დიეთილსტილბესტროლი

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

საათის მექანიზმიანი ბომბის აფეთქება

დიეთილსტილბესტროლი (დეს) – ეს სინთეზური გზით მიღებული ესტროგენია, რომელიც პირველად მიიღო სერ ედუარდა ჩარლზ დოდსმა 1938 წელს. ის ბუნებრივ ესტროგენ ესტრადიოლზე სამჯერ უფრო მეტად აქტიურია. დეს წყალში იხსნებოდა და მოქმედებდა პერორალური მიღების დროს, მაშინ, როდესაც ბუნებრივი ჰორმონი საჭიროებდა კუნთებში შეყვანას. რადგანაც დეს დაპატენტებული არ იყო, მისი გამოშვება ერთდროულად დაიწყო რამდენიმე ფირმამ. მარტო აშშ-ში 276 ფარმაცევტულმა ფირმამ მიიღო სხვადასხვა დროს დეს-ის წარმოებისა და გაყიდვის უფლების ლიცენზია.

არაეფექტური და სახიფათო

მიუხედავად ამისა, დეს არაეფეტქური გამოდგა. 1953 წელს ჩატარებულმა ორმაგმა ბრმა კონტროლირებადმა გამოკვლევამ- 1600 ქალზე პლაცებოს გამოყენებით – აჩვენა, რომ დეს არ ამცირებდა უნებლიე აბორტების, ასევე  მოუმწიფებელი და გადამწიფებული ბავშვების რაოდენობას. სამწუხაროდ, გამოკვლევაში არ იყო მოყვანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეს „მნიშვნელოვნად ზრდიდა აბორტების, ახალშობილთა სიკვდილიანობის შემთხვევებისა და ვადამდელი მშობიარობების რიცხვს [13] – დასკვნა, რომლის გამოტანაც შეიძლებოდა (და აუცილებელიც იყო) გამოკვლევის მონაცემებიდან.
დეს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ უსაფრთხოც არ იყო.  1930-იანი წლების ბოლოს და 1949-იანი წლების დასაწყისში ცხოველებზე ცატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დეს-სა და სხვა ესტროგენებს შეუძლიათ კიბოს გამოწვევა [14]. კავშირი ადამიანებში დეს-ის გამოყენებასა და კიბოს განვითარებას შორის გატარდა 1971 წელს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვაგინისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს იშვიათი ფორმა (ნათელუჯრედოვანი ადენოკარცინომა) იმ ქალების ქალიშვილებში, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ ორსულობის ადრეულ პერიოდებში.

სხვა გამოყენებები?

 მიუხედავად ამისა, ესტროგენები, დეს-ის ჩათვლით, კვლავინდებურად გამოიყენება სხვა ჩვენებების სამკურნალოდ, მაგალითად, ლაქტაციის დათრგუნვა, პრობლემები მენოპაუზის დროს, ასევე როგორც პოსტკოიტალური კონტრაცეფციული (სქესობრივი აქტის შემდგომი – მთარგმნ. შენ.) საშუალება (ტაბლეტი „მეორე დილისათვის“) და როგორც თერაპიული საშუალება სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს  ზოგიერთი ფორმის დროს. ასეთი პრაქტიკა აშკარა შეცდომაა. დეს, როგორც ცნობილი კანცეროგენი, არ უნდა გამოიყენებოდეს როგორც პოსტკოიტალური კონტრაცეფციული საშუალება, ლაქტაციის დასათრგუნად ან მენოპაუზების დროს. სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ ასევე არსებობს უკეთესი ალტერნატიული საშუალებები.

სამოქმედო რეკომენდაციები

  • დეს უნდა აიკრძალოს როგორც ადამიანებისათვის განკუთვნილი სამკურნალწამლო პროდუქტი, და აგრეთვე იმ ცხოველების ზრდის სტიმულირებისათვის, რომლებსაც ადამიანი საკვებად იყენებს.
  • მთავრობებმა უნდა შეისწავლონ ამ პრობლემის მასშტაბები და შეძლებისდამგვარად უნდა გამოავლინონ ის ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ დეს-ის ზემოქმედების ქვეშ, მისცენ მათ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც, შესაძლოა, ისინი წააწყდნენ, და ასევე აღმოუჩინონ მათ აუცილებელი სამედიცინო დახმარება.
  • ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები ინფორმირებულები უნდა იყვნენ იმ მეთოდების სესახებ, თუ როგორ გამოავლინონ დეს-ის ზემოქმედების ნიშნები, ჩაატარონ მასთან დაკავშირებული პრობლემების მონიტორინგი და მკურნალობა.
  • უნივერსიტეტებმა და ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებმა უნდა ჩაატარონ შემდგომი გამოკვლევები იმის დასადგენად, თუ როგორი შეიძლება იყოს დეს-ის ზემოქმედების შედეგები დედებზე, მათ შვილებზე და შვილიშვილებზე (ე. წ. მესამე თაობა).

ლიტერატურა

1.     Laitman, C., “DES on preScription: it’s time for Europe to act”, Scientific European, Oct 1990,
pp27-9.
2.     Cynthia Laitman is a biologist and writer and is the author of one of the first books on DES – DES: the complete story, New York, St Martin’s Press, 1981.
3.     Brackbill, Y. and Berendes, H.W., “Dangers of diethylstilboestrol: Review of a 1953 paper”, Lancet, 2 Sept 1978.
4.     Anon., “Diethylstilboestrol – effects of exposure in utero”, Drug and Therapeutics Bulletin, Vol 29, No 13, 24 Jun 1991, pp49-50.
5.     Laitman, op cit.
6.     WHO, Drug Information, Doc No PDT/ DI/S4.4, Geneva, Oct-Dec 1984, pp8-10.
7.     Smith, O.W., “Diethylstilbestrol in the prevention and treatment of complications of pregnancy”, American Journal of Obstetrics and Gynecology, Vol 56, 1948, pp821-34.
8.     Stillman, R.J., “In utero exposure to diethylstilbestrol: adverse effects on the reproductive tract and reproductive performance in male and female offspring”, American Journal of Obstetrics and Gynecology, Vol 142, No 7, 1 Apr 1982, pp905-21.
9.     Martin, L., “The DES issue”, Protect Yourself, Sep 1983, pp42-4.
10. Cody, P., “A history of the DES action movement”, in: Mintzes, B. (ed.), DES: A Drug with Consequences for Current Health Policy, Utrecht, DES Action The Netherlands, 1990, pp10-12.
11. von Eickstedt, K.-W., “Sex hormones and related compounds including hormonal contraceptives”, in: Dukes, M.N.G. and Beeley, L., (eds), Side Effects of Drugs Annual 14, Amsterdam, Elsevier, 1990, pp343-64.
12. Dickmann, WJ., Davis, M.E., et al, “Does the administration of diethylstilbestrol during pregnancy have therapeutic value?”, American Journal of Obstetrics and Gynecology, Vol 66, 1953, pp1062-81.
13. Brackbill and Berendes, op cit.
14. Geschickter, C.T., “Mammary carcinoma in rat with metastasis induced by estrogen”, Science, Vol 89, 1939, p35; Shimkin, M.B., Grady, H.G., “Carcinogenic potency of stilbestrol and estrone in strain C3H mice”, Journal of the National Cancer Institutes, Vol 1, 1940, p19.
15. ‘t Hoen, E., “Diethylstilbestrol, the effects on the health of users and their children”, in: Harden, A. (ed.), Women and Pharmaceuticals Bulletin, Amsterdam, Wemos/HAI International Group on Women and Pharmaceuticals, Nov 1990, pp5-7.
16. United Nations, Consolidated List of Products Whose Consumption and/or Sale Have Been Banned, Withdrawn, Severely Restricted or Not Approved by Governments, 2nd issue, Doc No ST/ESA/192, New York, 1987, p38.
17. Direcks, A. and ‘t Hoen, E., “DES: the crime continues” in McDonnell, K. (ed.), Adverse Effects: Women and the Pharmaceutical Industry, Penang, IOCU, 1986, pp41-9.
18. Anon., “Diethylstilboestrol – effects of exposure in utero”, Drug and Therapeutics Bulletin, Vol 29, No 13, 24 Jun 1991, pp49-50.
19. RakusenJ., “DES”, in: Phillips, A., Rakusen, J. (eds) and the Boston Women’s Health Collective, The New Our Bodies, Ourselves (2nd UK edition), London, Penguin Books, 1989, p520.
20. AMA, Drug Evaluations, Philadelphia, W.B. Saunders Co., (6th edn) 1986, p701.
21. Anon., Drug and Therapeutics Bulletin, op cit, pp49-50.
22. AMA, op cit, p701.
23. Senekjian, E.K., Potkul, R.K., et al, “Infertility among daughters either exposed or not-exposed to diethylbesterol”, American Journal of Obstetrics and Gynecology, Vol 158, 1988, pp493-8; Barnes, A.B., Colton, Т., et al, “Fertility and outcome of pregnancy in women exposed in utero to diethylstilbestrol”, New England Jornal of Medicine, Vol 302, 1980, pp609-13; Stillman, op cit.
24. Kleiverda, G., “How can we provide appropriate care for DES-exposed women?”, in: Mintzes, op cit, pp14-18.
25. Ibid.
26. Leary, F.J., Resseguie, L.J., et al, “Males exposed in utero to diethylstilbestrol”, Journal of the American Medical Association, Vol 252, 1984, pp2984-9.
27. Gill, W.B., Schumacher, G.F.B., et al, “Assocation with diethylstilbestrol exposure in utero with cryptorchidism, testicul arhypoplasma and semen abnormalities”, Journal of Urology, Vol 122, 1979, ррЗ6-9; Gill, W.B., Schumacher, G.F.B., et al, “Male genital tract changes in humans following intrauterine exposure to diethylstilbestrol”, in; Herbst, A.L. and Bern, H.A. (eds), Developmental Effects of Diethylstilbestrol (DES) in Pregnancy, New York, Thieme Stratton, 1981, pp103-19.
28. Anon., Drug and Therapeutics Bulletin, op cit.
29. Anon., “Odd-shaped uteri mark daughters of DES women”, Medical Tribune, 19 July 1977.
30. Gilman, A.G., Rail, T.W., Nies, A.S., and Taylor, P., Goodman and Gilman’s The Pharmacological Basis of Therapeutics, New York, Pergamon Press, (8th edn) 1990, pp1390 and 1393.
31. AMA, op cit, p701.
32. Gilman, et al, op cit, p1395.
33. AMA, op cit, p699.
34. Enkin, M., Keirse, M. and Chalmers, I., A Guide to Effective Care in Pregnancy and Childbirth, Oxford, Oxford University Press, 1989, p336.
35. DES Task Force, Summary Report, DHEW Pub No (NIH) 79-1688, Washington, Dept of Health, Education and Welfare, 21 Sep 1978, p14.
36. BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, British National Formulary, London, BMA and The Pharmaceutical Press, No 23, Mar 1992, p280.
37. Physicians’ Desk Reference, Oradell, NJ, Medical Economics Company, 44th edn, 1990, p1211.
38. Henry, J., (ed.), The British Medical Association Guide to Medicines & Drugs, London, Dorling Kindersley, (2nd edn) 1991, p373.
39. WHO, op cit.
40. Tan, M.L., Dying for Drugs: Pill power and politics in the Philippines, Manila, Health Action Information Network, 1988, p106.
41. Jopling, M., “The growth factor”, The Guardian, 29 July 1986.
42. Anon., “FDA bans DES in animals”, The Nation’s Health, Aug 1979.
43. Schell, O., Modern Meat, New York, Random House, 1984, pp253-4.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter