალში ჩანერგვა ბიომექანიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

2. იმპლანტანტის ზედაპირის თავისებურებები.stoma_3

3. პირის ღრუს ჰიგიენა.

1. ბიომექანიკური მდგომარეობა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

• იმპლანტანტისა და მასზე ფიქსირებული რესტავრაციის სიმეტრიის ღერძების ურთიერთგანლაგებაზე.

• იმპლანტანტის დიამეტრზე.

რამდენიმე აქტუალურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ იმპლანტოლოგიაში FEM მეთოდი შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული რესტავრაციის სტრუქტურის ანალიზისათვის. ეს მეთოდი 12 წელიწადზე მეტია, რაც მრეწველობის სხვადასხვა სფეროში დაინერგა. FEM მეთოდით მათემატიკური ანალიზის საფუძველზე მიიღება რიცხობრივი შედეგები, რაც იმპლანტანტზე და ირგვლივ მდებარე ძვლოვან ქსოვილზე დატვირთვის სწორად განაწილების საშუალებას იძლევა. (სურ.1)

სურ.1სურ.1

იმპლანტატზე დამყრდნობი სტრუქტურის ზუსტი მოდელირებისათვის ჩატარდა კვლევა. სპეციალური პროგრამით შექმნილ ვირტუალურ მოდელებზე დატვირთვის განაწილების გამოთვლა მოხდა FEM მეთოდით. განხილულ იქნა კონსტრუქციის შემდეგი ვარიანტები:

1. იმპლანტანტისა და მასზე დაყრდნობილი რესტავრაციის სიმეტრიის ღერძები ემთხვევა ერთმანეთს (სურ.2).

სურ.2სურ.2

2. იმპალნტანტისა და მასზე დაყრდნობილი რესტავრაციის სიმეტრიის ღერძებს შორის მანძილი 2,4 მმ (სურ.3).

სურ.3სურ.3

პირველ შემთხვევაში რესტავრაცია იტვირთება მხოლოდ ერთი მიმართულებით, მეორეში კი- დატვირთვა მოდის რესტავრაციის დახრილი კუთხისაკენ, რომელიც მაქსიმალურადაა დაცილებული იმპლანტანტის ღერძისაგან. იმპლანტანტზე ძალის მოქმედებით მის ირგვლივ მდებარე ძვლოვან ქსოვილზე ვითარდება ძლიერი დატვირთვა, რომელიც სხვადასხვა მიდამოში განსხვავებულია. დაძაბულობის პიკი კი, კონცენტრირდება უშუალოდ იმპლანტანტის ახლომდებარე ძვლოვანი ქსოვილის ფენებში (სურ.4-5).

სურ.4სურ.4

სურ.5სურ.5

იმპლანტანტისა და რესტავრაციის სიმეტრიის ღერძებს შორის მანძილის გაზრდა პირდაპირ პროპორციულია ირგვლივმდებარე ძვლოვანი ქსოვილის დაძაბულობის სიდიდესთან. 2,4მმ-იანი გადახრის 4მმ დიამეტრის მქონე იმპლანტატისათვის ძვლოვანი ქსოვილის მაქსიმალური დაძაბვა 40%-ია. 5მმ-ანი იმპლანტატისათვის კი-25%. კლინიკური შედეგები:

5მმ-ანი დიამეტრის მქონე იმპლანტანტის გარშემო ძვლოვან ქსოვილზე დაძაბულობა პრაქტიკულად არ იცვლება სიმეტრიის ღერძების მანძილის გაზრდით, თუ ეს არ აღემატება 2,4მმ-ს. ნაკლებდიამეტრიანი იმპლანტანტის ბიომექანიკური თვისებები კი, დამოკიდებულია ღერძებს შორის მანძილის სიდიდეზე (სურ.6).

სურ.6სურ.6

იმპლანტანტისა და რესტავრაციის სიმეტრიის ღერძებს შორის მანძილის შეცვლით შეგვიძლია კორექტირება გავუკეთოთ ირგვლივმდებარე ძვლოვან ქსოვილზე დატვირთვის განაწილებას. ამას კი აქვს შემდეგი უპირატესობები:

• იმპლანტანტის ირგვლივ არსებული კერატინირებული ღრძილის სტრუქტურის შენარჩუნება.

• იმპლანტანტისა და ღრძილს შორის სივრცის სრული დახურვა და შესაბამისად ჰიგიენის გაუმჯობესება.

• ღია ზედაპირის 50%-მდე შემცირება (ზედაპირის გაუმჯობესება, რომელზეც შეიძლება ბაქტერიული ნადები წარმოიქმნას) (სურ.7-8).

სურ.7სურ.7

სურ.8სურ.8

კლინიკური შემთხვევა

სურ. 9-ზე წარმოდგენილია დაზიანებული მეექვსე კბილი, ექსტრაქციის შემდეგ ჩაინერგა იმპლანტანტი, რის შედეგადაც მივიღეთ შვიდ მილიმეტრიანი ღია ზედაპირი.

სურ.9სურ.9

შემდეგ ის შეცვალეს გადახრის მქონე იმპლანტანტით (სურ.10) და ღია ზედაპირის დიამეტრი შემცირდა 4 მმ-მდე (სურ.11).

სურ.10

სურ.10

სურ.11სურ.11

2. იმპლანტანტის წარმატებული ოსტეოინტეგრაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმპლანტანტის ზედაპირის მაკრო და მიკროსტრუქტურას. სულ ცოტა ხნის წინ, გამოჩნდა იმპლანტანტები მკვათრად გაუმჯობესებული ზედაპირით, რომელთა მიკროსკოპული ხაოიანობა შეთავსებულია მაკროსკოპულ სიგლუვესთან. ზედაპირის ეს თვისება მიღებულია სილის ჭავლისა და მჟავის ზემოქმედებით. ამ ტექნოლოგიით მიღებული იმპლანტანტის ზედაპირის მიკროსტრუქტურა წარმოდგენილია რთული, სამგანზომილებიანი კარკასით (სურ.9).

გამოკვლევებით დადგინდა კავშირი იმპლანტანტის ზედაპირის მორფოლოგიასა და ძვლის ფიბროზულ ჭიმებს შორის. აღმოჩნდა, რომ სითხესთან ურთიერთობის დროს იმპლანტანტის დასველების თვისება უზრუნველყოფს მის ზედაპირზე უჯრედების მიკვრასა და განაწილებას. სითხესთან პირველი კონტაქტისას იმპლანტანტის ზედაპირს ახასიათებს ჰიდროფობურობა. სითხის მეორედ მოქმედებისას კი, ეს რეაქცია ჰიდროფილურობით იცვლება (სურ.10).

იმპლანტანტის ზედაპირის ჰიდროფილურობა იწვევს კოლაგენური ცილების სიალოპროტეინებისა და ოსტეოპონტინების მომატებულ ადჰეზიას, რაც კონტაქტური ოსტეოგენეზის და შესაბამისად წარმატებული ოსტეოინტეგრაციის წინაპირობაა (სურ. 15).

სურ.15სურ.15

ამის დასადასტურებლად აწარმოეს თვრამეტთვიანი დაკვირვება ორმაგად დამუშავებული ზედაპირის მქონე 1001 იმპლანტანტზე. მათგან წარმატებით შეხორცდა 99,6%, გამოძევდა მხოლოდ 3 (სურ. 16-17).

სურ.16სურ.16

სურ.17სურ.17

3. პოსტოპერაციულად, იმპლამტანტის პირის ღუში არსებობის მაძილზე, აუცილებელია პაციენტმა დაიცვას ჰიგიენა. ექიმმა პაციენტს უნდა შეურჩიოს ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებები და დაწვრილებით აუხსნას ჰიგიენური მანიპულაციის ტენიკური დეტალები. არასრულფასოვანი ჰიგიენის შედეგად ამუშავდება ე.წ. ბალთის წარმოქმნის მექანიზმი მისი შემდგომი მინერალიზაციითა და კბილის ქვების გაჩენით. შეუსაბამო ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას მივყავართ იმპლანტანტის პოლირებული ზედაპირის დაზიანებამდე, რაც ხელს უწყობს მიკროორგანიზმების ფიქსაციას, პერიიმპლანტიტის განვითარებას, რასაც საბოლოოდ იმპლანტანტის დაკარგვამდე მივყავართ. (სურ. 18)

სურ.18სურ.18

პირის ღრუში იმპლანტანტის არსებობისას აუცილებელია გამოყენებულ იქნას ჰიგიენური საშუალებების ნაკრები:

ფლოსი

• სუპერფლოსი

• ინტრადენტალური ჯაგრისი

• კბილის ჯაგრისი „Ortho“

• ელექტროჯაგრისი

• კბილის პასტა ირიგატორი

ფლოსი – გამოიყენება კბილთაშორისა და სუპრაკონსტრუქციების მედიალურ და დისტალურ ზედაპირებს შორის სივრცეების გასაწმენდად. შედეგის მისაღებად აუცილებელია პაციენტმა ფლოსინგი ჰორიზონტალურ სიბრტყეში, გადაჯვარედინებულ მდგომარეობაში ჩაატაროს. დღესდღეობით წარმატებით გამოიყენება პოლიმერით დაფარული ნეილონისგულიანი ფლოსები (SATINTAPE), რომლის ფართე ბოჭკოები იმპლანტანტის ცალკეულ უბნებში აღწევს.

სუპერფლოსი – გამოყენება აუცილებელია იმპლანტანტის სუპრაგინგივალური ნაწილის გასაწმენდად. იგი შედგება სამი ერთმანეთში გარდამავალი ნაწილისგან:

I. მაგარი, მიმართული ნაწილი, რომელმაც უნდა შეაღწიოს კონსტრუქციის ქვეშ.

II. ნეილონისბოჭკოვანი ფართე ნაწილი, რომლის დანიშნულება საჭმლის ნაწილებისა და ნადების მოცილებაა.

III. საკუთრივ ფლოსი, რომელიც პროცედურის საბოლოო ეტაპის – კბილთაშორისი სივრცეების გასაწმენდად გამოიყენება.

კლინიკური გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ სუპერფლოსი 60%-ით მეტ ნადებს აცილებს, ვიდრე ჩვეულებრივი ფლოსი.

ინტრადენტალური ჯაგრისი – გამოიყენება იმპლანტანტის ღრძილოვანი ნაწილის, სუპრაკონსტრუქციებსა და იმპლანტანტებს შორის ძნელადმისადგომი ადგილების გასაწმენდად. არსებობს ფართე ნაპრალებისთვის მოწოდებული ინტრადენტალური ჯაგრისი და ცილინდრული ფორმის – უფრო ვიწრო ნაპრალებისთვის.

კბილის ჯაგრისი “ortho” – გამოიყენება იმპლანტანტის ღრძილზედა ნაწილის გასუფთავებისთვის იმ შემთხვევაში, როცა არსებობს იმპლანტზე ფიქსირებული სხვადასხვა კონსტრუქცი.

ელექტროჯაგრისი – Profesional Care 8500 – ის ტიპის ჯაგრისში კომბინირებულია პულსირებითი და უკუბრუნვითი მოძრაობები, „Кохрейн коллаборейшн“ -ის უკანასკნელი კვლევებით ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს კბილებისა და სხვადასხვა კონსტრუქციების ჰიგიენურ წმენდას.

იმპლანტანტის სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ძვალში და შემდგომი სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაროდონტში ტროფიკის გაუმჯობესებას. ამ მიზნით წარმატებით გამოიყენება რეზინის სტიმულატორების მქონე ჯაგრიდები, რომლებიც ღრძილების მასაჟს უზრუნველყოფენ.

კბილის პასტა – ინიშნება სამკურნალო-პროფილაქტიკური მოქმედების, რომელიც ხელს უშლის ნადების ბალთის წარმოქმნას და აქვს ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, რეკომენდირებულია მცირედაბრაზიული პასტა, რათა თავიდან ავიცილოთ სუპრაკონსტრუქციის ზედაპირის ცვეთა და ტრავმირება. ირიგატორი – გამოიყენება ჰიგიენური პროცედურის ბოლო ეტაპზე. იგი უნდა იყოს სამკურნალო-პროფილაქტიკური, ფლობდეს ანტიმიკრობულ და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებს (მაგ: ცეტილპერიდიუმის ქლორიდის შემცველი “Advantage”. სასურველია მინიტურბინიანი ირიგატორის გამოყენება. ამ სახის ირიგატორი პაროდონტულ ჯიბეებსაც წმენდს მიკროფლორისგან და ახდენს ღრძილების წყალ-ჟანგბადოვან მასაჟირებას, რაც აუმჯობესებს პაროდონტის მიკროცირკულაციას (სურ. 19-20).

სურ.19სურ.19

სურ.20სურ.20

პირის ღრუში იმპლანტანტის არსებობისას სრულფასოვან ჰიგიენურ პროცედურას დიდი დრო სჭირდება. პაციენტთა უმრავლესობა კი, პირის ღრუს ჰიგიენას 44-46 წმ-ს უთმობს, მაშინ, როცა მხოლოდ ჯაგრისითა და პასტით წმენდის ხანგრძლივობა მინიმუმ 2-3 წთ. უნდა იყოს.

გამოყენებული მასალა: “Новое в стоматологии” www.nobelbiocari.com www.newdendt.ru

2009 წელი