ესტროგენ-პროგესტიმური წამლები

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

აღმაშფოთებელი და სევდიანი ისტორია

ეპ-ის პრეპარატების მაღალი დოზირებებით (ისინი შეიცავენ დაახლოებით 0,05 მილიგრამ ესტროგენსა და 10 ან მეტ მილიგრამ პროგესტაგენს) ორსულობაზე ტესტში გამოყენებაზე, ბევრ განვითარებად ქვეყნებში ძალზე პოპულარული იყო. ეს პროცედურა მატყუარად მარტივია.ეპ-ის წამლები მაღალი დოზირებებით პრაქტიკაში პირველად შემოიღეს 1950-იან წლებში მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი ისეთ ქალებში იწვევენ მენსტრუაციას, რომელთაც ისინი უგვიანდებოდათ და არ იყვნენ ორსულად. ასე და ამრიგად, თუ ქალს ეპ-ის წამლების მიღების შემდეგ მენსტრუაცია არ ეწყებოდა, ითვლებოდა, რომ ის ორსულად იყო. პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ეპ-ის წამლები მაღალი დოზირებებით არ იყო საიმედო და ამავე დროს უსაფრთხო ორსულობის დადგენისათვის. 1976 წელს, ჟურნალ  International Journal of Gynaecology and Obstetrics გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ნაჩვენები იყო, რომ ტესტის შედეგი ქალების დაახლოებით ერთი მეხუთედისათვის ცრუდადებითი იყო [3].

ნაყოფზე ეპ-ის პრეპარატების საზიანო ზემოქმედებები გამოვლენილ იქნა 1967 წელს, დ-რ იზაბელ გალისა და მისი კოლეგების მიერ [4]. შემდგომი 10 წლის განმავლობაში არ წყდებოდა ამ პრეპარატის გამოყენებისას არსებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის ნაკადი [5]. თვითნებური მუცლის მოშლა, მკვდარი ბავშვების დაბადება, ახალშობილების განვითარების სხვადასხვანაირი მანკი და შორეული შესაძლო შედეგები (მაგალითად, ბავშვებში კიბოს განვითარების რისკი – ეს არის იმ ზოგიერთი საფრთხის ჩამონათვალი, რომელიც თან სდევს დიდი დოზებით სასქესო ჰორმონების დანიშვნას, ნაყოფის განვიტარების ადრეულ სტადიაზე ხმარებისას.
ამ მონაცემებმა აიძულეს ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები, მთლიანად აეკრძალათ ეპ-ის პრეპარატების მაღალი დოზირებით გამოყენება და ასევე არ დაეშვათ მისი გამოყენება ორსულობაზე ტესტის ჩატარებისათვის.
1981 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია ორსულ ქალებში ეპ-ის  მაღალი დოზირებით პრეპარატების გამოყენების  შეჩერების შესახებ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს პროდუქტები არასაიმედოა, და ამასთანავე, შეუძლებელია გარანტიის მიცემა, რომ ისინი არ დააზიანებენ ნაყოფს. გარდა ამისა, ბაზარზე უკვე არსებობდა უფრო უსაფრთხო ალტერნატივა – შარდის ანალიზი [10].

მსუბუქი აბორტი?

ეპ-ის მაღალი დოზირებით პრეპარატების გარშემო შექმნილი მითის მეორე მხარეა რწმენა, რომ მათი გამოყენება შეიძლება ორსულობის შეწყვეტისათვისაც, თუმცა, არც ერთი  ფირმა არ უკეთებდა რეკლამას თავის პროდუქციას, ამ მიზნით გამოსაყენებლად.
ეპ-ის მაღალი დოზირებით წამლების აღიარებული გვერდითი ეფექტია უნებლიე მუცლის მოშლა (აბორტი). გაირკვა, რომ იმ ქალების არანაკლებ 10%-ში, რომლებიც ეპ-ის მაღალი დოზირებით პრეპარატებს ორსულობაზე ტესტისათვის იყენებდნენ, ხდებოდა უნებლიე მუცლის მოშლა (აბორტი) [11].  სამწუხაროდ. ბევრი ქალი ამ „გვერდით ეფექტს“ არადანიშნულებისამებრ იყენებდა – აბორტის პროვოცირებისათვის, რასაც წარუმატებლობის შემთხვევაში ტრაგიკული შემთხვევები, და არაიშვიათად, თან სდევდა. ინდოეთის ქალაქ მადრასში, 52 ქალის, რომელთაც გაუჩნდათ განვითარების თანდაყოლილ დეფექტებიანი შვილები, გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათგან 31% ორსულობის ადრეულ სტადიებზე ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდა, ხშირად მისი შეწყვეტის მიზნით [12].

მენსტრუალური ციკლის დარღვევები

ეპ-ის მაღალი დოზირებით პრეპარატები კვლავინდებურად გამოიყენება მენსტრუალური ციკლის დარღვევების სამკურნალოდ, მაგრამ ეს ჩვენებებიც ძალზე საეჭვოა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1981 მიუთითა, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ პროდუქტების გამოყენება  გამოტოვებული მენსტრუაციების სამკურნალოდ: „იმ ქალებში, რომლებიც არ არიან ორსულად, ჰორმონების გამოყენება კიდევ უფრო შეაყოვნებს მენსტრუაციას“ [16].
ორსულობის გარდა, ამენორეის გამომწვევ მიზეზებს შორის შესაძლოა იყოს მენოპაუზა, ძუძუთი კვება, ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედისის უკმარისობა, დაუბალანსებელი ან არასრული კვება, გასახდომად დიეტის დაცვა, ინტენსიური სპორტული ვარჯიშები, წინა პერიოდში ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება, სტრესი, ჰორმონების დისბალანსი, თანშობილი მანკები, სიმსივნე ან დაავადება [18]. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია  კონკრეტული მიზეზის გამოვლენა და მასზე ზემოქმედების მოხდენა, ამისათვის კა არაა აუცილებელი ჰორმონალური თერაპია; მაგრამ, თუკი ის მაინც საჭიროა, უფრო სასურველია ჰორმონები პატარა დოზირებით [19].  განვითარებად ქვეყნებში, მეორადი ამენორეის ერთ-ერთი ყველაზე ტიპიური მიზეზია არასაკმარისი კვება ან ძირითადი დავადება.

სამოქმედო რეკომენდაციები

 მთავრობებმა შემდეგნაირად უნდა იმოქმედონ:
1. დაუყოვნებლივ აკრძალოს ეპ-ის მაღალი აქტიობის ყველა პრეპარატი;
2. უზრუნველყოს ორსულობაზე ტესტირების ალტერნატიული ფორმების არსებობა და პროპაგანდა გაუწიოს მათ გამოყენებას;
3. ფართოდ გააშუქოს ის საფრთხე, რომელიც ემუქრებათ ქალებს ორსულობის პერიოდში ნებისმიერი წამლის ხმარებისას;
4. უზრუნველყოს უბრალო, ლეგალური, არაძვირადღირებული ორსულობის შეწყვეტის ხელმისაწვდომობა, რათა ლიკვიდირებულ იქნას მოთხოვნილება აბორტებისთვის სახიფათო პროდუქტების თვითნებური და დამოუკიდებელი გამოყენება.


ლიტერატურა

1.     Anon., “The untold story”, Herald (Pakistan), Sept 1982.
2.     Marcelis, С. and Shiva, M.,”EP drugs: unsafe by any name”, in: McDonnell, K. (ed.), Adverse Effects: Women and the Pharmaceutical Industry, Penang, IOCU, 1986, pp11-26.
3.     Salam, D.V., et al, “Estrogen-progesterone withdrawal bleeding in diagnosis of early pregnancy”, International Journal of Gynaecology and Obstetrics, Vol 14, 1976, pp348-53.
4.     Gal, I., et al, “Hormonal pregnancy tests and congenital malformations”, Nature, Vol 216, 1967, p83.
5.     See, for example: Levy, E.P., Cohen, A. and Eraser, F.C., “Hormone treatment during pregnancy and congenital heart defects”, Lancet, 1973 (I), p611;
Janench, D.T.,Piper,J.M. and Glebatis, D.M., “Oral contraceptives and congenital limb-reduction defects”, New England Journal of Medicine, Vol 291, 1974, pp697-700;
Nora, A.H. and Nora, J.J., “A syndrome of multiple congenital anomalies associated with teratogenic exposure”, Archives of Environmental Health, Vol 30, 1975, pp17-21;
Hellstrom, В., Lindsten, J. and Nilsson, K., “Prenatal sex hormone exposure and congenital limb-reduction defects”, Lancet, 1976 (II), p373;
Heinonen, O.P., Slone, D., et al, “Cardiovascular birth defects and antenatal exposure to female sex hormones”, New England Journal of Medicine, Vol 296, 1977, pp67-70;
Janerich, J.T., Dugan, J.M., et al, “Congenital heart disease and prenatal exposure to exogenous sex hormones”, British Medical Journal, 1977, pp1058-60;
Nora, J.J., Nora, A.H., et al, “Exogenous progestogen and estrogen implicated in birth defects”, Journal of the American Medical Association, Vol 240, 1978, pp837-43.
6.     United Nations, Consolidated List of Products Whose Consumption and/or Sale Have Been Banned, Withdrawn, Severely Restricted or Not Approved by Governments, 2nd issue, Doc No ST/ESA/192, New York,1987,pp111-12;
Marcelis and Shiva, op cit, pp11-26;
Gal, I., Teratological Adverse Drug Effects: Review of Evidence Implicating Hormonal Pregnancy Tests,(mimeo) submitted to UK Department of Health and Social Services, 1978/9, p3.
7.     United Nations, op cit, pp112.
8.     Silverman, M., Lydecker, M. and Lee, P.R., Bad Medicine: the prescription drug industry in the Third World, Stanford, Stanford University Press, 1992, p112.
9.     AMA, Drug Evaluations, Philadelphia, W.B., Saunders Co.,(6th edn) 1986, p700.
10. WHO, The Effect of Female Sex Hormones on fetal Development and Infant Health, Technical Report Series, No 657, Geneva, 1981.
11. Marcelis and Shiva, op cit, pp11-26.
12. Voluntary Health Association of India (VHAI), The Case Against EP Forte, New Delhi, 1983, p1.
13. Wolffers, I., Hardon, A. and Janssen, J., Marketing Fertility: Women, Menstruation and the Pharmaceutical Industry, Amsterdam, WEMOS International Group on Women and Pharmaceuticals, 1989, p28.
14. Melrose, D., Report on Research and Networking Visit to Latin America, The Hague, HAI, 1983,
pp9-10.
15. Palaniappan, B. and Poorva Devi, V., “Hormones for withdrawal bleeding”, Journal of the Indian Medical Association, Vol 74, No 4, 18 Feb 1980, p69.
16. WHO, op cit.
17. Silverman, et al, op cit, p117.
18. Phillips, A., Rakusen, J. (eds) and the Boston Women’s Health Collective, The Neva Our Bodies, Ourselves (2nd UK edition), London, Penguin Books, 1989, p510.
19. Wolffers, et al, op cit, p25.
20. Anon., Herald, op cit.
21. Wolffers, et al, op cit, pp45-50.
22. Ibid, pp32 and 44.
23. MIMS Middle East, Vol 21, No 6, Dec 1990, pp81-2.
24. Qureshi,A.H. (ed.), Quick Index of Medical Preparations, Vol 22,No 1 and 2, Mar-Aug 1990, pp71-2.
25. MaLAM, Newsletter, Sep 1988, p1.
26. Silverman, et al, op cit, p118.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter