ერისთავი ლინა

პროფესორი ლინა ერისთავი დაიბადა ქ. ქუთაისში 1927 წ. 9 მარტს. 1944 წ. წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის ქალთა მე–5 საშუალო სკოლა, ხოლო 1945 წ. თბილისის სახ. ფარმაცევტული ინსტიტუტი. როგორც სტალინის სახელობის სტიპენდიანტი დატოვებული იქნა სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოგნოზიის კათედრაზე (ინსტიტუტების გაერთიანების შედეგად) და მთელი თავისი შრომითი საქმიანობა მას დაუკავშირა: ასისტენტი (1948–57), დოცენტი (1957–62), გამგე (1962–97), კათედრის პროფესორი (1998 წ–დან), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1957) მიენიჭა დოცენტის წოდება(1958), სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიამ მიანიჭა პროფესორის წოდება (1982), საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიანიჭა უმაღლესი სკოლის დამსახურებული პედაგოგის საპატიო წოდება (1982წ), არჩეულ იქნა მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად (2002წ).

ქ–ნი ლიანა სრულიად ახალგაზრდა ჩაუდგა სათავეში ფარმაკოგნოზიის კათედრას და 35 წ. უხელმძღვანელა მას. მუშაობდა რა ფარმაციის გამოჩენილი მოღვაწეების, ფარმაკოგნოზიის კათედრის ყოფილი გამგეების აკად. ი ქუთათელის, მეც. დამსახ. მოღვ. პროფ. ე. აბოლის, პროფ. ვ. შოთაძის, უშუალო ხელმძღვანელობით, აითვისა და შემდეგ კათედრაზე მყარად დაამკვირდა თავისი მასწავლებლების ბრწყინვალე ტრადიციები, თვითონ კი ჩამოყალიბდა როგორც ფარმაცევტული მეცნიერების ორგანიზატორი და მაღალკავლიფიციური ლექტორი. 1998 წ–დან ესტაფეტა გადასცა თავის რჩეულ მემკვიდრეს კათედრაზე და თვითონ, როგორც პროფესორი, ჩვეული ენერგიით განაგრძობდა სპეციალისტების აღზრდას, ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად გადასცემდა თავის მრავალრიცხოვან მოწაფეებს. მაღალი პროფესიონალიზმი და ორატორული ნიჭი, დიდი ერუდიცია და ადამინური მომხიბვლელობა საინტერესოს ხდიდა მის ლექციებსა და საჯარო გამოსვლებს, უხვეჭდა საყოველთაო აღიარებას.

მნიშვნელოვანია პროფ. ლ. ერისთავის წვლილი ფარმაცევტული მეცნიერების განვითარებაში. მისი კვლევის პრიორიტეტული მიმართულებაა ეფექტური პრეპარატების შექმნის მიზნით საქართველოს სამკურნალო მცენარეების შესწავლა, მისი ხელმძღვანელობით ან უშუალო მონაწილეობით მრავალი შრომაა შესრულებული სამამულო, ახლო და შორეული საზღვარგარეთის მეცნიერულ კოლექტივებთან კომპლექსირებით ან მათი დაკვეთით. მას კარგად იცნობდნენ თავისი და მომიჯნავე დარგების მეცნიერულ წრეებში, როგორც ჩატარებული კონგრესების, სიმპოზიუმების და სხვა ფორუმების აქტიურ მონაწილეს. პროფ. ლ. ერისთავს დასტამბული აქვს 140–ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და რამდენიმე მეთოდური მითითება. თანაავტორებთან ერთად კი 3 წიგნი – “საოჯახო მედიცინა”, “ფარმაცევტული ლექსიკონი” და “სახელმწიფო ფარმაკოპეა”, ხოლო წინამდებარე “ფარმაკოგნოზია (სამკურნალო მცენარეები)”, მის მიერ დაწერილი მეორე სახელმძღვანელოა სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ფა სხვა უმაღლესი სასწავლებლების ფარმაცევტული პროფილის სტუდენტებისათვის. იგი სარგებლობას მოუტანს აგრეთვე ექიმ–ფიტოთერაპევტებს და სამკურნალო მცენარებით დაინტერესებულ პირებს, საერთოდ დიდი შენაძენია ქართული მედიცინისათვის.

პროფ. ლ. ერისთავის ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია, მიღებული აქვს საავტორი მოწმობა 6 გამოგონებაზე. მისი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობის აღიარება იყო საკავშირო მეცნ. აკადემიასთან არსებული “ფარმაციის” საპრობლემო კომისიის(1982–92) და ასევე საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდური საბჭოს წევრად შეყვანა (1982–92), სადაც მოღვაწეობდა ფარმაცევტული მეცნიერების აქტუალური პრობლემების განხილვა–გადაჭრაში, ფარმაკოგნოზიის სწავლების მეთოდების დახვეწასა და ოპტიმაზაციაში.

ქ–ნი ლინა აქტიური საზოგადო მოღვაწე იყო. წლების განმავლობაში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს და ციკლობრივი კომისიის წევრი, ხარისხების მომნიჭებელი საბჭოს სწავლული მდივანი, პარტიული კომიტეტის მდივნის და შემდეგ პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. საქ. კპ. ორჯონიკიძის პარტრაიკომის წევრი, მედმუშაკთა პროფკავშირების რესპუბლიკური კომიტეტის ქალთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს ექიმთა და ფარმაცევტთა ლიცენზირების ეროვნული საბჭოს წევრი, ქ. თბილისის ფარმაცევტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის საბჭოს წევრი, ფარმაკოპეის კომიტეტის ფარმაკოგნოზიის კომისიის თავმჯდომარე, არჩეული იყო საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტად და მრ. სხვ. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი.

ბიოგრაფია ამოღებულია წიგნიდან “ლინა ერისთავი. ფარმაკოგნოზია. თბ.,2005

ერისთავი ლინა