ზურგის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზურგის კუნთები  Musculi dorsi Muscles of backზურგის კუნთები – musculi dorsi იყოფა ზედაპირულ და ღრმა კუნთებად.

ზურგის კუნთები

I. ზურგის ზედაპირული კუნთებია:

1. ტრაპეციული კუნთი – m. trapezius

2. ზურგის უგანიერესი კუნთი – m.  latissimus  dorsi.

3. დიდი და მცირე რომბისებრი კუნთები –  mm. rhomboidei major et minor

4. ბეჭის ამწევი კუნთი – m. levator scapulae

5. უკანა ზედა დაკბილული კუნთი – m.  serratus posterior superior

6. უკანა ქვედა დაკბილული კუნთი – m.  serratus posterior inferior.

II. ზურგის ღრმა (საკუთარი) კუნთებია
ა) გრძელი კუნთები:
1. თავის სალმუნის კუნთი – m. splenius capitis
2. კისრის სალმუნის კუნთი – m. splenius cervicis
3. ზურგის გამმართველი კუნთი – m. erector spinae
4. განივ-წვეტიანი კუნთი – m. transversospinalis
ბ) მოკლე კუნთები:
1. წვეტთაშუა კუნთები – mm. interspinales
2. განივ მორჩთაშუა კუნთები – mm. intertransversarii
3. ნეკნების ამწევი კუნთები – mm. levatores costarum.
4. კეფისქვეშა კუნთები
ზურგის ღრმა კუნთებს ფარავს გულმკერდ – წელის ფასცია – fascia thoracolumbalis.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter